ფ. მელნიკოვი
გზააბნეული ღვთისმეტყველება
თავი X
მირონცხების შესახებ
მირონცხების შესახებ
ისევე, როგორც ნათლისღებასთან დაკავშირებით, მირონცხებაზეც გაბატონებულ ეკლესიის ღვთისმეტყველებსა და მისიონერებს სრულიად ურთიერთგამომრიცხავი და საპირისპირო სწავლებები გააჩნიათ.
1. "მირონცხება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნეს, სხეულის ნაწილთა ნაკურთხი მირონის ცხებით, ეძლევა ნიჭნი სულისა წმიდისა, აღმაღორძინებელი და განმაძლიერებელი სულიერ ცხოვრებაში". ასე ასწავლის "ვრცელი კატეხიზმო" (გამოც. 70-ე, გვ. 54) (შეად. ქართ. "სახელმძღვანელოს" მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბ. 1990 წ. გვ. 66-67).
ახალმოწესეთა სხვა კანონიკურ წიგნში მირონცხების შესახებ ნათქვამია: "ამ საიდუმლოსგან წარმოიშვება ასეთი ნაყოფი: ჯერ-ერთი, როგორც ნათლისღებით ხელახლა ვიშვებით, ასევე წმიდა მირონცხებით ვხდებით თანამოზიარენი სულიწმიდისა, ვმტკიცდებით უფლის სარწმუნოებაში და წარვემატებით ღმრთის მადლში, მოციქულის სიტყვისამებრ: "მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ" (ტიტ. 3:5, 6). მეორეც, სულიწმიდის ძალით იმდენად განვმტკიცდებით, რომ სულიერ მტერს ვეღარ ძალუძს ჩვენი სულისთვის რაიმე ზიანის მოყენება. ეს საიდუმლო არ მეორდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქრისტეს სახელის უარმყოფელნი კვლავ მოექცევიან მართლმადიდებლობისკენ" (Православное исповедание. Ответ на 105-й вопрос. С. 68-69).
აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია მირონცხებით, - რომელიც არის მადლმოსილი ქმედება, რომელიც ადამიანს რწმენასა და სულიერ ცხოვრებაში განამტკიცებს, - შესაძლებლად და საჭიროდაც კი მიიჩნევს მიიღოს ის სასულიერო პირები, რომლებიც მართლმადიდებლობას სხვა აღმსარებლობებიდან უერთდებიან.
"1860 წელს კონსტანტინოპოლში შეკრებილმა ოთხმა აღმოსავლელმა პატრიარქმა, - ნათქვამია "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში", - უფლება მისცა უნიატებს ჰქონოდათ საკუთარი ტაძრები მათი ეპისკოპოსების განკარგულების ქვეშ და უნიატი პრესვიტერებიც კი კანონიერად აღიარა, ყოველგვარი განმეორებითი ხელდასხმების გარეშე. მაგრამ, იმავდროულად განსაზღვრა, რათა უნიატთა ეპისკოპოსები, რომლებიც მათი სურვილისამებრ იქნებოდნენ არჩეულნი, დაქვემდებარებოდნენ იმ საყდრის პატრიარქს, რომელსაც საკუთარი კათედრის ადგილმდებარეობის მიხედვით განეკუთვნებოდნენ. უნიატები არ მერყეობდნენ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთებაში, რაც საზეიმოდ აღესრულა კიდეც 1860 წლის 29 ნოემბერს და მართლმადიდებლურ ეკლესიას გრეკო-უნიატთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა. ამით უნია საკმაოდ შესუსტდა. მამა ივან ჰაბიბიმ და მამა გაბრიელ ჟიბარამ მიიღეს მირონცხება და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეერთების ნიშნად, პატრ. იოაკიმესთან ერთად ერთობლივი ლიტურგიაც აღასრულა. ანტიოქიის პატრიარქმა პირველს (მამა ივან ჰაბიბის - მთარგმნ.)ანტიოქიის საყდრის არქიმანდრიტის ხარისხი უბოძა, ხოლო მეორეს (გაბრიელ ჟიბარას - მთარგმნ.) ალექსანდრიის პატრიარქმა ასევე მიუბოძა ალექსანდრიის საყდრის არქიმანდრიტობა" (Воссоединение униатов в Сирии и Египте // Православное Обозрение. 1863. Т. XI. С. 295).
ამ სასულიერო პირებზე მირონცხების ჩატარება და მათთვის სასულიერო ხარისხების შენარჩუნება აღმოსავლელი პატრიარქების მიერ გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯი კი არ იყო, არამედ, გამომდინარეობდა აღმოსავლური ეკლესიის იმ ღრმა შეგნებისა და რწმენისგან, რომ მირონცხების საიდუმლო ნამდვილად ანიჭებს მირონცხებად პირს ღვთის მადლს და ჭეშმარიტად არის სულიწმიდის ბეჭედი. ბერძნულ-აღმოსავლურ ეკლესიასთან უნიატ იერარქთა შეერთების გამო მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი თავის დროს წერდა: "ორგვარ მოქმედებას ვხედავთ ჩვენ დღეს ბერძნულ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მკაცრი დამოკიდებულებით, ის ლათინობიდან გადმოსულებს თავიდან ნათლავს. მაგრამ, ამასწინათ ორი მელქიტელი მღვდელი საკუთარ წიაღში შეიერთა მირონცხებით, სასულიერო ხარისხთა შენარჩუნებით" (Собрание мнений и отзывов м. Филарета. М., 1887. Т. V Ч. 1. С. 284). ბევრი ყოფილა შემთხვევა, როდესაც შემოერთებულ სასულიერო პირებს საკუთარ ხარისხებს უნარჩუნებდნენ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც" (О них см. в кн. епископа старообрядческого Иннокентия: “О миропомазании священнослужителей”. С. 64-66). ისინი მოწმობენ, რომ რუსეთის ეკლესიაც უყურებდა მირონცხებას არა როგორც ისეთ აქტს, რომელიც აუქმებს ქიროტონიას და მირონცხებად პირებს სამღვდლო პატივს აღუხოცავს, არამედ როგორც საიდუმლოს, რომელიც სულიწმიდის ნიჭებით აღბეჭდავს მათ.
მაგრამ, სრულიად სხვაგვარი რწმენა აქვთ მირონცხების შესახებ გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველებსა და მისიონერებს. მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, აცხადებს მღვდელ-მისიონერი, მამა დ. ალექსანდროვი, რომ "მწვალებელი კლერიკოსები, რომლებიც მართლმადიდებლობას უერთდებიან მეორე წეს-განგებით, ანუ მირონცხებით, ხელმეორედ უნდა იქნენ ხელდასხმულნი" (Александров Д. Критический разбор сочинения Усова: “О миропомазании священнослужителей”. С. 1). "ცნობილია, - ამტკიცებს მამა ალექსადნროვი, - რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ მიიჩნევს კანონიკურად და ჭეშმარიტად ძველმოწესეთა სამღვდელოებას, რომელმაც თავისი დასაბამი გამოქცეული ეპისკოპოსის, ამბროსისგან მიიღო (აქ ლაპარაკია ე. წ. "ბელოკრინიცელთა" ეკლესიაზე, რომელსაც ეკუთვნოდა ფ. მელნიკოვიც - მთარგმნ.), რომლიც მოვიდა ძველმოწესეებთან და მათაც, ვითარც მწვალებელი, მიიღეს ის მეორე წეს-განგებით, ანუ მირონცხებით, აქედან კი, "კორმჩაიას" (რუს. დიდი რჯულისკანონი - მთარგმნ.) თანახმად ამბროსი გახდა უბრალო ერისკაცი. მართლმადიდებელი მისიონერები, ძველმოწესეებთან გასაუბრებებში ყოველთვის უთითებდნენ და უთითებენ, რომ ამბროსი გახდა უბრალო ერისკაცი" (იქვე).
დააკვირდით: "მირონცხების შემდეგ" ერისკაცი გახდა, მანამდე კი მიტროპოლიტი იყო. თავისი "განხილვის" ასეულობით გვერდზე, მისიონერი ალექსანდროვი ამ აზრს სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაუთავებლად იმეორებს. "ჩვენი ეკლესია, მასთან შემოერთების დროს, ძველმოწესეთა კლერიკოსებს ღებულობს არა იმავე ხარისხით, რაც თავიანთ ეკლესიაში გააჩნდათ, არამედ, ვითარც ერისკაცებს, რადგან მათი სამღვდელოების მეთაური, მიტრ. ამბროსი ბელაია კრინიცაში გამოქცეულმა მღვდელმა იერონიმემ მიიღო როგორც მწვალებელი, მეორე ჩინით, მირონცხებით, აქედან კი, "კორმჩაიას" თანახმად (თ. 3, ფურც. 290, მეორე მხარე), ამბროსი გახდა "ერისკაცი". "ჩვენც ამასვე ვამბობთ, რომ მირონცხების შემდეგ მწვალებელ კლერიკოსს ხელი თავიდან უნდა დაესხას" (იქვე. გვ. 3). იგივეს ამტკიცებენ სხვა მისიონერებიც. "მიტროპოლიტი ამბროსი, - ალექსანდროვის დარად ვინმე მისიონერი ნ. გრინიანკინი, - რასკოლში მიიღეს მირონცხებით. სამღვდელმთავრო მადლი მას შეეძლო მიეღო ("კორმჩაიას" თანახმად, იხ. გვ. 293) მხოლოდ ახალი ხელდასხმის შედეგად" (Гринякин Н. // Миссионерское Обозрение. 1908. № 12. С. 1766).
