ფ. მელნიკოვი
გზააბნეული ღვთისმეტყველება
თავი V
ღმრთის ძის შესახებ
ღმრთის ძის შესახებ
თვით ღმრთის ძის, იესუ ქრისტეს შესახებ, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველებს გააჩნიათ განსხვავებული წარმოდგენები და სხვადასხვაგვარად ქადაგებენ მის შესახებ. ცნობილი პუბლიცისტი ბ-
პეტერბურგშივე გამოდის სასულიერო ჟურნალი "Странник", რომელშიც თანამშრომლობენ გაბატონებული ეკლესიის საუკეთესო ღვთისმეტყველები და პროფესორები. ყოველწლიურად ეს ჟურნალი თავის ხელმომწერებს სთავაზობს თითო ტრაქტატს საერთო სათაურით: "ქრისტეანობა, მეცნიერება და ურწმუნოება XX საუკუნის გარიჟრაჟზე" ("Христианство, наука и неверие на заре XX века"). 1909 წელს გამოიცა მერვე გამოშვება, რომელშიაც მოთავსებულია ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის პროფესორის, ი. ა. ლეიტონის თხზულება: "იესუ ქრისტე და თანამედროვე ცივილიზაცია" ("Исус Христос и современная цивилизация"). "Странник" -
"ჩვენ საქმე გვაქვს, -
ტრაქტატში ასევე ნათქვამია, რომ "ქრისტე, იზიარებდა მოარულ შეხედულებას ნერვულ და გონებრივ მოშლილობებზე, თითქოსდა ეს იყო ბოროტ სულთა ზემოქმედების შედეგი" (იქვე. გვ. 21). ტრაქტატის ავტორი იზიარებს სხვა "შეხედულებებსაც" ამ "მოშლილობებთან" დაკავშირებით. მას არ სწამს ქრისტეს სიტყვებისა ცოდვილთა დასჯის შესახებ (იქვე, გვ. 86); ეეჭვება, რომ "სატანასთან დაკავშირებული გამონათქვამები ნამდვლად ეკუთვნოდეს ქრისტეს" (იქვე, გვ. 101). ამტკიცებს, რომ ისეთი მოვლენები სამყაროში, როგორიცაა ზნეობრივი ბოროტება, იესუ ქრისტესთვის "ამოუცნობ გამოცანად რჩებოდა" (იქვე).
რაც შეეხება ქრისტეს წინასწარმეტყველებებს, კერძოდ იმას, რომ სამყაროს აღსასრულს "იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (მარკ. 13:26; ლუკა 21:27). პროფ. ლეიტონი აზრით, ეს "არსებითად სხვა არაფერია, თუ არა აპოკალიპსური დანაშრევები, ან მოარული აპოკალიპსური ჩანართები, რომელიც გაუჩნდათ ქრისტეს მოწაფეებს მისი გამონათქვამების არასწორად გაგების გამო" (იქვე. გვ. 146).
ასეთივე საეჭვო სწავლებებია გადმოცემული "მართლმადიდებლურ" სახელმძღვანელოებშიც, რომელიც მოწონებულია მმართველი სინოდის მიერ. მაგალითად, მღვდელ ბუხარევის წიგნში სახელწოდებით "Начальное обучение Закону Божию", შეკითხვაზე: "რატომ იწოდება ძე ღმრთისა ქრისტედ?" -
მაშასადამე, გამოდის, რომ ნათლისღებამდე ქრისტე არ ყოფილა ქრისტე. ასეთი სწავლება მომდინარეობს უძველესი მწვალებლების, -
წმ. ანდრია კონსტანტინოპოლელის გამოთქმას: "ღმერთი იყო მდუმარებაში, და პირველივე გამოთქმაში "დე იქმნენ საუკუნენი" უხრწნელად შვა სიტყვა, ანუ თავისი წმიდა სულის გამომავლობისას გულისგან აღმოთქუა (отрыгнул)", -
მისიონერებს (პავლე პრუსიელს, კრუგლოვს, გოლოვკინს, ზუბარევსა და სხვებს) გამოცემული აქვთ მთელი რიგი თხზულებები, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ მამა ღმერთის წარმოდგენა მდუმარებაში და ძის შობა მამის პირველივე სიტყვის აღმოთქმისთანავე არის უდიდესი მწვალებლობა. "ამ წარმოდგენის მიხედვით, -
მაგრამ გაბატონებული ეკლესიის საღვთისმეტყველო წიგნებში შეტანილია და დაცულია სწორედ ეს გამოთქმა ღმრთის მდუმარებაზე და პირველი ხმის ამოღებასთან ერთად ძის შობაზე. ეპისკოპოს სილიბისტროს (სილვესტრის) "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" გადმოცემულია ტერტულიანეს სწავლება ღმრთის ძის შობის შესახებ. "მართალია, -
ტერტულიანე ასწავლიდა, რომ "სიტყვა, როგორც კი გამოვიდა ღმრთისგან (dumex Deoprocedit), და თავისი სახე და სისრულე მიიღო, საკუთრივი მნიშვნელობით გახდა ძე, რომელიც როგორც სიტყვა, ადრე სხვა სახელწოდებებით (სიბრძნე, გონება და სხვა) არსებობდა. როდესაც ღმრთისგან გამოვიდა ის იშვა და გახდა ძე (Filiusfactusest Dei, dequo prodeundogeneratusest), მხოლოდშობილი, როგორც შობილი უწინარეს ყოველთა, რომელიც იშვა ღმრთის გულის სიღრმიდან (primogenitus, utante omniagenitus, etunigenitus, utsolusexDeogenitus — propriade vulvacordisipsius).
ავითარებს რა ამ აზრს, ტერტულიანე იმასაც ამტკიცებს, რომ მამისა და ძის სახელები არ არის რაიმე არსებითი ღმერთში, არამედ შემთხვევითია, რომელიც ასახავს მის დამოკიდებულებას სამყაროსთან, საღმრთო განგებულების მიხედვით და, რომ იყო დრო, როდესაც მამა არ იყო ისევე, როგორც იყო დრო, როდესაც არ იყო ძე" (იქვე).
ტერტულიანეს ეს სწავლება ცხადზე უცხადესად მწვალებლურია და ყოვლად შეუძლებელია მისი შეთავსება საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიის სარწმუნოებასთან. მაგრამ ეპისკოპოსი სილიბისტრო ტერტულიანის სწავლების ამ პუნქტში ვერავითარ მწვალებლობას ვერ ხედავს.
"ძნელი არ არის იმის დანახვა, -
"ძნელი არ არის დავინახოთ, -
ტერტულიანეს სწავლებას, რომ "იყო დრო, როდესაც მამა არ იყო მამა, ისევე, როგორც იყო დრო, როდესაც არ იყო ძე", გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველი ეპისკოპოსი მხოლოდ ფორმულირების უზუსტობად მიიჩნევს.