"დიდ რჯულისკანონს" მისიონერები სულ ტყუილ-უბრალოდ იმოწმებენ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ წინამდებარე თხზულების მიზანს გაბატონებული ეკლესიის მისიონერებთან და ღვთისმეტყველებთან პოლემიკა არ წარმოადგენს. ჩვენი მიზანია მხოლოდ მივუთითოთ (და ისიც ზოგადად) გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა შორის არსებულ იმ ურთიერთწინააღმდეგობებზე სარწმუნოებრივ საკითხებში, სადაც, საკუთარი დასკვნებიდან გამომდინარე, ისინი არიან ერეტიკოსები.
აღიარებენ რა, რომ მირონცხება ანადგურებს ქიროტონიას, "შლის" მას, როგორც მისიონერები ამბობენ თავიანთ საჯარო გამოსვლებში ძველმოწესეთა წინააღმდეგ, ისინინ სრულ წინააღმდეგობაში არიან საკუთარ აღმოსავლეთის ეკლესიასთან, რომელიც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, სულ სხვაგვარად უყურებს მირონცხების საიდუმლოს.
მისიონერებს რომ ეთქვათ, მეორე კატეგორიის მწვალებელთა ქიროტონია არ მიიღება, რადგან მათ არ გააჩნიათ მღვდლობაო, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ მისიონერები სწორედ ამას არ ამბობენ, პირიქით, ისინი სრულიად მკაფიოდ და განსაზღვრულად ამტკიცებენ, რომ მეორე კატეგორიის მწვალებელთა კლერიკოსები ერისკაცები ხდებიან სწორედ მირონცხებით. თავიანთ საზოგადოებებში, მწვალებელთა შორის, ეს კლერიკოსები, რომელთაც გააჩნიათ ნამდვილი სამღვდლო ხარისხები, ნამდვილად კლერიკოსები არიან, მაგრამ როგორც კი მათ სცხებენ "მართლმადიდებლურ" მირონს, ისინი უცებ "უბრალო მუჟიკებად" გარდაიქცევიან. ასეთია, მისიონერთა სწავლებით, მირონის თვისება, უფრო სწორედ, მათი, "ნიკონიანური" მირონის თვისება. უგუნურად მიაწერენ ისინი ამ თვისებებს ძველმოწესეთა მირონსაც. ხოლო ყველა სხვა მირონებს, სადაც უნდა ჰქონდეთ იგი, გაბატონებული ეკლესიის მისიონერები და ღვთისმეტყველები მირონის ამ გამანადგურებელ თვისებას როდი ცნობენ. ცნობილია, მაგალითად, რომ რომის ეკლესიაში ხელდასხმა იერარქიულ ხარისხებში აღესრულება მირონცხებით. ნიკოლოზ კავასილა, თესალონიკის არქიეპისკოპოსი ბრძანებს: "ლათინთა ეკლესიაში მღვდლის ხელდასხმა წარმოებს ისე, რომ ხელდასასხმელი კანდიდატის თავზე მირონის დასხმის შემდეგ, საიდუმლოს აღმასრულებელი მასზე სულიწმიდის მადლის უხვად გადმოღვრაზე ლოცულობს" (Писания свв. отец и учителей Церкви. Т. III. Гл. 29. С. 362).
ნეტარი სიმეონ თესალონიკელი აცხადებს: "ლათინებმა შემოიტანეს ხელდასხმის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ისინი ქიროტონიის დროს ძველი სჯულის მიხედვით იცხებენ მირონს და ხელდასხმებსაც საკურთხეველთან არ აღასრულებენ" (Писания... Т. II. Гл. 43. С. 90).
ნიკონის "Скрижаль"-იც ("ფილაქანი") მოწმობს: "დასავლეთის ეკლესიაში, როდესაც სამღვდელმთავრო ხელდასხმა მიმდინარეობს, მირონს დაასხამენ ხელდასასხმელს, ხოლო ხელდამსხმელი ლოცულობს რათა ხელდასასახმელ კანდიდატზე უხვად გადმოიღვაროს სულიწმიდის მადლი" (Скрижаль. Гл. 102. С. 486, 487 первого счета).
ასე აღესრულება ქიროტონია ძველკათოლიკეებთანაც. წიგნში "ძველკათოლიციზმი", ეპისკოპოს რეიკენსის (XIII ს.) ხელდასხმის შესახებ ნათქვამია: "შემდეგ ხელდასასხმელი კანდიდატი ავიდა საკურთხეველში და იქიდან მიტრითა და საეპისკოპოსო კვერთხით დაბრუნებულმა მუხლი მოიყარა ხელდამსხმელის წინაშე, რომელიც ლოცვის "venikreator" გალობის დროს, ჰარლემისა და უტრეხტის გენერალ-ვიკარიუსთან ერთად ხელი დაასა მას სიტყვებით: "AssipeSpiritumsanctum" (რაც ნიშნავს "ღვთაებრივი მადლი" და შემდგ.). ამის შემდეგ წაიკითხეს ლოცვები, რომლებიც რომაულ-კათოლიკური წეს-განგების მიხედვით არის განწესებული, მირონცხეს ხელდასასხმელს შუბლზე, თავის ირგვლივ, ორივე ხელისგულზე და ორივე ხელის დიდ თითებზე, მისცეს სახარება, სამწყემსმთავრო კვერთხი და ბეჭედი" (гл. 2, с. 154).
მაგრამ, ლათინთა და ძველკათოლიკეთა ხელდასხმას გაბატონებული ეკლესია არა თუ აღიარებს, არამედ მადლმოსილადაც კი მიიჩნევს. ცხადია, ლათინური და ძველკათოლიკური მირონცხება მღვდლობის გამანადგურებელი ძალას არ ფლობს. ასეთი უნარი მას მხოლოდ გაბატონებულ ეკლესიაში გააცნია. 1667 წლის საკრებო მსჯავრის მიხედვით, ლათინები არიან მეორე კატეგორიის მწვალებლები, ანუ ისინი მართლმადიდებლობისკენ გადმოსვლის შემთვევაში ექვემდებარებიან მირონცხებას. კრებამ დააწესა მათი მირონცხება. "თანხმიერად დავაწესეთ ყველამ, - სჯულმდებლობს კრება, - რომ არ ეგების ლათინთა გადანათვლა, არამედ იმის შემდეგ, რაც დასწყევლიან საკუთარ მწვალებლობებს, აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და დადებენ ხელწერილს, რომლის შემდეგ სცხებენ მათ წმიდასა და დიდ მირონს, აზიარებენ მათ და ასე შემოუერთებენ წმიდა, სამოციქულო და აღმოსავლეთის ეკლესიას" (Деяния соборов 1666-1667 гг. Л. 74 второго счета).
ამ განწესების მიხედვით, ჯეროვანი იყო ლათინობიდან გადმოსულ სასულიერო პირებიც მირონცხებულიყვნენ, მაგრამ მათზე ამ საიდუმლოს არ ატარებენ. არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ხომ "წაიშლება" ქიროტონია და ისინი ერისკაცებად გარდაიქცევიან.
საინტერესო ისაა, რომ გაბატონებული ეკლესია ცნობს პირველი კატეგორიის მწვალებელთა ქიროტონიებსაც კი. მაგალითად, 1655 წლის მოსკოვის კრებამ ანგლიკანები აღიარა პირველი კატეგორიის მწვალებლებად, რომლებიც ექვემდებარებიან თავიდან ნათლობას. "კრების მამებმა განაცხადეს, - ნათქვამია "მიტრ. მაკარის "ისტორიაში", - რომ პოლონელთა ხელმეორედ ნათლობა არაკანონიერია... რადგან პოლონელებს სწამთ და ნათლავენ წმ. სამების სახელით, და არცთუ დიდად განსხვავდებიან ჩვენგან, როგორც სხვა ერეტიკოსები, მაგალითად, ლუთერანები, შვედები, ინგლისელები, უნგრელები და სხვა ფრანგული სექტების წარმომადგენლები, რომლებიც არ იცავენ მარხვებს, თაყვანს არ სცემენ ხატებს, არ იწერენ პირჯვარს და ა. შ." (Макарий (Булгаков). История....Т. XII. С. 174). ხოლო ანგლიკანელი კლერიკოსის მირონცხებას, რომელიც თავიდან უნდა მოინათლოს, გაბატონებული ეკლესისა ვერ ბედავს. როგორ, ხომ გაუქმდა მაშინ მათი ქიროტონია?!