"მართალია, -
ეპ. სილიბისტროს დაბეჯითებული მტკიცებით, აბსოლუტურად არაფერია არც მწვალებლური ან ცთომილი წმ. სამების შესახებ ტერტულიანეს სწავლებაში. უნდა შევნიშნოთ, რომ ეპ. სილიბისტროს ღვთისმეტყველება გაბატონებულ ეკლესიაში ყველა სხვა საღვთისმეტყველო წიგნებზე და თვით საკრებო დადგენილებებზე მაღლაც კი არის დაყენებული (იქვე. გვ. Православно-
ეპისკოპოს სილიბისტროს "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ჩვენ ვხვდებით კიდევ ერთ ასეთ გამონათქვამს: "ყველაფერი იყო მასში (მამაში), და ის იყო ყველაფერი. როდესაც ისურვა და როგორც კი ისურვა, მან, მის მიერ განსაზღვრულ დროში, გამოავლინა თავისი სიტყვა, რომლითაც ყოველივე შექმნა... ეს სიტყვა მან შვა, როგორც ყოველივე არსებულის მრჩეველი-
ეს გამოთქმა შეიცავს იმავე საღვთისმეტყველო აზრს, რომელიც გამოთქმულია წმ. ანდრია კონსტანტინოპოლელის სიტყვებში. მისიონერები ამტკიცებენ, რომ ის უცილობლივ მწვალებლურია, უკეთურია და ღმრთისმგმობი. მაგრამ, ისმინეთ, როგორ ესმის ეს სწავლება ეპ. სილიბისტროს.
დამოწმებული გამონათქვამი ეკუთვნის წმ. იპოლიტეს, რომის პაპს: "ჩვენს მიერ მოტანილი იპოლიტეს მსჯელობიდან ძნელი არ არის დავინახოთ, -
ღმრთის ძესთან დაკავშირებით, გაბატონებული ეკლესია ვერ მივიდა ერთ განსაზღვრულ რწმენამდე: როგორ უნდა მოვიაზროთ ის წმ. სამებაში -
ასეთ რწმენას პიტირიმე, ნიჟეგოროდის მიტროპოლიტი, თავის ცნობილ წიგნში "შურდული" ("Пращица") ეკლესიის საწინააღმდეგო და აშკარა მწვალებლურ შეხედულებად მიიჩნევს. პიტირიმეს თვალსაზრისით, ღმრთის ძე ორივე ბუნებით მხოლოდ მაშინ უნდა ვაღიაროთ, როდესაც ჩვენ მას წარმოვიდგენთ "როგორც ერთს, წმიდა სამების იპოსტასთაგან" ("Единого от Троицы"). ხოლო ვინც, წმ. სამებაშიც ერთარს ძეს ორი ბუნებით ირწმუნებს, ხორციელ განკაცებას მთელ სამებას განაკუთვნებას (всей Троице "наносит приятие плоти").
"იხილეთ ყველამ, -
"შურდული" ("Пращицა") გამოსცა მმართველმა სინოდმა. ის გამოხატავს არა მხოლოდ პიტირიმეს სარწმუნოებასა და შეხედულებებს, არამედ მთელი სინოდალური იერარქიისასაც. "შურდულის" შემდგენელ-
ის, რაც გამოთქმულია ღირ. ეფროსინეს "ცხოვრებაში", ვპოულობთ წიგნში "ფილაქანი" ("Скрижаль"), რომელიც დამტკიცებულია 1666 წლის კრების მიერ და გაბატონებული ეკლესიის მრავალ წიგნშია შეტანილი.
"ფილაქნის" მტკიცებით იქ, სადაც ლაპარაკია წმ. სამებაზე, ქრისტეს ორბუნებოვნებასაც იქვე უნდა აღვიარებდეთ (Скрижаль. 1655 — 1656. Л. 8 об.). "ვბრძანებთ, -
"იხილეთ ყველამ, -
მივუთითებთ კიდევ ერთ ადგილზე, რომელიც ააშკარავებს გაბატონებული ეკლესიის წარმოდგენებს წმ. სამებაზე და იმ გასაოცარ ტერმინოლოგიაზე, რომლითაც ეს წარმოდგენა გამოიხატება. საღვთისმსახურებო თვენში, რომელიც კიევო-
ზემოთ (იხ. თ. II) ჩვენ ვუთითებდით, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა აღიარებით, თვით "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში", გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველების ამ ფუნდამენტში, ქრისტე წარმოდგენილია, როგორც "სისხლიანი კულტის მოგვი" და აღიარებულია მისი ჯვარზე ვნება მხოლოდ ხორცით (Тарасий, иеромонах. Указ. соч. С. 75-
გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები დავობენ "ქრისტეს ვნებების" გარშემოც. თავისი განათლებულობით ცნობილი პროფესორი ნ. გლუბოკოვსკი, თავის წიგნში "სავლეს მოქცევა და წმ. მოციქულ პავლეს სახარება" ("Обращение Савла и Евангелие св. апостола Павла"), ამტკიცებს, რომ ეს იდეა "სამოციქულო მახარობლობის თავდაპირველი დოგმატი არ ყოფილა" (გვ. 42). მაგრამ, მეორე პროფესორ-
სრულიად განსხვავებულ თეორიებს გვთავაზობენ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები ქრისტეს გამოსყიდვის დოგმატის შესახებაც. ერთ თეორიას აყალიბებს პროფ. ვ. ნესმელოვი (Несмелов В. Метафизика жизни и христианское откровение // Православный Собеседник. 1902. Сентябрь и октябрь. С. 381 и далее), სხვას -
გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთაგან ზოგიერთი აშკარად აღიარებს, რომ იესუ ქრისტე მსხვერპლად შეეწირა არა მამა ღმერთს, არამედ სატანას.
"უცნაურ სიტყვებსა და ქმედებებს აწყდება დღეს მართლმადიდებელი ადამიანი, -
თავი VI
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებაც, გაბატონებული ეკლესია არაერთგვაროვნად ასწავლის. მაგალითად, მისი თანამედროვე მისიონერები და ღვთისმეტყველები უარყოფენ ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვას. პროტოპრესვიტერმა ა. ლებედევმა დაწერა დიდი თხზულება "უბიწო ჩასახვის შესახებ" ("О непорочном зачатии"), რომელშიაც ამტკიცებს, რომ ეს სწავლება არის ლათინური, მწვალებლური დოგმატი. მღვდელ კ. ოკოლოვიჩის ბროშურაში, "ეწინააღმდეგება თუ არა ღმრთის სიტყვას კათოლიკური ეკლესიის სწავლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ?" ("Не противоречит ли Слову Божию учение католической церви о непорочном зачатии Пресвятой Девы?"), რომელიც მისიონერ-გენერალმა ვ. სკვორცოვმა გამოსცა, ასევე ნათქვამია, რომ ეს სწავლება წმიდა წერილის საწინააღმდეგოა.