აბსოლუტურად უარყოფითად ეპყრობა გაბატონებული, სინოდალური ეკლესია ძველმოწესეთა იერარქიას. აღიარებს რა დედამიწაზე არსებულ ყველა მწვალებლურ საზოგადოებათა იერარქიას ქმედითად და მისაღებად, გაბატონებული ეკლესია გამონაკლისს მხოლოდ ძველმოწესეთა ეკლესიისთვის აკეთებს. მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტი მღვდლობა სძულს მას. ბოლო წლებში სინოდალურმა მისიონერებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ თვით ძველმოწესეთა იერარქიის სინამდვილეს, რომელიც ესოდენ სძულთ მას, ბოლოს და ბოლოს, გაბატონებული ეკლესია აღიარებს. "ამჯერად ის, - ადასტურებს რიაზანის ეპარქიალური მისიონერი ი. პ. სტროევი, - ძველმართლმადიდებლურ კლერიკოსებს ღებულობს მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით, თანაც მათი კლერიკოსებისა და მღვდლების ხარისხებს არ აღიარებს. მაგრამ თუ ძველმოწესეები გონს მოვლენ და წმ. ეკლესიასთან შერიგებას მოინდომებენ, მაშინ ეკლესია მათ მირონს არ სცხებს, არამედ მიიღებს მათ სინანულს და მათ კლერიკოსებსა და მღვდლებს ამჟამინდელ ხარისხებსაც დაუტოვებს" (Миссионерский Сборник. 1906. С. 495).
დააკვირდით ფრაზას: "ამჟამინდელ ხარისხებს". სასულიერო ხარისხები ძველმართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ახლაც გააჩნიათ, ოღონდ გაბატონებული ეკლესიის მირონი მათ ანადგურებს. არ წაისვათ მათი მირონი და ხარისხები ხელუხლებელი დარჩება. როგორი ველური მირონია, არა? ასეთი მირონი, ამგვარი გასაოცარი თვისებებით, რომელიც ფერფლად აქცევს ქიროტონიას, არსად, არასდროს, არავის არ ჰქონია. არც ძველმა ეკლესიამ იცის რამე ამგვარი მირონის შესახებ. რამდენი მწვალებლობა ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, რამდენი უაზრობა, სიბრიყვე და მკრეხელობა უქადაგიათ ერეტიკოსებს, მაგრამ ისინიც კი ვერ მივიდნენ იმ გამაოგნებელ აღმოჩენამდე, რომ მირონი ქიროტონიას ანადგურებს. ჯოჯოხეთის ბჭესაც კი შეშურდება ნიკონიანელთა გამოგონება. მღვდლობა მარადიულია და მისი განადგურება შეუძლებელია და "ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოერევიანო" - ასწავლის წმ. ეკლესია. არაფერიც, შეგეწინააღმდეგებიან მისიონერები, წაისვით ჩვენი მირონი და ნახავთ თქვენი მღვდლობიდან რაღა დარჩეს.
მირონი, მისიონერთა სწავლების მიხედვით, არის იერარქიასთან ბრძოლის იარაღი. მათ უყვართ უწოდონ ქიროტონიას მღვდლობის მადლი. მაგრამ საკმარისია ამ მადლს მირონით შეეხო და ის გაქრეს, "ვითარც კვამლი". მირონი, მისიონერთა გაგებით, არა თუ მადლს არ ანიჭებს მირონცხებად ადამიანს, პირიქით, ჩამორეცხავს მადლს, შლის და წარხოცს მას უკანასკნელ წვეთამდეც კი. ის არ არის სულიწმიდის ბეჭედი, არამედ ერთგვარი მღვდლობის სიკვდილი, იმ შხამისა თუ მომწამვლელი ნივთიერების მსგავსი, რომელთაც აწერია: "სიკვდილი ტარაკნებს", ან "სიკვდილი ბუზებს".
რა შეიძლება იყოს იმაზე დანაშაულებრივი და მკრეხელური მირონს მიანიჭო ამგვარი თვისებები! გაბატონებული ეკლესიის აკადემიური ღვთისმეტყველები ასწავლიან, რომ მღვდლობის ნიჭი, ნათლობის მსგავსად, აღუხოცელია. რაც გინდათ ის უყავით ჭეშმარიტად მონათლულ ადამიანს, გადაეცით როგორსაც გინდათ ანათემას, გაუშვით ის ჯოჯოხეთის ფსკერზე, ნათლობის ბეჭედი მაინც აღუტეხელია. უკიდურესი ღმრთისმგმობელიც რომ იყოს, მაინც მონათლული იქნეაბ. "ასევე, - ბრძანებენ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები, - ხელდასხმაც ნათლობის დარად აღუტეხელია, და არ მეორდება განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო" (Сильвестр, еп. Опыт ... Т. IV. С. 372). და მას ვერაფერი გაანადგურებს: ვერც ანათემა, ვერც ღმრთისგან განდგომა, ვერც სხვა რამე. პირველჩინოსანი მწვალებლობებს, გაბატონებული ეკლესიის სწავლებით, არ ძალუძთ მემკვიდრეობითი ქიროტონიის აღხოცვა ერეტიკოსებში. მხოლოდ ერთ მირონსღა შეუძლია ნაცარტუტად აქციოს როგორიც გინდათ ქიროტონია, მისი დამფუძნებელივით მთლად უბიწო და წმინდაც რომ იყოს.
საკუთარ მირონზე მისიონერთა შეხედულების მიხედვით, ის არის რაღაც საშინელი რამ, ვიდრე ყველა ანათემა და ყველა ღმრთისგანდგომილება ერთად აღებული. როგორ სამარცხვინოდაც უნდა იქცეოდეს მღვდელმსახური, როგორი გამაოგნებელი დანაშაულობანიც უნდა ჩაიდინოს, გინდა სასიკვდილო ცოდვა იყოს ეს ან მასზე უარესიც, მღვდლობის მადლი აღუტეხელად დარჩება მასზე. დაწვით კოცონზე ასეთი ადამიანი, დაჩეხეთ ნაწილ-ნაწილ, - ესეც კი ვერ გაანადგურებს მასზე მღვდლობის ხარისხს. ჩააგდეთ ყველაზე ამყრალებულ კლოაკაში - ვერ აღხოცავს ის ქიროტონიას... მაგრამ, აბა ერთი წაუსვით მისიონერთა ეკლესიის მირონი... ეს სრულიად საკმარისია, რათა ერთ წამში მღვდელი ერისკაცად რომ გადაიქცეს. მირონი, როგორც რაღაც ჯადოქრული ნივთიერება, მომენტალურად მოხსნის მღვდელმსახურიდან მის სასულიერო ხარისხს. აი, როგორი მომწამვლელ მნიშვნელობას ანიჭებენ მისიონერები თავიანთ მირონს. ის არის სიკვდილზე უსაშინელესი, და ყველა საწამლავზე უარესი.
ძველ ეკლესიაში ზოგჯერ აღასრულებდნენ მეტად მძიმე და რთულ წესს სასულიერო პირის დამხობისა. ახლა ეს წესი შეიძლება გამარტივდეს. საკმარისია, პატივაყრის ღირს სასულიერო პირს საკმარისია წაუსვათ მირონი, მისგან სასულიერო ღირსება წამში განქარდეს. სინოდალური ეკლესიის აკადემიური ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ სასულიერო ხარისხისგან დამხობილი პირი მაინც ხელდასხმის მქონედ რჩება. მასში მაინც მოქმედებს მღვდლობის მადლი, მას ჩამორთმეული აქვს მღვდელმსახურის უფლებები, მაგრამ ის უბრალო ერისკაცი როდია, ის არის პატივაყრილი მღვდელმსახური. დამხობილი მღვდლებს არასოდეს თავიდან არ ხელს არ დაასხამდნენ. მწვალებლობიდან მოქცევის შემთხვევაში, მათში აღიარებდნენ მღვდლობას და საიდუმლოს აღსრულების ქმედითობას. "ეკლესიის წმ. მამები და მოძღვრები, როგორც მნათობნი, რომლებიც სხვადასხვა დროს ბრწყინავდნენ და ყოველივე განამშვენეს ეკლესიაში კაცთა საცხოვნებლად, დასაშვებად მიიჩნევდნენ მწვალებლობიდან მოქცეული კლერიკოსები მიეღოთ იმავე ხარისხში, რა ხარისხებიც მათ თავიანთ მწვალებლურ საზოგადოებებში მიიღეს. როდესაც არცთუ იშვიათად ამგვარ მწვალებლებს შემოუერთებდნენ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონათლულები და ხელდასხმულები იყვნენ კრებითად ანათემირებულ და დამხობილ ერეტიკოსთა მიერ, ყურადღებას აქცევდნენ საიდუმლოთა შესრულების კანონიკურობას და სისწორეს (რადგან "არ არის მონათლული ის, ვინც არ ინათლება ისე, როგორც გადმოგვეცა", ბრძანებს წმ. ბასილი დიდი) და შედეგად, მათშიც სულიწმიდის ამ სპეციალურ ნიჭთა აღუხოცელობას და სინამდვილეს აღიარებდნენ" (К истории вопроса о принятии схизматиков в православную Церковь. М., 1892. С. 23). თვით კრებითად დამხობასა და პატივაყრასაც კი, აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლებით, არ ძალუძს წაართვას ხელდასხმულს მღვდლობის ნიჭი. აი, გაბატონებული ეკლესიის მირონცხება კი ნებისმიერ დამხობასა და ანათემაზე უფრო ქმედითია. ის, მისიონერთა გაგებით, მღვდელს პირველყოფილ ერისკაცად გარდააქცევს, და მას ყოფილი ქიროტონიის უმცირეს კვალსაც კი არ დაუტოვებს. ადამიანის გადაგვარების აი როგორი უნარი აქვს გაბატონებული ეკლესიის მირონს. ამ უჩვეულო თვისებით გამოირჩევა მხოლოდ მისი მირონი.