განსაკუთრებული თავგამოდებითა და გულმოდგინებით ამტკიცებს ამ სწავლების ერეტიკულობას ვლადიმირელი მისიონერი მამა აკციპეტროვი, არადა ამ სწავლებას მისდევდნენ ახალრუსული ეკლესიის თვალსაჩინო მღვდელმთავრები. ის შევიდა კრებითად მიღებულ კანონიკურ წიგნში და დღემდე რჩება ეკლესიის უცვალებელ დოგმატად.
"XVII-ე საუკუნეში, - წერს პროტ. ლებედევი, - ზოგიერთმა სწავლულმა დასავლეთ რუსეთიდან, ისეთებმა, როგორებიც არიან, მაგალითად, წმ. დიმიტრი როსტოველი, ლაზარე ბარანოვიჩი, იოანე გალიატოვსკი და ანტონი რადივილოვსკი, იზიარებდნენ სწავლებას უბიწო ჩასახვის შესახებ და ღიად ქადაგებდნენ კიდეც მას, რაც მამა გაგარინს, ამ ლათინური დოგმატისადმი რუსული ეკლესიის რწმენის საყოველთაო გამოხატულებად მიაჩნია.
მაგრამ ეს შემთხვევა აშკარად მოწმობს, რომ სწავლება უბიწო ჩასახვის შესახებ ლათინთაგან გადმოტანილია და დამკვიდრებულია სამხრეთ-რუსული ეკლესიაში, უფრო კიევის სასულიერო აკადემიაში, იმ დროს არსებული განსაკუთრებული ვითარებების ზეგავლენით; და რომ, დიდი რუსეთისა და საბერძნეთის ეკლესიები, რომელთაც უშუალო შეხება არ ჰქონიათ ლათინობასთან, როგორც ამ, ასევე მსგავს ლათინურ სწავლებათაგან არ შესვრიმულან. ამიტომაც, სანამ სწავლება უბიწო ჩასახვის შესახებ სამხრეთ-რუსეთის ეკლესიის ფარგლებს არ გასცილებია, როგორც კერძო საღვთისმეტყველო აზრი, ჯერ კიდევ შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ, როგორც კი შეეჯახა დიდი რუსეთის მკაცრ მართლმადიდებლობას, სხვა მის მსგავს სწავლებებთან ერთად, შემჩნეულ და უარყოფილ იქნა, როგორც ლათინური მწვალებლობა" (Лебедев А. О непорочном зачатии. С. 103-104).
პროტოპრესვიტრი ლებედევი ტყუის როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ მსჯელობს და ამტკიცებს, რომ როგორც "კერძო შეხედულება" გავრცელებული იყო მხოლოდ სამხრეთ რუსეთის ეკლესიაში. ჩვენ გაგვაჩნია შეუვალი მოწმობა იმისა, რომ ეს სწავლება მიღებულია მთელი რუსული ნიკონიანური ეკლესიის მიერ და დამტკიცებულია 1666-1667 წლების კრებებზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ აღმოსავლელი პატრიარქები.
წიგნში "კვერთხი" ("Жезл"), რომელიც "აღჭურვილია" ამ კრების უფლებამოსილებით, ნათქვამია: "ქებათა ქებაში ზეციური სიძე ასე მიმართავს თავის პატარძალს: Вся красна если ближняя моя, и несть порока в тебе. წმიდა წერილის კომენტატორები უპირველეს ყოვლისა ამ გამოთქმაში ხედავენ სწავლებას ღვთისმშობლის შესახებ. ამიტომაც, მზით შემოსილი დედაკაცი, რომელიც აპოკალიპსისის მე-12 თავში აღწერა იოანემ, სიმბოლურად ღვთისმშობლის სიწმიდესა და უბიწოებაზე მიანიშნებს და დაუეჭვებლად ამტკიცებენ, რომ წინაპართა ბიწი მას არ შეხებია, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების თანხმიერია, რომელიც ღვთისმშობლის შობაზე გალობს: "ვაქებთ წმიდასა შობასა შენსა ღვთისმშობელო, და უბიწოსა შენსა ჩასახვასა ვადიდებთ, სძალო ღმრთივრჩეულო" (Жезл правления. 1908. Ч. I. Л. 40, 40 об).
პროფ. პ. ს. სმირნოვი ამბობს, რომ "კვერთხის" ეს სწავლება მართლაც "ლათინურია" (П.С. История русского раскола. Изд. 2. С. 171). მაგრამ კრების განსაზღვრება, რომელმაც დაამტკიცა "კვერთხი" ყველა მისი მწვალებლური შეხედულებებით, დღემდე არავის შეუცვლია და თანამედროვე ეკლესიის მიერაც ჭეშმარიტ და წმინდა კრებად არის აღიარებული. როდესაც სახელმწიფო საბჭოში დავობდნენ ძველმართლმადიდებლებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზ ვარშაველმა თავის სიტყვაში ავტორიტეტულად განაცხადა, რომ იმისი აღიარება, თითქოსდა 1667 წლის კრებამ "შესცოდა სიმართლისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ", მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფის ტოლფასია (Миссионерское Обозрение. 1910. № 6. С. 1049).
არქიეპისკოპოს ნიკოლოზის განსჯით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვაზე კრებითი სწავლების ყველა მამხილებელი - ლებედევები, ოკოლოვიჩები, აქციპეტროვები და სმირნოვები - "მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხმყოფლები" არიან, ვინაიდან ამტკიცებენ, რომ სწავლება უბიწო ჩასახვის შესახებ არის არა მარტო "ჭეშმარიტების საწინააღმდეგო ცთომილება", არამედ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო ლათინური მწვალებლური დოგმატიც. არადა სწორედ ამ სწავლებას შეიცავს ნიკონიანური ეკლესია კრებითად მიღებულ და დამტკიცებულ თავის წიგნში "კვერთხი".
გაბატონებული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი ღვთისმეტყველი, პროტოპრესვიტერ-პროფესორი პ. ი. სვეტლოვი შეეცადა გაემართლებინა "ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის ლათინური დოგმატი". "ამ დოგმატს, - ამბობს მამა სვეტლოვი, - უეჭველად გააჩნია უფლება ჰქონდეს ადგილი რომაულ და მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის არსებულ დოგმატურ განსხვავებებში. მაგრამ ამ განსხვავებათა მნიშვნელობა მეტად გადამეტებულია პოლემიკის მიერ, თუკი მასში, სხვა განსხვავებებთან ერთად, ხედავენ ეკლესიათა გაყოფის მიზეზს.
ამ დოგმატს, რომელიც დასავლეთში IX საუკუნიდან არსებობს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა ერთობისთვის ხელი არ შეუშლია... სწავლებას უბიწოდ ჩასახვის შესახებ მიზნად გააჩნდა ღვთისმშობლის განდიდება, რომელიც არის ყოვლადმოწყალე მეოხი კაცთათვის და ამიტომაც ეკლესიამ მისცა უფლება დასავლელ ქრისტეანებს ამგვარად განედიდებინათ ღვთისმშობელი. ასე, რომ ის გამომდინარეობდა კარგი წყაროდან... არადა კათოლიკეებმაც ხომ შეიძლება იკითხონ, რომელიც შეუვალი საეკლესიო ავტორიტეტის, ან მსოფლიო კრების მიერ არის უარყოფილი და დაგმობილი ეს სწავლება, როგორ ერესი" (Светлов П.Я. Христианское вероучение в апологетическом изложении". 1910. Т. I. С. 189 и след. // Вера и Жизнь. 1911. № 3. С. 61. Цит по: Светлов П.Я. Христианское вероучение... 1910. Т. I. С. 189 и след.).
სამართლიანობა მოითხოვს დავამატოთ, რომ 1667 წლის კრებამ, რომელმაც შეადგინა წიგნი "კვერთხი", დაამტკიცა სხვა საღვთისმეტყველო-სიმბოლური წიგნი "ფილაქანი"-ც ("Скрижаль") და ყველას განუწესა, რათა ჰქონოდა იგი უდიდეს პატივში, რადგან მასში გადმოცემულია მრავალი საღვთისმეტყველო აზრი და საეკლესიო საიდუმლო (Деяния собора 1666-1667 гг. Гл. 25. Л. 16).
ხოლო "ფილაქნის" "მრავალ საღვთისმეტყველო აზრებში" ყოვლაწმიდა ღვთისმშობელზე მოცემულია ასეთი მგმობარი "საიდუმლო", კერძოდ, ამ წიგნში წერია: "შობისას ღვთისმშობელს არანაირი ხრწნილება არ განუცდია, არამედ მოევლინა მას სულიწმიდა და პირველწინაპართა ბიწიერებისგან განწმინდა მთავარანელოზის მიერ" ("Убо не роди Дева с растлением, но Святому Духу пришедшу на Ню и очистившу словом архангела Гавриила: зане скверна прародителъная бяше в Ней") (Скрижаль. С. 651).
კრებითად მიღებული ერთი წიგნის მიხედვით გაბატონებული ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს პირველდაწყებითი ცოდვის თანამოზიარედ არ მიიჩნევს, ხოლო მეორე, ასევე კრებითად მიღებული წიგნის მიხედვით აცხადებს მას ამგვარი ბიწიერების მქონედ, რომელიც სულიწმიდამ "განწმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ". ჭეშმარიტად საკვირველია ასეთი ღვთისმეტყველება!
განსაკუთრებული თავგამოდებითა და გულმოდგინებით ამტკიცებს ამ სწავლების ერეტიკულობას ვლადიმირელი მისიონერი მამა აკციპეტროვი, არადა ამ სწავლებას მისდევდნენ ახალრუსული ეკლესიის თვალსაჩინო მღვდელმთავრები. ის შევიდა კრებითად მიღებულ კანონიკურ წიგნში და დღემდე რჩება ეკლესიის უცვალებელ დოგმატად.
"XVII-
მაგრამ ეს შემთხვევა აშკარად მოწმობს, რომ სწავლება უბიწო ჩასახვის შესახებ ლათინთაგან გადმოტანილია და დამკვიდრებულია სამხრეთ-
პროტოპრესვიტრი ლებედევი ტყუის როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ მსჯელობს და ამტკიცებს, რომ როგორც "კერძო შეხედულება" გავრცელებული იყო მხოლოდ სამხრეთ რუსეთის ეკლესიაში. ჩვენ გაგვაჩნია შეუვალი მოწმობა იმისა, რომ ეს სწავლება მიღებულია მთელი რუსული ნიკონიანური ეკლესიის მიერ და დამტკიცებულია 1666-
წიგნში "კვერთხი" ("Жезл"), რომელიც "აღჭურვილია" ამ კრების უფლებამოსილებით, ნათქვამია: "ქებათა ქებაში ზეციური სიძე ასე მიმართავს თავის პატარძალს: Вся красна если ближняя моя, и несть порока в тебе. წმიდა წერილის კომენტატორები უპირველეს ყოვლისა ამ გამოთქმაში ხედავენ სწავლებას ღვთისმშობლის შესახებ. ამიტომაც, მზით შემოსილი დედაკაცი, რომელიც აპოკალიპსისის მე-
პროფ. პ. ს. სმირნოვი ამბობს, რომ "კვერთხის" ეს სწავლება მართლაც "ლათინურია" (П.С. История русского раскола. Изд. 2. С. 171). მაგრამ კრების განსაზღვრება, რომელმაც დაამტკიცა "კვერთხი" ყველა მისი მწვალებლური შეხედულებებით, დღემდე არავის შეუცვლია და თანამედროვე ეკლესიის მიერაც ჭეშმარიტ და წმინდა კრებად არის აღიარებული. როდესაც სახელმწიფო საბჭოში დავობდნენ ძველმართლმადიდებლებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზ ვარშაველმა თავის სიტყვაში ავტორიტეტულად განაცხადა, რომ იმისი აღიარება, თითქოსდა 1667 წლის კრებამ "შესცოდა სიმართლისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ", მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფის ტოლფასია (Миссионерское Обозрение. 1910. № 6. С. 1049).
არქიეპისკოპოს ნიკოლოზის განსჯით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვაზე კრებითი სწავლების ყველა მამხილებელი -
გაბატონებული ეკლესიის ერთ-
ამ დოგმატს, რომელიც დასავლეთში IX საუკუნიდან არსებობს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა ერთობისთვის ხელი არ შეუშლია... სწავლებას უბიწოდ ჩასახვის შესახებ მიზნად გააჩნდა ღვთისმშობლის განდიდება, რომელიც არის ყოვლადმოწყალე მეოხი კაცთათვის და ამიტომაც ეკლესიამ მისცა უფლება დასავლელ ქრისტეანებს ამგვარად განედიდებინათ ღვთისმშობელი. ასე, რომ ის გამომდინარეობდა კარგი წყაროდან... არადა კათოლიკეებმაც ხომ შეიძლება იკითხონ, რომელიც შეუვალი საეკლესიო ავტორიტეტის, ან მსოფლიო კრების მიერ არის უარყოფილი და დაგმობილი ეს სწავლება, როგორ ერესი" (Светлов П.Я. Христианское вероучение в апологетическом изложении". 1910. Т. I. С. 189 и след. // Вера и Жизнь. 1911. № 3. С. 61. Цит по: Светлов П.Я. Христианское вероучение... 1910. Т. I. С. 189 и след.).