თავიანთი სწავლებით, რომლის მიხედვითაც მირონცხება ანადგურებს ქიროტონიას, მისიონერებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს გაბატონებული ეკლესიის მთელ სამღვდელოებას. ჯერ კიდევ პატრიარქ ნიკონის დროს იყო ის უკვე "წაშლილი". აი, რას ვკითხულობთ ამის შესახებ: "ვნების შვიდეული. ამ დღეებს რუსი მართლმადიდებელი ქრისტეანები ლოცვებსა და მეტანიებში ატარებდნენ. დიდ ოთხშაბათს პატრიარქმა (მაკარი ანტიოქიელმა) ყველას მიუტევა, ხოლო დიდ ოთხშაბათს მან შეასრულა მირონის კურთხევის საიდუმლო... აქ, პატრიარქმა ნიკონმა ჰკითხა მაკარის: სწორად სრულდებოდა თუ არა ეს წესი? პატრიარქმა მაკარიმ მხოლოდ შენიშნა, რომ საჭირო იყო ღვინის დასხმა ზეთზე... ნიკონი დაეთანხმა ამ შენიშნვას... ორივე პატრიარქი ჩამოვიდა ამბიონიდან და მიუახლოვდნენ ზეთით სავსე ჭურჭელს, დანარჩენ მღვდელმთავრებს მათ თავებს ზემოთ ეპყრათ გახსნილი სახარება. ნიკონმა დიდი ვერცხლის კოვზით მირონს მოურია, თანაც ჩაუშვა ის ფსკერამდე, რათა კურთხევით, ასე ვთქვათ, გამსჭვალულიყო მთელი მასა... ორივე პატრიარქმა ერთმანეთს სცხეს მირონი, შემდეგ კი დაიწყეს ყველა იქ მყოფთა მირონცხება, მღვდელმთავრებიდან დაწყებული..." (Чтения в Императорском Обществе Истории и Древностей Российских. М., 1871. Кн. 3, июль—сентябрь. С. 54-55).
ამ მირონცხებას პატრიარქები ნიკონი და მაკარი, ასევე ყველა რუსი მღვდელმთავარი "უბრალო მუჟიკებად" უნდა გარდაექცია. ბელოკრინიცელი მიტროპოლიტის, ამბროსის მირონცხებაზე, გაბატონებული ეკლესიის მისიონერები ამბობენ ზოგჯერ, რო ის იყო ნაცხები "უბრალო ზეთით". ეს კი ავალდებულებს მათ აღიარონ, რომ ამბროსისგან შეუძლებელი იყო "ჩამორეცხილიყო" ხელდასხმის მადლი. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ზეთს მისიონერები ანიჭებენ სხვაგვარ მნიშვნელობას. მაგრამ ნიკონზე და თავიანთ მღვდელმთავრებზე მათ ამგვარი რამის თქმა არ შეუძლიათ. არადა, ისინი ზეთითი კი არა, ნამდვილი მირონით იყვნენ ნაცხებნი, იმ მირონით, რომელიც, მათივე სწავლებით, ანადგურებს ქიროტონიას.
2. მირონისადმი ასეთი თვისების მინიჭებით, რომლის თანახმადაც ის ანადგურებს სულიწმიდის აღუხოცელ ნიჭებს, მისიონერები ამავდროულად აღიარებენ, რომ მწვალებლურ მირონცხებას გააჩნია უეჭველი სიწმინდე, რომ ის მირონნაცხებ ერეტიკოსს აძლევს წმ. ნიჭებს და რომ მწვალებლურ თემში ის ქრისტეს ეკლესიის საწინააღმდეგოდ როდი აღესრულება, არამედ ამ თემისთვის დამახასიათებელი უფლებით, რომელსაც გაბატონებული ეკლესია აღიარებს. "ეკლესიის მიერ მოქცეულ მწვალებელზე წმ. მირონცხების ნიჭთა აღიარება, - ამბობს მისიონერი სტროევი, - იმაზე უთითებს, რომ ეკლესია აღიარებს მისი თემის მიერ შესრულებულ არა თუ მირონცხებას, არამედ ჭეშმარიტად შესრულებულ ნათლობასაც" (Строев И.П. // Миссионерский Сборник 1906. С. 490).
აქედან ცხადი ხდება, რატომ არ ცხებს მირონს ოფიციალური, გაბატონებული ეკლესია თვით პირველი კატეგორიის მწვალებლობიდან მოქცეულებსაც კი. უპირველეს ყოვლისა, ის აღიარებს, რომ მათ ჯერ კიდევ თავიანთ მწვალებლურ საზოგადოებაში უკვე მიიღეს "წმიდა მირონცხების ბეჭედი". მეორეც, რატომ წაუსვან მათ ასეთი ძლიერმოქმედი მირონი, რომელიც, თავისი თვისებით, გაანადგურებს და ჩამორეცხავს ყველა ადრინდელ "ბეჭდებს". ეს დანაკლისი იქნებოდა თვით გაბატონებული ეკლესიისთვის. სხვა საქმა - ძველმოწესე მღვდელმსახურები. აი, მათ აუცილებლად უნდა წაუსვან მირონი. გაბატონებული ეკლესიის ყველაზე რთული და სერიოზული ამოცანა მდგომარეობს ძველმოწესეთა იერარქიის მიწის პირისგან აღგვაში. მაგრამ რით უნდა აღიგავოს ის პირისაგან მიწისა? მხოლოდ მირონით. ამიტომაც სინოდალური ხელისუფლება შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რათა თუნდაც ძველმართლმადიდებლური იერარქიის ზოგიერთ წარმომადგენელს ჩამორეცხოს სამღვდლო ხარისხი. შესაძლოა მხოლოდ ამაზე გათვლით შექმნეს ასეთი გამანადგურებელი თვისებების მქონედ თავიანთი მირონი გაბატონებული ეკლესიის მისიონერებმა. ასეა თუ ისე, მაგრამ მკრეხელური სწავლება მირონით ქიროტონიის ჩამორეცხვის შესახებ, უარყოფს კატეხიზმურ განსაზღვრებას მირონცხებაზე, როგორც საიდუმლოზე, რომელიც ადამიანებს ამტკიცებს სულიერ მადლმოსილ ცხოვრებაში და ეწინააღმდეგება აღმოსავლეთის ეკლესიის მიერ მის წიაღში შეწყნარებად მწვალებელთა მიღების პრაქტიკას.
3. წინააღმდეგობანი თანამედროვე ღვთისმეტყელთა და მისიონერთა შორის მირონცხების საკითხში კიდევ უფრო შორს მიდის. "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, - ღვთისმეტყველებს ლათინობის შტატიანი მამხილებელი და მღვდელი კ. ოკოლოვიჩი, - მირონცხების საიდუმლო შეიძლება შეასრულონ არა მარტო ეპისკოპოსებმა, არამედ მღვდლებმაც. მხოლოდ მირონის კურთხევის უფლება შედის, ძველი სწავლების თნახმად, ეპისკოპოსის პრეროგატივაში. ხოლო კათოლიკური ეკლესიის სწავლებით, მირონცხების საიდუმლო, რომელსაც ის კონფირმაციას უწოდებს, უნდა შესრულდეს მხოლოდ ეპისკოპოსის მიერ, ქცენძებს კი ამისი უფლება არა აქვთ" (Околович К. Православному народу о католических заблуждениях. С. 1).
ეს ლათინური ცდომილება საკმაოდ საფუძვლიანად არის განხილული ეპ. სილვესტრის "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში": "დასავლეთის ეკლესია, თავისივე, ძველი, სამოციქულო გადმოცემების საწინააღმდეგოდ, არა მარტო მირონის კურთხევა, არამედ მისი ცხებაც მიანიჭა მხოლოდ ეპისკოპოსებს და ამისი უფლება სრულიად ჩამოართვა მღვდელმსახურებს. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, პირდაპირი და გადამწყვეტი ნაბიჯი ჯერ კიდევ IX საუკუნეში გადადგა მან მის მიერ დაშვებულ ფაქტში, როდესაც მისმა ეპისკოპოსებმა ხელახლა სცხეს მირონი ბულგარელებს, რომლებიც მანამდე ბერძენი მღვდლების მიერ იყვნენ მირონნაცხებნი".
"უნდა აღინიშნოს, - განმარტავს ეპისკოპოსი სილვესტრი, - რომ მოგვიანებით თვით რომის ეპისკოპოსებმაც შეიგნეს თავიანთ წინამორბედთა მიუტევებელი შეცდომები და დრო და დრო ცდილობდნენ გამოესწორებინათ იგი. XV საუკუნიდან, მათ მღვდლებსაც მისცეს მირონცხების უფლება, თუმც განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამის შედეგად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის ის გაჩნდა ის სხვაობა, რომ იმ დროს, როდესაც პირველში (ანუ აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში) მღვდლები თვით ქიროტონიის საიდუმლოთი ღებულობენ მირონცხების უფლებას, მეორეში, ანუ ლათინურში, მღვდლები ამის უფლებას ღებულობენ შემთხვევით, ეპისკოპოსთა სპეციალური განკარგულებით, რის გამოც ისინი არიან ამ საიდუმლოს შემთხვევითი ან სპეციალური აღმასრულებლები, მაშინ როდესაც მის მუდმივ შემსრულებლებად, აღიარებულნი არიან მხოლოდ ეპისკოპოსები" (Сильвестр, еп. Указ. соч. С. 457-458).
იგივე ცდომილებით არ არიან დასნებოვნებულნი გაბატონებული ეკლესიის მისიონერები? ვერც ერთ მათ თხზულებაში ვერ იპოვით მართლმადიდებლურ-კანონიკურ აზრს, რომ მირონცხების აღსრულების უფლება მღვდელს ეძლეოდეს ქიროტონიის საიდუმლოში. პირიქით, მისიონერები დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ თავისთავად მღვდლები არაფერს წარმოადგენენ. ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე მათ უფლება არა აქვთ შეასრულონ ნათლობა, მირონცხება და აღსარებაც კი. მხოლოდ ეპისკოპოსის განსაკუთრებული განკარგულების შედეგად ("განსაკუთრებული უფლებამოსილებით", როგორც ბრძანებს სილვესტრი), მღვდლები, მისიონერთა განმარტებით, ღებულობენ მირონცხების უფლებას. ხოლო იქ, სადაც არ არის ეპისკოპოსი, მღვდელს, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია სრულიად კანონიკური ქიროტონია, არ შეუძლია აღასრულოს მირონცხება. "ძველმოწესეებს, - ამბობს სინოდალური მისიონერი კრიუჩკოვი, - 180 წელი არ ჰყავდათ ეპისკოპოსი, შედეგად, მათ არ ჰყავდათ პირები, რომელთაც ექნებოდათ კანონიკური უფლება ეკურთხებინათ მირონი, ამიტომაც მირონცხების საიდუმლო მათთან ვერ შესრულდებოდა", თუმცა მათ ჰყავდათ კანონიკურად ხელდასხმული მღვდლები (“Беседа” Крючкова в Уральске. С. 81). "წმ. მირონცხება, - იმეორებს მამა კრიუჩკოვი, - ეპისკოპოსთა არყოლის გამო, შეუძლებელია შესრულებულიყო" (Там же. С. 80).
ამხელენ რა ლათინებს იმაში, რომ მათ სრულიად უკანონოდ ჩამოართვეს მღვდლებს მათთვის ქიროტონიით მინიჭებული უფლება მირონცხებისა, გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველები კიცხავენ საკუთარ ეკლესიასაც და მის მისიონერებს, რომლებიც დასნებოვნებულნი არიან ლათინთა ცდომილებებით. ისინი აქაც ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს და გამოაქვთ განაჩენი საკუთარ ღვთისმეტყველებასა და სარწმუნოებაზე.
4. ირკუტსკის მისიონერთა ყრილობაზე ერთ ერთმა ტიპიურმა მისიონერმა წამოაყენა წინადადება ძველმოწესეობა გამოცხადებულიყო მწვალებლობად, რადგან ისინი მიჰყვებიან ნივთმორწმუნეობის საშინელ და მეტად მავნე ერესს: ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საეკლესიო ნივთებს - ყოველგვარ ხილულ მხარეს, საწესჩვეულებო რიტუალს. განა ეს მწვალებლობა არ არის, - აღშფოთებით კითხულობდნენ ყრილობაზე მისიონერები. მაგრამ იმავე მისიონერებს უწევთ ძველმოწესეებთან ლაპარაკი მირონის ზეთით გაზავების შესახებ. აქ კი ისინი განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობასა და კურიოზულ ნივთმორწმუნეობას ამჟღავნებენ. ბერძნულ "პიდალიონში" (დიდი რჯულისკანონი) წერია: "დასაშვებია მირონის ნარჩენებს მიემატოს ზეთი, რათა საკმარისად გამრავლდეს ის განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ანუ თუ ვინმეს სჭირდება საკმაო რაოდენობის მირონი და რთული ვითარების გამო არსაიდან აქვს შესაძლებლობა მისი სხვაგან აღების" (Пидалион. С. 177). ასე აკეთებდნენ ძველმორწმუნეებიც განსაკუთრებულ შემთხვევებში.
როდესაც ძველმორწმუნეებს ამხელენ მირონის განზავებაში, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები განსაკუთრებული მონდომებით შეუდგნენ მათემატიკურ გაანგარიშებებს, რადგან ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მირონის მადლმოსილი ძალა ნადგურდება ისეთი მარტივი ნივთიერებით, როგორიც არის ზეთი. "ო, ეს უდიდესი ნივთიერება, - ზეთი. ფილოსოფიურად განსჯიან მისიონერები. - საკმარისია ის ზედმეტად ჩავასხათ მირონში, რომ ამ უკანასკნელისგან არაფერი დარჩება". მირონის მადლმოსილ ძალას მისიონერები მოიაზრებენ მატერიალურ ნაწილაკებში, რომლებისგანაც შედგება მირონი. სულიწმიდა, მათი აზრით, სრულიად უმწეოა განწმინდოს ადამიანი, თუ მირონი განზავებული იქნება ზეთით. ამიტომაც ისინი ზეთს ანიჭებენ ისეთ უდიდეს მნიშვნელობას, რომ მათ წარმოდგენაში მას გააჩნია უფრო გამანადგურებელი ძალა, ვიდრე თვით მირონს.
როგორც ვნახეთ, მისიონერები მირონს მიაწერენ საშინელ თვისებას - მას შეუძლია გაანადგუროს მღვდლობის მადლი. მისიონერთა უღვთო სწავლების მიხედვით, ის კლავს თვით სულიწმიდასაც კი. თითქოდა რა შეიძლება წინ დადგომოდა მის ამ საშინელ ძალას. " დიახ, იცით, - გვიცხადებენ ახალ აღმოჩენას მისიონერები, - ეს ძალა ძალზედ ადვილად შეიძლება განადგურდეს უბრალო ზეთით". ჩვენ, ქრისტეანებს გვწამდა და გვწამს, რომ წმ. მირონის ერთი წვეთიც კი აკურთხებს მთელს ზეთს, რომელსაც უერთდება. მისიონერებს კი სწამთ უკუღმა: უკუაგდეს რა სულიწმიდის მადლი, რომელიც მოიცემა მირონცხებით, მათ ირწმუნეს უბრალო ნივთიერების - ზეთის ძალი. "ეს არის - მოწმობს ეპისკოპოსი მიხაელი, - კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ გაბატონებულ ეკლესიას ეკლესიასა და საიდუმლოებებზე გააჩნია მათემატიკურ-ათეისტური შეხედულება" (Михаил, еп. // Церковь. 1908. №11).
ეს არის მირონზე მისიონერული შეხედულების ლოგიკური შედეგი. მაშ, თუკი, როგორც მისიონერები ფიქრობენ, მას გააჩნია თვისება არ მიამადლოს სულიწმიდის ნიჭები ადამიანს, არამედ პირიქით, დაამსხვრიოს, დაანგრიოს და აღხოცოს სასულიერო პირისგან მისთვის ბოძებული მღვდლობის ბეჭედი, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს ასეთ მირონს? მასში, ნამდვილად არ მოქმედებს სულიწმიდა. სხვაგვარად როგორ შეუძლია მას აღხოცოს იმავე სულიწმიდის ბეჭედი? ასეთი მირონი, ცხადია, ძალზედ ადვილია განადგურდეს ნებისმიერი ნივთიერებით. ის თავისთავად არაფრის მაქნისია, ის არის მხოლოდ მატერიალურ ნივთიერებათა ნარევი. ასეთ გასაოცარ მირონს ფლობს მხოლოდ გაბატონებული ეკლესია და ასეთი ველური ნივთმორწმუნეობით არიან დასნებოვნებული მხოლოდო მისი მისიონერები.