სამართლიანობა მოითხოვს დავამატოთ, რომ 1667 წლის კრებამ, რომელმაც შეადგინა წიგნი "კვერთხი", დაამტკიცა სხვა საღვთისმეტყველო-
ხოლო "ფილაქნის" "მრავალ საღვთისმეტყველო აზრებში" ყოვლაწმიდა ღვთისმშობელზე მოცემულია ასეთი მგმობარი "საიდუმლო", კერძოდ, ამ წიგნში წერია: "შობისას ღვთისმშობელს არანაირი ხრწნილება არ განუცდია, არამედ მოევლინა მას სულიწმიდა და პირველწინაპართა ბიწიერებისგან განწმინდა მთავარანელოზის მიერ" ("Убо не роди Дева с растлением, но Святому Духу пришедшу на Ню и очистившу словом архангела Гавриила: зане скверна прародителъная бяше в Ней") (Скрижаль. С. 651).
კრებითად მიღებული ერთი წიგნის მიხედვით გაბატონებული ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს პირველდაწყებითი ცოდვის თანამოზიარედ არ მიიჩნევს, ხოლო მეორე, ასევე კრებითად მიღებული წიგნის მიხედვით აცხადებს მას ამგვარი ბიწიერების მქონედ, რომელიც სულიწმიდამ "განწმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ". ჭეშმარიტად საკვირველია ასეთი ღვთისმეტყველება!
თავი VII
ადამიანის ჩასახვის შესახებ
ადამიანის ჩასახვის შესახებ
აი როგორი სწავლებაა მოცემული "კვერთხში" ადამიანის ჩასახვის შესახებ: "უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სხეულის ჩამოყალიბება ხორციელდება შემდეგნაირად: თესლისგან, რომელიც შემდგომ მცირედ შესქელდება, ჩაისახება ყრმა, რომელიც მოგვიანებით ყალიბდება სქესობრივად. მამაკაცი ყალიბდება 40 დღეში, რომელსაც თანდათანობით უყალიბდება შესაბამისი ყველა ორგანო და ასაკის შესაბამისად სულიერდება. დედაკაცი კი 80 დღის შემდეგ და ნელ-
ჩვენ არ დავიწყებთ ამ სწავლების განხილვას საეკლესიო და წმიდა მამათა სწავლების თვალთახედვით. ეს, როგორც უკვე ვთქვით, არ შედის წინამდებარე თხზულების დანიშნულებაში. ჩვენი მიზანია მივუთითოთ იმ სხვაობაზე და თვითწინააღმდეგობაზე, რაც არსებობს გაბატონებულ ეკლესიაში სწავლა-
"კვერთხის" ("Жезл") ამ სწავლებასთან დაკავშირებით აი რას წერს "მართლმადიდებლური რუსული სიტყვა" ("Православно-
მეტად საინტერესოა განცხადება, რომ "კვერთხი" -
ორიგენიზმში "კვერთხის" სწავლებას ჯერ კიდევ დღევანდელ ძველმორწმუნეთა წინაპრები ამხელდნენ და ამხელენ დღესაც. მაგრამ ახალმოწესეობის დამცველები დღემდე, საჯარო დისპუტებსა და ბეჭდვით გამოცემებში გასაოცარი სიჯიუტით იცავენ ამ მწვალებლობას. უნდა შევნიშნოთ, რომ ჟურნალი "მართლმადიდებლური რუსული სიტყვა", რომლიდანაც ამოვიწერეთ ჩვენ ეს აღიარება, რომ "კვერთხი" შეიცავს ორიგენესეულ მწვალებლობას, რედაქტირებულია გაბატონებული ეკლესიის საუკეთესო საღვთისმეტყველო ძალების მიერ.
სერიოზული მნიშვნელობა აქვს ეპისკოპოს სილიბისტროს ღვთისმეტყველებაზე მითითებასაც, რომლის წიგნი სახელმძღვანელოდ არის მიღებული სასულიერო აკადემიებში. აქედან გასაგებია, რომ ის, რასაც მისიონერები ძველმოწესეებთან პოლემიკასა და ბეჭდვით ორგანოებში იცავენ როგორც მართლმადიდებლურ-
პირდაპირ რომ ვთქვათ, მისიონერები ქადაგებენ აშკარა მწვალებლობას, რომელიც ჯერ კიდევ V მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერსოა, "კვერთხის" ორიგენესეულ მწვალებლობა უარყოფილია "ფილაქნებში" ("Скрижали"), თანაც წმ. ათანასე დიდის სიტყვებით: "ადამიანის სული, -
თავი VIII
სწავლება ეკლესიის შესახებ
სწავლება ეკლესიის შესახებ
ყველაზე მეტი წინააღმდეგობა და კურიოზი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და მისიონერთა თხზულებებში ეკლესიის შესახებ სწავლებაშია. გამოვყოფთ მხოლოდ რამოდენიმე მათგანს.
აკადემიური ღვთისმეტყველება ეკლესიას ყოფს ორ -
ამგვარად, ყოველგვარი ჭეშმარიტების წყარო და უცთომელობის ნიჭის მფლობელი არსებითად არის მხოლოდ ერთი ჭკუის კოლოფი -
ცნობილი ღვთისმეტყველი ა. ს. ხომიაკოვი ამბობს, რომ ეკლესიის დაყოფა მასწავლებელ და მოსწავლე ნაწილებად თავიდან დამკვიდრდა რომის ლათინურ ეკლესიაში, შემდეგ კი გადმოვიდა პროტესტანტიზმშიც; "განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ რომაულ აღმსარებლობაში ის არსებობს კანონიერად, აღიარებული სჯულის შესატყვისად, პროტესტანტიზმში კი მხოლოდ როგორც ფაქტი, და კიდევ იმაში, რომ მღვდლის ადგილი დაიკავა სწავლულმა" (Хомяков А.С. Сочинения. Т. II. С. 57).
გაბატონებულ ეკლესიაში კი ის არსებობს, ლოგიკურადაც და ფაქტობრივადაც, თანაც გარკვეული, სპეციფიკური სახით. ეპისკოპოს ევდოკიმეს შესანიშნავ წიგნში " На заре новой церковной жизни" ნათქვამია: "ეკლესიის დაყოფა მოსწავლე და მასწავლებელ ნაწილებად ლათინური და ეკლესიისთვის საზიანო საქმეა. ხშირად გვესმის ამ ვითარებით გამოწვებული მწარე საყვედური: თქვენ, იერარქებმა, ჩვენ, ერისკაცები საეკლესიო საქმეებს ჩამოგვაშორეთ; თქვენ მოუწოდეთ ამსოფლიურ ძალას, თქვენს დავაში ჩვენთან მოახდინეთ ძალის მონოპოლიზება, ასე, რომ აწ დაეკითხეთ ჭკუა თქვენს მოკავშირე წუთისოფელს, როდესაც ის დაიწყებს თქვენს მოდრეკას" და უნდა ითქვას რომ ეს საყვედური სამართლიანია" (Евдоким, еп. На заре новой церковной жизни. С. 28).