სანამ ირკუტსკის ყრილობაზე გაემგზავრებოდნენ და იქ დასვამდნენ საკითხს ძველმოწესეობის ნივთმორწმუნეთა მწვალებლობად შერაცხვის თაობაზე, "Миссионерское Обозрение"-ს ("მისიონერული მიმოხილვა") რედაქტორმა, ბ-მა, ნ. გრინიანკინმა, თავის ჟურნალში დაბეჭდა შემდეგი სახის მსჯელობა "ნივთიერებათა" შესახებ: "საეკლესიო საიდუმლოთა "მატერია" - წყალი, ღვინო, პური, მირონი და ა. შ. - იმდენად არსებითია საიდუმლოებებში, რომ მათ გარეშე ისინი არიან უმადლონი. ცნობილია, რომ სხვაგვარად მოაზროვნენი ეკლესიის მიერ შეირაცხებოდნენ როგორ მწვალებელნი. რადგან წყალი (ნათლობის საიდუმლოში), ღვინო და პური (ზიარებაში) და მირონი (მირონცხებაში) - "მატერიალური ნაწილაკებია", რომლებიც ექვემდებარებიან ქიმიისა და ფიზიკის საზოგადო კანონებს, მაგრამ ქრისტეს ეკლესია ოდითგანვე უმკაცრეს ყურადღებას აქცევდა საიდუმლოს ნივთიერებათა ელემენტების რაოდენობრივ-მათემატიკურ ზომას" (Миссионерское Обозрение. 1908. № 12. С. 1767-1768). მაშ ვინ უნდა შერაცხოს სინოდმა ერეტიკოსად ნივთმორწმუნეობრივი მწვალებლობისთვის?
ხედავთ, რამდენი უაზრობა, სასაცილო და ველური სწავლებაა გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა და მისიონერთა შეხედულებებსა და სარწმუნოებაში!
მირონს რომ სამკურნალო ძალა გააჩნდეს, რომელსაც შეეძლებოდა აღეხოცა გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და ღვთისმეტყველთა სულებში არსებული ყველა ეს შემაძრწუნებელი და ავთვისებიანი წანაზარდი, მაშინ ყველა მათგანი უნდა მირონცხებულიყო. იქნება ერთი წვეთით მაინც დაბრძენებულიყვნენ ეს ბატონები.
1. "მირონცხება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნეს, სხეულის ნაწილთა ნაკურთხი მირონის ცხებით, ეძლევა ნიჭნი სულისა წმიდისა, აღმაღორძინებელი და განმაძლიერებელი სულიერ ცხოვრებაში". ასე ასწავლის "ვრცელი კატეხიზმო" (გამოც. 70-
ახალმოწესეთა სხვა კანონიკურ წიგნში მირონცხების შესახებ ნათქვამია: "ამ საიდუმლოსგან წარმოიშვება ასეთი ნაყოფი: ჯერ-
აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია მირონცხებით, -
"1860 წელს კონსტანტინოპოლში შეკრებილმა ოთხმა აღმოსავლელმა პატრიარქმა, -
ამ სასულიერო პირებზე მირონცხების ჩატარება და მათთვის სასულიერო ხარისხების შენარჩუნება აღმოსავლელი პატრიარქების მიერ გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯი კი არ იყო, არამედ, გამომდინარეობდა აღმოსავლური ეკლესიის იმ ღრმა შეგნებისა და რწმენისგან, რომ მირონცხების საიდუმლო ნამდვილად ანიჭებს მირონცხებად პირს ღვთის მადლს და ჭეშმარიტად არის სულიწმიდის ბეჭედი. ბერძნულ-
მაგრამ, სრულიად სხვაგვარი რწმენა აქვთ მირონცხების შესახებ გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველებსა და მისიონერებს. მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, აცხადებს მღვდელ-
დააკვირდით: "მირონცხების შემდეგ" ერისკაცი გახდა, მანამდე კი მიტროპოლიტი იყო. თავისი "განხილვის" ასეულობით გვერდზე, მისიონერი ალექსანდროვი ამ აზრს სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაუთავებლად იმეორებს. "ჩვენი ეკლესია, მასთან შემოერთების დროს, ძველმოწესეთა კლერიკოსებს ღებულობს არა იმავე ხარისხით, რაც თავიანთ ეკლესიაში გააჩნდათ, არამედ, ვითარც ერისკაცებს, რადგან მათი სამღვდელოების მეთაური, მიტრ. ამბროსი ბელაია კრინიცაში გამოქცეულმა მღვდელმა იერონიმემ მიიღო როგორც მწვალებელი, მეორე ჩინით, მირონცხებით, აქედან კი, "კორმჩაიას" თანახმად (თ. 3, ფურც. 290, მეორე მხარე), ამბროსი გახდა "ერისკაცი". "ჩვენც ამასვე ვამბობთ, რომ მირონცხების შემდეგ მწვალებელ კლერიკოსს ხელი თავიდან უნდა დაესხას" (იქვე. გვ. 3). იგივეს ამტკიცებენ სხვა მისიონერებიც. "მიტროპოლიტი ამბროსი, -
"დიდ რჯულისკანონს" მისიონერები სულ ტყუილ-
აღიარებენ რა, რომ მირონცხება ანადგურებს ქიროტონიას, "შლის" მას, როგორც მისიონერები ამბობენ თავიანთ საჯარო გამოსვლებში ძველმოწესეთა წინააღმდეგ, ისინინ სრულ წინააღმდეგობაში არიან საკუთარ აღმოსავლეთის ეკლესიასთან, რომელიც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, სულ სხვაგვარად უყურებს მირონცხების საიდუმლოს.
მისიონერებს რომ ეთქვათ, მეორე კატეგორიის მწვალებელთა ქიროტონია არ მიიღება, რადგან მათ არ გააჩნიათ მღვდლობაო, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ მისიონერები სწორედ ამას არ ამბობენ, პირიქით, ისინი სრულიად მკაფიოდ და განსაზღვრულად ამტკიცებენ, რომ მეორე კატეგორიის მწვალებელთა კლერიკოსები ერისკაცები ხდებიან სწორედ მირონცხებით. თავიანთ საზოგადოებებში, მწვალებელთა შორის, ეს კლერიკოსები, რომელთაც გააჩნიათ ნამდვილი სამღვდლო ხარისხები, ნამდვილად კლერიკოსები არიან, მაგრამ როგორც კი მათ სცხებენ "მართლმადიდებლურ" მირონს, ისინი უცებ "უბრალო მუჟიკებად" გარდაიქცევიან. ასეთია, მისიონერთა სწავლებით, მირონის თვისება, უფრო სწორედ, მათი, "ნიკონიანური" მირონის თვისება. უგუნურად მიაწერენ ისინი ამ თვისებებს ძველმოწესეთა მირონსაც. ხოლო ყველა სხვა მირონებს, სადაც უნდა ჰქონდეთ იგი, გაბატონებული ეკლესიის მისიონერები და ღვთისმეტყველები მირონის ამ გამანადგურებელ თვისებას როდი ცნობენ. ცნობილია, მაგალითად, რომ რომის ეკლესიაში ხელდასხმა იერარქიულ ხარისხებში აღესრულება მირონცხებით. ნიკოლოზ კავასილა, თესალონიკის არქიეპისკოპოსი ბრძანებს: "ლათინთა ეკლესიაში მღვდლის ხელდასხმა წარმოებს ისე, რომ ხელდასასხმელი კანდიდატის თავზე მირონის დასხმის შემდეგ, საიდუმლოს აღმასრულებელი მასზე სულიწმიდის მადლის უხვად გადმოღვრაზე ლოცულობს" (Писания свв. отец и учителей Церкви. Т. III. Гл. 29. С. 362).
ნეტარი სიმეონ თესალონიკელი აცხადებს: "ლათინებმა შემოიტანეს ხელდასხმის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ისინი ქიროტონიის დროს ძველი სჯულის მიხედვით იცხებენ მირონს და ხელდასხმებსაც საკურთხეველთან არ აღასრულებენ" (Писания... Т. II. Гл. 43. С. 90).
ნიკონის "Скрижаль"-
ასე აღესრულება ქიროტონია ძველკათოლიკეებთანაც. წიგნში "ძველკათოლიციზმი", ეპისკოპოს რეიკენსის (XIII ს.) ხელდასხმის შესახებ ნათქვამია: "შემდეგ ხელდასასხმელი კანდიდატი ავიდა საკურთხეველში და იქიდან მიტრითა და საეპისკოპოსო კვერთხით დაბრუნებულმა მუხლი მოიყარა ხელდამსხმელის წინაშე, რომელიც ლოცვის "venikreator" გალობის დროს, ჰარლემისა და უტრეხტის გენერალ-
მაგრამ, ლათინთა და ძველკათოლიკეთა ხელდასხმას გაბატონებული ეკლესია არა თუ აღიარებს, არამედ მადლმოსილადაც კი მიიჩნევს. ცხადია, ლათინური და ძველკათოლიკური მირონცხება მღვდლობის გამანადგურებელი ძალას არ ფლობს. ასეთი უნარი მას მხოლოდ გაბატონებულ ეკლესიაში გააცნია. 1667 წლის საკრებო მსჯავრის მიხედვით, ლათინები არიან მეორე კატეგორიის მწვალებლები, ანუ ისინი მართლმადიდებლობისკენ გადმოსვლის შემთვევაში ექვემდებარებიან მირონცხებას. კრებამ დააწესა მათი მირონცხება. "თანხმიერად დავაწესეთ ყველამ, -
ამ განწესების მიხედვით, ჯეროვანი იყო ლათინობიდან გადმოსულ სასულიერო პირებიც მირონცხებულიყვნენ, მაგრამ მათზე ამ საიდუმლოს არ ატარებენ. არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ხომ "წაიშლება" ქიროტონია და ისინი ერისკაცებად გარდაიქცევიან.