დაყუდებული ეპისკოპოსი თეოფანე მწარედ მოთქვამდა იერარქიისა და ერისკაცთა ამ გაყოფაზე: "არ გაიხაროს იმან, -
აკადემიური თანამედროვე ღვთისმეტყველებმა და გაბატონებული ეკლესიის გამოჩენილმა მღვდელმთავრებმა თითქმის ერთხმად დაგმეს ეკლესიის ეს დანაშაულებრივი და საშინლად საზიანო დაყოფა მოსწავლე და მასწავლებელ ნაწილებად. მიუხედავად ამისა, ნიჟეგოროდის მისიონერულმა ყრილობამ, რომელიც გაიმართა 1906 წელს, თავის რეზოლუციებში ხაზი გაუსვა ამ დაყოფას, რითაც დაადასტურა, რომ ის სრულიად იზიარებს ამ ლათინურ მწვალებლობას (За первый год вероисповедной свободы в России. // Приложение к “Миссионерскому Обозрению”. 1907. С. 348).
მოსკოველი მისიონერი, პროტ. ი. ორფანიტსკიმ 1907 წელს სპეციალურად დაწერა სტატია, რომელშიც შეეცადა დაემტკიცებინა, რომ "მოძღვართა მოვალეობაა ასწავლოს, სამწყსოს მოვალეობა კი ისწავლოს" და, რომ "მხოლოდ ეპისკოპოსები არიან დაწესებულნი ეკლესიაში საეკლესიო ჭეშმარიტებისა და მოციქულთა გადმოცემების დამცველებად" (Братское Слово. 1907. № 22. С. 303-
სინოდალური "მართლმადიდებლობის" ღვთისმეტყველები და მისიონერები ძველმოწესეებთან დავაში ეკლესიის შესახებ ირწმუნებიან, რომ ის არის ერთობა მხოლოდ მართლმადიდებელი ადამიანებისა და მისი ერთობა მხოლოდ მათში მოიაზრება. როდესაც 25 წლის წინათ ცნობილმა ძველმოწესე აპოლოგეტმა მღვდელმონაზონმა არსენი შვეცოვმა, შემდგომში კი ურალის ეპისკოპოსმა (აწ გარდაცვლილმა) (Онисим Васильевич Швецов (1840-
იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში" სხვა მღვდელ-
"ქრისტეს ეკლესიის საფუძველი თუ ქრისტესადმი, როგორც ღმრთის ძისადმი რწმენაა, რომელიც ერთია ყველა ქრისტეანისათვის, მაშინ, – ავითარებს თავის შეხედულებას მ. პოტეხინი, – თუ პავლე მოციქულის შედარებას გამოვიყენებთ, რომელმაც ეკლესია ღმრთის სახლს შეადარა, არც ერთი ცალკე არსებული ქრისტეანული თემი, არც ერთ, როგორც ჩანს, ცალკე აღებულ ღმრთის სახლს, არ შეუძლია თქვას, რომ ისინი არიან ცალ-
შემდეგ, მღვდელ-
აქედან გასაგებია, რომ თუკი მისიონერებს ექნებათ "სულიერი და სარწმუნოებრივი ხედვა" და იდუმალთწვდომის უნარი, მათ უარი უნდა თქვან თავიანთ ადრინდელ ამაყ და ამპარტავნულ მტკიცებულებაზე, რომ მხოლოდ ისინი, თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად, შეადგენენ ღმრთის ეკლესიას, სხვა დანარჩენი ქრისტეანები კი უცხონი არიან ეკლესიისთვის.
მისიონერი პოტეხინი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ყველა ჩვენი თანამედროვე ერეტიკოსი შევა ქრისტეს ცათა სასუფეველში, რადგან დაისჯებიან მხოლოდ ერესიარქები. "საეკლესიო ერთობისგან განდგომის მთელი ცოდვა, – ამბობს მ. საბა, – ცოდვად დააწვება არა ამ (ერეტიკულ) ეკლესიათა წევრებს, არამედ მათ დამფუძნებელ ერესიარქებსა და სქიზმის მოქმედთ. ერესიარქები და სქიზმის მოქმედნი – აი ვის დაატყდება ღმრთის საშინელი რისხვა!.. ხოლო, რაც შეეხება კათოლიციზმის დღევანდელ მიმდევრებს, ანგლიკანებს, სომხებს და ერთიანი ქრისტეს ეკლესიისგან განდგომილ სხვა ერეტიკოსებს, საშინელ სასჯელს არ დაექვემდებარებიან. ისინი არ არიან დამნაშავენი იმაში, რაც მათ გარეშე მოხდა ათასი წლის წინათ. ასევე უდანაშაულონი არიან ყველა სხვა სექტანტური და სქიზმატური ეკლესიების მიმდევრები ამ სქიზმებსა და მწვალებლობებში, ეს ცოდვა მათ შორეულ სულიერ წინაპრებზეა" (Миссионерское Обозрение”. 1908. № 9. С. 1155).
თავისი სხვა თანამშრომლის, კიდევ უფრო მეტი ავტორიტეტსი მქონის, ვიდრე მისიონერი მ. პოტეხინია, იგივე "მისიონერული მიმოხილვა" აცხადებს, რომ საერთოდ ყველა სტაროვერი, უეჭველად, შევა უფლის სასუფეველში და მარადის იცხოვრებს ქრისტესთან ერთად (Миссионерское Обозрение. 1903, январь. Кн. 2. С. 148-
გაბატონებული ეკლესიის მრავალი ღვთისმეტყველი და მოძღვარი საერთოდ უარყოფს საიქიო ტანჯვის მარადიულობას ცოდვების, მწვალებლობებისა და კერპთაყვანისცემისთვის. ერთ-
აზრი, როგორც ვხედავთ, არ ახალია, ასე ლაპარაკობდა III საუკუნეში ორიგენე. მათ იმეორებენ დრეს პაშკოვცები და შტუნდისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი თითქოსდა იყოს "მღვდლების" გამონაგონი ხალხის დასაშინებლად. ამ ორიგინალურ ღვთისმეტყველთან პოლემიკის გამართვის არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან ყველასთვის, ვისაც კი თუნდაც ერთხელ წაუკითხავს სახარება, ცხადია მისი სიტყვების სიყალბე (Колокол. 1911. №1447).
მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ორიგენესეული აზრები იფრქვევა საღვთისმეტყველო-
პირიქით, სიყვარულისა და ღმრთის სიმართლის ცნებები აღგვძრავს და გვაფიქრებინებს, რომ სიკვდილის შემდეგაც ადამიანს ღმრთის სიყვარული აძლევს შესაძლებლობას "იზარდოს ხსნისთვის" (1 პეტრე 2:2), ოღონდაც ღმრთის მადლის მიღების შემძლე იყოს. ამიტომაც გვწამს, რომ ღმერთი, რომელსაც "არა ნებავს სიკუდილი უთნოისაი", არამედ "მოქცევაი მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაი მისი" (ეზეკ. 33:11), რომელმაც "შეიყუარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი" (იოანე 13:1), არ დაუშვებს თავისი ქმნილების სრულ წარწყმედას, რომელიც ატარებს მის ხატს, არამედ როგორც კაცთმოყვარე შეიწყალებს და აცხოვნებს თვით წარმართთაც კი (Гладкий И.К. Вера и Разум. Харьков, 1911. № 9. С. 289).
ჟურნალ "Вера и Разум"-
რაში მდგომარეობს ეკლესიის სიწმიდე? რას გულისხმობს მისი საყოველთაოობა? რას ნიშნავს, რომ ეკლესია არის სამოციქულო? როდის, რომელ მომენტში დაფუძნდა ეკლესია? როგორი მოცულობით გაიგება ეკლესიის საყოველთაოობა? ყველა ამ შეკითხვაზე ოფიციალური ეკლესიის ღვთისმეტყველები და მწერლები იძლევიან სრულიად განსხვავებულ და ურთიერთსაპირისპირო პასუხებს.
ერთნი ეკლესიის სიწმიდეს ხედავენ მხოლოდ საეკლესიო საიდუმლობებსა და მათში მოქმედ სულიწმიდის მადლში; სხვები ეკლესიის სიწმიდეს მიაწერენ იერარქიას, რომელსაც გააჩნია საიდუმლოთა აღსრულების უფლებამოსილება და წარმოადგენენ მხოლოდ საშუალებას კურთხევის გადაცემისა. მესამენი ეკლესიის სიწმიდეს ხედავენ თვით ეკლესიის ცხოვრებაში, მის ღვაწლში, მსახურებაში, ბოროტებასა და ცოდვასთან ბრძოლაში.
ასეთივე მრავალფეროვნებაა საყოველთაოობის განსაზღვრისას. ეკლესიის საყოველთაოობის ნიშანი, ამბობენ მისიონერები, მდგომარეობს სხვადასხვა ეროვნების ერთობლიობაში, რომლებიც ეკლესიის შემადგენლობაში შედიან და არიან მისი სხეულის ნაწილები. საკმარისია ეკლესია დარჩეს მხოლოდ ერთი რომელიმე ხალხის ამარა – ის იმწუთასვე დაკარგავს საყოველთაოობის თვისებას. მაშ, იბადება კითხვა, რამდენი ეროვნება უნდა შედიოდეს ეკლესიის შემადგენლობაში, რათა ის სრულიად საყოველთაოო იყოს, – ამას მისიონერები არ განმარტავენ. ზოგიერთ ღვთისმეტყველს საყოველთაოობა ეკლესიის, მისი ყველა წევრის, ცხოვრებისა და სინამდვილის კრებითი მმართველობა ჰგონია.
თვით გაბატონებული ეკლესიასთან დაკავშირებითაც მის ღვთისმეტყველთა შორის სერიოზული აზრთა სხვაობა არსებობს. არის თუ არა ის საყოველთაო ეკლესია თუკი მასში ორი საუკუნის განმავლობაში არ არსებობდა კრებითი მმართველობა? ერთნი ამტკიცებენ, რომ მისი კრებითობა გამოიხატება მმართველ სინოდში. როდესაც 1903 წ. "მოსკოვის უწყებანში" ("Московских Ведомостях") გამოჩნდა ცნობილი ლევ ტიხომიროვის სტატიების სერია, რომელიც სინოდალური რეგლამენტის საფუძველზე და სინოდის მდგომარეობაზე მთელ რიგ სახელმწიფო დაწესებულებებში, ამტკიცებდა რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სინოდის გაიგივება კრებასთან და კრებითობასთან, "მისიონერული მიმოხილვა" ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ის, პირიქით, ამტკიცებდა, რომ რუსული ეკლესიის სინოდი და სინოდალური მმართველობა არის კიდევაც ეკლესიის წყობა. უკეთესი მმართველობის მოფიქრება არც კი შეიძლება.
გაბატონებული ეკლესიის სხვა წარმომადგენლები გულწრფელად აღიარებენ, რომ რუსული მმართველი სინოდი – არის მხოლოდ კრებითობის პაროდია და გაბატონებულ ეკლესიას არაფერი აქვს საერთო კრებითობასთან. "ჩვენი წყობა არადამაკმაყოფილებელია და უკანონო – ამაზე ორი აზრი შეუძლებელია არსებობდეს, – ნათქვამია ეპისკოპოს ევდოკიმეს შესანიშნავ წიგნში "На заре церковной жизни", მის დაცვას მხოლოდ ოფიციალური სახაზინო აპოლოგეტები თუ იკისრებენ.
ის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საკრებო წყობას, რომ ჩვენი ეკლესია უნდა გათავისუფლდეს საერო ზეგავლენისგან – ეს იცის ნებისმიერმა გონიერმა და ჩვენი ეკლესიისადმი თანაგრძნობით გამსჭვალულმა ადამიანმა. პეტრესეული რეფორმის ცუდი მხარე იმაში კი არ არის, რომ მან გაანადგურა საპატრიარქო ინსტიტუტი და დააფუძნა სინოდი, არამედ უმთავრესში, კერძოდ იმაში, რომ მან გააუქმა ეკლესიის ძველი და კანონიერი წყობა, რომელსაც არაფერი აქვს სინოდალურ წყობასთან ეტიმოლოგიური თვისების გარდა, რითაც ხშირად მანიპულირებენ ოფიციალური ღმრთისმეტყველები იმისთვის, რათა სინოდალური წყობა გაამართლონ.
"ჩვენ სრულიად კანონიკური საეკლესიო წყობა გვაქვსო, -
მისიონერთა უმეტესობას ეკლესიის სამოციქულოობა იერარქთა უწყვეტობად ესმის, რომელთაც გააჩნიათ სამოციქულო ქიროტონია. ისინი ამ სამოციქულო მემკვიდრეობას მწვალებლებთანაც აღიარებენ. მაგრამ არიან მისიონერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეკლესიის სამოციქულოობის თვისებაში უნდა ვიგულისხმოთ არა იერარქთა გარეგანი მემკვიდრეობითობა, არამედ შინაგანი უწყვეტი კავშირი ეკლესიისა მოციქულთა სწავლებასთან და გადმოცემასთან. მთელია ეს კავშირი – მაშასადამე ეკლესია იცავს თავის სამოციქულო წარმომავლობას. ამ კავშირის გარეშე ის არ შეიძლება იყოს სამოციქულო. ამიტომაც არცერთი მწვალებლური საზოგადოება, რომელმაც კავშირი გაწყვიტა ეკლესიასთან, მის სწავლებასთან და გადმოცემასთან, არ შეიძლება იყოს სამოციქულო.
აკადემიური ღვთისმეტყველები ასწავლიან, რომ ახალაღთქმისეული ეკლესიამ თავისი დასაბამი მიიღო ჯვარზე. ქრისტემ ის შექმნა გოლგოთაზე თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით. სხვაგვარად ასწავლიან მისიონერები. ისინი ამბობენ, რომ ეკლესია დასაბამს იღებს სულთმოფენობიდან და რომ მის საძირკველს წარმოადგენენ მოციქულები, რომლებმაც ამ დღეს მიიღეს სულიწმიდის განსაკუთრებული ნიჭები, რომლებიც როგორც ერთგვარ საცავში ინახება მათ მემკვიდრეებში. როგორც კი დაიმტვრევა ეს ჭურჭელი ან დაბინძურდება – სულიწმიდა გაშორდება ეკლესიას.
საკითხზე, -
როგორი ზიზღითა და ღვარძლით დასცინიან ისინი ძველმოწესეობას, როდესაც ლაპარაკობენ მის წარსულ მდგომარეობაზე, როდესაც მათ არ ჰყავდათ ეპისკოპოსი! ლაპარაკობდნენ, რომ ამ ვითარებაში ძველმოწესეები დამოკიდებულნი იყვნენ მწვალებლებზე, კადნიერად ადარებდნენ შემოერთებულ მღვდლებს უკანონოდ შობილ ყრმებს, ეკლესიას უწოდებდნენ მეძავს, რომელმაც სხვა ეკლესიის ეპისკოპოსებთან იმრუშა და ა. შ. მაგრამ როდესაც იმავე მისიონერებს უწევთ საკუთარი ეკლესიის საკითხების გადაწყვეტა – არის თუ არა ის საყოველთაო და აქვს თუ არა მას უფლება მოიწვიოს მსოფლიო კრება, -
განა ეს საცოდაობა არ არის? გამუდმებით გრძნობდე, რომ დამოკიდებული ხარ ერეტიკოსებზე; რომ ხარ უუფლებო და უძლური; რომ არ იწოდები საყოველთაო ეკლესიად – რა შეიძლება იყოს ამ ტრაგედიაზე უმეტესი? ამას კიდევ ის უნდა მივუმატოთ, რომ მათ ეკლესიის კრებითობაც კარგა ხანია დაკარგეს. კრებითობის გარეშე კი არც მართლმადიდებლობა არსებობს და არც ჭეშმარიტი ქრისტეანობა.
პროფ. ნ. თ. კაპტერევი გადმოგვცემს, როგორ შეხედულებას ადგანან საყოველთაოობაზე და კრებითობაზე აღმოსავლელი პატრიარქები. "ჩვენ ვიყავითო, – ამბობს ის, – კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოაკიმესთან. ოფიციალური მიღების შემდეგ იოაკიმემ ჩვენ (რექტორები და პროფესორები) მიგვიწვია თავის კაბინეტში, სადაც უპირველესად დავუსვით შეკითხვა კრებითობაზე და ეკლესიის მმართველობაზე: არის თუ არა კრებითობა აუცილებელი პირობა საერთოდ საეკლესიო-
6. არა მხოლოდ ერთობასთან, სიწმიდესთან, კრებითობასთან და ეკლესიის სამოციქულოობასთან დაკავშირებით განსხვავდება გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა და მისიონერთა შეხედულებები, მათ დღემდე ვერ შეუმუშავებიათ ერთი განსაზღვრული შეხედულება საერთოდ ეკლესიაზე. გაეცანით საკითხთა პროგრამას, რომელიც განიხილებოდა კიევში გამართულ მისიონერულ ყრილობაზე. იქ, სხვათა შორის, ვპოულობთ ასეთ საკითხებსაც: "ძველმოწესეობრივ განხეთქილებასთან დაკავშირებით: 1) ჭეშმარიტი ეკლესიის ცნება და მთელ მის სისრულეში მისი დაფუძნების დრო (გადავამოწმოთ ძველი საკითხი) და 2) როგორი თვალსაზრისით გავიგოთ "ეკლესია" გამოთქმაში: "უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინოს" (Колокол. № 659).
განა უცნაური არ არის ვხედავდეთ ასეთ საკითხებს სრულიად რუსეთის მისიონერული ყრილობის დღის წესრიგში? არადა ამ საკითხების ადგილი არის საშუალო სკოლების სახელმძღვანელოებში და მცირეწლოვანთა კატეხიზმოებშია. მისიონერები კი შეკრიბეს ყრილობაზე, როგორც მოწაფეები გამოცდაზე. 250 წელი განუმარტავდნენ ისინი ძველმოწესეებს ქრისტეს ეკლესიის რაობას, ამ თემაზე იმდენი წიგნი დაწერეს, რომ მათ წაკითხვას ერთი კაცის სიცოცხლე არ ეყოფა. და უცებ –ჩვენს დროში, თავში ხელი წამოირტყეს: კი მაგრამ რას ნიშნავს ქრისტეს ეკლესია? ასწლეულების განმავლობაში უმტკიცებდნენ ძველმორწმუნეებს, რომ სახარებისეულ გამოთქმაში "უკუეთუ ეკლესიისაც არ ისმინოს", სიტყვა "ეკლესიაში" სხვა არავინ უნდა იგულისხმონ თუ არა იერარქია. სახარების სწორედ ამ ადგილზე აფუძნებდნენ "ამხელდნენ" ისინი ძველმოწესეებს ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობაში. ახლა კი თითქოსდა გონს მოეგნენო და გადაწყვიტეს გაარკვიონ: სწორად ესმით თუ არა ქრისტეს სიტყვები? მათივე აღიარებით, ჯერ კიდევ სწორად ვერ გაუგიათ სახარება. კარგი მასწავლებლები არიან – ვერაფერს იტყვი! 700 მისიონერზე მეტი იმტვრევდა თავს კიევში გამართულ ყრილობაზე ამ საკითზე და მაინც ვერ გადაწყვიტეს. მათ ამის ძალ არ შესწევთ. კიევიდან ისე დაიშალნენ, "ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის რაობა" ვერ გაურკვევიათ.
ჩვენს მიერ დამოწმებული მღვდელ-
ასე დაბორიალობენ მისიონერები სამ ნაძვს შორის და სხვისი დახმარების გარეშე გასასვლელი ვერ უპოვიათ. საწყალი, უმწეო ადამიანები, არადა როგორი მედიდურობით ყვირიან, რომ ღვთიურ ჭეშმარიტებას ფლობენ, რომ ისინი არიან ეკლესიის ნამდვილი მნათობები, რომლებიც დაბნეულთ გზას უნათებენ. ეს ყვირილი კიდევ უფრო წარმოაჩენს მათ უმწეობას. უნებლიედ გეცოდება კიდეც, უმწეონი და უილაჯონი.