საინტერესო ისაა, რომ გაბატონებული ეკლესია ცნობს პირველი კატეგორიის მწვალებელთა ქიროტონიებსაც კი. მაგალითად, 1655 წლის მოსკოვის კრებამ ანგლიკანები აღიარა პირველი კატეგორიის მწვალებლებად, რომლებიც ექვემდებარებიან თავიდან ნათლობას. "კრების მამებმა განაცხადეს, -
აბსოლუტურად უარყოფითად ეპყრობა გაბატონებული, სინოდალური ეკლესია ძველმოწესეთა იერარქიას. აღიარებს რა დედამიწაზე არსებულ ყველა მწვალებლურ საზოგადოებათა იერარქიას ქმედითად და მისაღებად, გაბატონებული ეკლესია გამონაკლისს მხოლოდ ძველმოწესეთა ეკლესიისთვის აკეთებს. მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტი მღვდლობა სძულს მას. ბოლო წლებში სინოდალურმა მისიონერებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ თვით ძველმოწესეთა იერარქიის სინამდვილეს, რომელიც ესოდენ სძულთ მას, ბოლოს და ბოლოს, გაბატონებული ეკლესია აღიარებს. "ამჯერად ის, -
დააკვირდით ფრაზას: "ამჟამინდელ ხარისხებს". სასულიერო ხარისხები ძველმართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ახლაც გააჩნიათ, ოღონდ გაბატონებული ეკლესიის მირონი მათ ანადგურებს. არ წაისვათ მათი მირონი და ხარისხები ხელუხლებელი დარჩება. როგორი ველური მირონია, არა? ასეთი მირონი, ამგვარი გასაოცარი თვისებებით, რომელიც ფერფლად აქცევს ქიროტონიას, არსად, არასდროს, არავის არ ჰქონია. არც ძველმა ეკლესიამ იცის რამე ამგვარი მირონის შესახებ. რამდენი მწვალებლობა ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, რამდენი უაზრობა, სიბრიყვე და მკრეხელობა უქადაგიათ ერეტიკოსებს, მაგრამ ისინიც კი ვერ მივიდნენ იმ გამაოგნებელ აღმოჩენამდე, რომ მირონი ქიროტონიას ანადგურებს. ჯოჯოხეთის ბჭესაც კი შეშურდება ნიკონიანელთა გამოგონება. მღვდლობა მარადიულია და მისი განადგურება შეუძლებელია და "ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოერევიანო" -
მირონი, მისიონერთა სწავლების მიხედვით, არის იერარქიასთან ბრძოლის იარაღი. მათ უყვართ უწოდონ ქიროტონიას მღვდლობის მადლი. მაგრამ საკმარისია ამ მადლს მირონით შეეხო და ის გაქრეს, "ვითარც კვამლი". მირონი, მისიონერთა გაგებით, არა თუ მადლს არ ანიჭებს მირონცხებად ადამიანს, პირიქით, ჩამორეცხავს მადლს, შლის და წარხოცს მას უკანასკნელ წვეთამდეც კი. ის არ არის სულიწმიდის ბეჭედი, არამედ ერთგვარი მღვდლობის სიკვდილი, იმ შხამისა თუ მომწამვლელი ნივთიერების მსგავსი, რომელთაც აწერია: "სიკვდილი ტარაკნებს", ან "სიკვდილი ბუზებს".
რა შეიძლება იყოს იმაზე დანაშაულებრივი და მკრეხელური მირონს მიანიჭო ამგვარი თვისებები! გაბატონებული ეკლესიის აკადემიური ღვთისმეტყველები ასწავლიან, რომ მღვდლობის ნიჭი, ნათლობის მსგავსად, აღუხოცელია. რაც გინდათ ის უყავით ჭეშმარიტად მონათლულ ადამიანს, გადაეცით როგორსაც გინდათ ანათემას, გაუშვით ის ჯოჯოხეთის ფსკერზე, ნათლობის ბეჭედი მაინც აღუტეხელია. უკიდურესი ღმრთისმგმობელიც რომ იყოს, მაინც მონათლული იქნეაბ. "ასევე, -
საკუთარ მირონზე მისიონერთა შეხედულების მიხედვით, ის არის რაღაც საშინელი რამ, ვიდრე ყველა ანათემა და ყველა ღმრთისგანდგომილება ერთად აღებული. როგორ სამარცხვინოდაც უნდა იქცეოდეს მღვდელმსახური, როგორი გამაოგნებელი დანაშაულობანიც უნდა ჩაიდინოს, გინდა სასიკვდილო ცოდვა იყოს ეს ან მასზე უარესიც, მღვდლობის მადლი აღუტეხელად დარჩება მასზე. დაწვით კოცონზე ასეთი ადამიანი, დაჩეხეთ ნაწილ-
ძველ ეკლესიაში ზოგჯერ აღასრულებდნენ მეტად მძიმე და რთულ წესს სასულიერო პირის დამხობისა. ახლა ეს წესი შეიძლება გამარტივდეს. საკმარისია, პატივაყრის ღირს სასულიერო პირს საკმარისია წაუსვათ მირონი, მისგან სასულიერო ღირსება წამში განქარდეს. სინოდალური ეკლესიის აკადემიური ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ სასულიერო ხარისხისგან დამხობილი პირი მაინც ხელდასხმის მქონედ რჩება. მასში მაინც მოქმედებს მღვდლობის მადლი, მას ჩამორთმეული აქვს მღვდელმსახურის უფლებები, მაგრამ ის უბრალო ერისკაცი როდია, ის არის პატივაყრილი მღვდელმსახური. დამხობილი მღვდლებს არასოდეს თავიდან არ ხელს არ დაასხამდნენ. მწვალებლობიდან მოქცევის შემთხვევაში, მათში აღიარებდნენ მღვდლობას და საიდუმლოს აღსრულების ქმედითობას. "ეკლესიის წმ. მამები და მოძღვრები, როგორც მნათობნი, რომლებიც სხვადასხვა დროს ბრწყინავდნენ და ყოველივე განამშვენეს ეკლესიაში კაცთა საცხოვნებლად, დასაშვებად მიიჩნევდნენ მწვალებლობიდან მოქცეული კლერიკოსები მიეღოთ იმავე ხარისხში, რა ხარისხებიც მათ თავიანთ მწვალებლურ საზოგადოებებში მიიღეს. როდესაც არცთუ იშვიათად ამგვარ მწვალებლებს შემოუერთებდნენ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონათლულები და ხელდასხმულები იყვნენ კრებითად ანათემირებულ და დამხობილ ერეტიკოსთა მიერ, ყურადღებას აქცევდნენ საიდუმლოთა შესრულების კანონიკურობას და სისწორეს (რადგან "არ არის მონათლული ის, ვინც არ ინათლება ისე, როგორც გადმოგვეცა", ბრძანებს წმ. ბასილი დიდი) და შედეგად, მათშიც სულიწმიდის ამ სპეციალურ ნიჭთა აღუხოცელობას და სინამდვილეს აღიარებდნენ" (К истории вопроса о принятии схизматиков в православную Церковь. М., 1892. С. 23). თვით კრებითად დამხობასა და პატივაყრასაც კი, აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლებით, არ ძალუძს წაართვას ხელდასხმულს მღვდლობის ნიჭი. აი, გაბატონებული ეკლესიის მირონცხება კი ნებისმიერ დამხობასა და ანათემაზე უფრო ქმედითია. ის, მისიონერთა გაგებით, მღვდელს პირველყოფილ ერისკაცად გარდააქცევს, და მას ყოფილი ქიროტონიის უმცირეს კვალსაც კი არ დაუტოვებს. ადამიანის გადაგვარების აი როგორი უნარი აქვს გაბატონებული ეკლესიის მირონს. ამ უჩვეულო თვისებით გამოირჩევა მხოლოდ მისი მირონი.
თავიანთი სწავლებით, რომლის მიხედვითაც მირონცხება ანადგურებს ქიროტონიას, მისიონერებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს გაბატონებული ეკლესიის მთელ სამღვდელოებას. ჯერ კიდევ პატრიარქ ნიკონის დროს იყო ის უკვე "წაშლილი". აი, რას ვკითხულობთ ამის შესახებ: "ვნების შვიდეული. ამ დღეებს რუსი მართლმადიდებელი ქრისტეანები ლოცვებსა და მეტანიებში ატარებდნენ. დიდ ოთხშაბათს პატრიარქმა (მაკარი ანტიოქიელმა) ყველას მიუტევა, ხოლო დიდ ოთხშაბათს მან შეასრულა მირონის კურთხევის საიდუმლო... აქ, პატრიარქმა ნიკონმა ჰკითხა მაკარის: სწორად სრულდებოდა თუ არა ეს წესი? პატრიარქმა მაკარიმ მხოლოდ შენიშნა, რომ საჭირო იყო ღვინის დასხმა ზეთზე... ნიკონი დაეთანხმა ამ შენიშნვას... ორივე პატრიარქი ჩამოვიდა ამბიონიდან და მიუახლოვდნენ ზეთით სავსე ჭურჭელს, დანარჩენ მღვდელმთავრებს მათ თავებს ზემოთ ეპყრათ გახსნილი სახარება. ნიკონმა დიდი ვერცხლის კოვზით მირონს მოურია, თანაც ჩაუშვა ის ფსკერამდე, რათა კურთხევით, ასე ვთქვათ, გამსჭვალულიყო მთელი მასა... ორივე პატრიარქმა ერთმანეთს სცხეს მირონი, შემდეგ კი დაიწყეს ყველა იქ მყოფთა მირონცხება, მღვდელმთავრებიდან დაწყებული..." (Чтения в Императорском Обществе Истории и Древностей Российских. М., 1871. Кн. 3, июль—сентябрь. С. 54-
ამ მირონცხებას პატრიარქები ნიკონი და მაკარი, ასევე ყველა რუსი მღვდელმთავარი "უბრალო მუჟიკებად" უნდა გარდაექცია. ბელოკრინიცელი მიტროპოლიტის, ამბროსის მირონცხებაზე, გაბატონებული ეკლესიის მისიონერები ამბობენ ზოგჯერ, რო ის იყო ნაცხები "უბრალო ზეთით". ეს კი ავალდებულებს მათ აღიარონ, რომ ამბროსისგან შეუძლებელი იყო "ჩამორეცხილიყო" ხელდასხმის მადლი. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ზეთს მისიონერები ანიჭებენ სხვაგვარ მნიშვნელობას. მაგრამ ნიკონზე და თავიანთ მღვდელმთავრებზე მათ ამგვარი რამის თქმა არ შეუძლიათ. არადა, ისინი ზეთითი კი არა, ნამდვილი მირონით იყვნენ ნაცხებნი, იმ მირონით, რომელიც, მათივე სწავლებით, ანადგურებს ქიროტონიას.
2. მირონისადმი ასეთი თვისების მინიჭებით, რომლის თანახმადაც ის ანადგურებს სულიწმიდის აღუხოცელ ნიჭებს, მისიონერები ამავდროულად აღიარებენ, რომ მწვალებლურ მირონცხებას გააჩნია უეჭველი სიწმინდე, რომ ის მირონნაცხებ ერეტიკოსს აძლევს წმ. ნიჭებს და რომ მწვალებლურ თემში ის ქრისტეს ეკლესიის საწინააღმდეგოდ როდი აღესრულება, არამედ ამ თემისთვის დამახასიათებელი უფლებით, რომელსაც გაბატონებული ეკლესია აღიარებს. "ეკლესიის მიერ მოქცეულ მწვალებელზე წმ. მირონცხების ნიჭთა აღიარება, -
აქედან ცხადი ხდება, რატომ არ ცხებს მირონს ოფიციალური, გაბატონებული ეკლესია თვით პირველი კატეგორიის მწვალებლობიდან მოქცეულებსაც კი. უპირველეს ყოვლისა, ის აღიარებს, რომ მათ ჯერ კიდევ თავიანთ მწვალებლურ საზოგადოებაში უკვე მიიღეს "წმიდა მირონცხების ბეჭედი". მეორეც, რატომ წაუსვან მათ ასეთი ძლიერმოქმედი მირონი, რომელიც, თავისი თვისებით, გაანადგურებს და ჩამორეცხავს ყველა ადრინდელ "ბეჭდებს". ეს დანაკლისი იქნებოდა თვით გაბატონებული ეკლესიისთვის. სხვა საქმა -
3. წინააღმდეგობანი თანამედროვე ღვთისმეტყელთა და მისიონერთა შორის მირონცხების საკითხში კიდევ უფრო შორს მიდის. "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, -
ეს ლათინური ცდომილება საკმაოდ საფუძვლიანად არის განხილული ეპ. სილვესტრის "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში": "დასავლეთის ეკლესია, თავისივე, ძველი, სამოციქულო გადმოცემების საწინააღმდეგოდ, არა მარტო მირონის კურთხევა, არამედ მისი ცხებაც მიანიჭა მხოლოდ ეპისკოპოსებს და ამისი უფლება სრულიად ჩამოართვა მღვდელმსახურებს. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, პირდაპირი და გადამწყვეტი ნაბიჯი ჯერ კიდევ IX საუკუნეში გადადგა მან მის მიერ დაშვებულ ფაქტში, როდესაც მისმა ეპისკოპოსებმა ხელახლა სცხეს მირონი ბულგარელებს, რომლებიც მანამდე ბერძენი მღვდლების მიერ იყვნენ მირონნაცხებნი".
"უნდა აღინიშნოს, -
იგივე ცდომილებით არ არიან დასნებოვნებულნი გაბატონებული ეკლესიის მისიონერები? ვერც ერთ მათ თხზულებაში ვერ იპოვით მართლმადიდებლურ-
ამხელენ რა ლათინებს იმაში, რომ მათ სრულიად უკანონოდ ჩამოართვეს მღვდლებს მათთვის ქიროტონიით მინიჭებული უფლება მირონცხებისა, გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველები კიცხავენ საკუთარ ეკლესიასაც და მის მისიონერებს, რომლებიც დასნებოვნებულნი არიან ლათინთა ცდომილებებით. ისინი აქაც ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს და გამოაქვთ განაჩენი საკუთარ ღვთისმეტყველებასა და სარწმუნოებაზე.
4. ირკუტსკის მისიონერთა ყრილობაზე ერთ ერთმა ტიპიურმა მისიონერმა წამოაყენა წინადადება ძველმოწესეობა გამოცხადებულიყო მწვალებლობად, რადგან ისინი მიჰყვებიან ნივთმორწმუნეობის საშინელ და მეტად მავნე ერესს: ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საეკლესიო ნივთებს -
როდესაც ძველმორწმუნეებს ამხელენ მირონის განზავებაში, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები განსაკუთრებული მონდომებით შეუდგნენ მათემატიკურ გაანგარიშებებს, რადგან ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მირონის მადლმოსილი ძალა ნადგურდება ისეთი მარტივი ნივთიერებით, როგორიც არის ზეთი. "ო, ეს უდიდესი ნივთიერება, -
როგორც ვნახეთ, მისიონერები მირონს მიაწერენ საშინელ თვისებას -
ეს არის მირონზე მისიონერული შეხედულების ლოგიკური შედეგი. მაშ, თუკი, როგორც მისიონერები ფიქრობენ, მას გააჩნია თვისება არ მიამადლოს სულიწმიდის ნიჭები ადამიანს, არამედ პირიქით, დაამსხვრიოს, დაანგრიოს და აღხოცოს სასულიერო პირისგან მისთვის ბოძებული მღვდლობის ბეჭედი, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს ასეთ მირონს? მასში, ნამდვილად არ მოქმედებს სულიწმიდა. სხვაგვარად როგორ შეუძლია მას აღხოცოს იმავე სულიწმიდის ბეჭედი? ასეთი მირონი, ცხადია, ძალზედ ადვილია განადგურდეს ნებისმიერი ნივთიერებით. ის თავისთავად არაფრის მაქნისია, ის არის მხოლოდ მატერიალურ ნივთიერებათა ნარევი. ასეთ გასაოცარ მირონს ფლობს მხოლოდ გაბატონებული ეკლესია და ასეთი ველური ნივთმორწმუნეობით არიან დასნებოვნებული მხოლოდო მისი მისიონერები.
სანამ ირკუტსკის ყრილობაზე გაემგზავრებოდნენ და იქ დასვამდნენ საკითხს ძველმოწესეობის ნივთმორწმუნეთა მწვალებლობად შერაცხვის თაობაზე, "Миссионерское Обозрение"-
ხედავთ, რამდენი უაზრობა, სასაცილო და ველური სწავლებაა გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა და მისიონერთა შეხედულებებსა და სარწმუნოებაში!
მირონს რომ სამკურნალო ძალა გააჩნდეს, რომელსაც შეეძლებოდა აღეხოცა გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და ღვთისმეტყველთა სულებში არსებული ყველა ეს შემაძრწუნებელი და ავთვისებიანი წანაზარდი, მაშინ ყველა მათგანი უნდა მირონცხებულიყო. იქნება ერთი წვეთით მაინც დაბრძენებულიყვნენ ეს ბატონები.
თავი XI
ზიარების შესახებ
ზიარების შესახებ
1. ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ მხურვალე და გააფთრებული პოლემიკა ნიკონის მიერ "რეფორმირებული" ეკლესიის აღმოცენებისთანავე დაიწყო. ნიკონი და მისი მემკვიდრეები, როგორც ცნობილია, ახალ ეკლესიას ქმნიდნენ ამ მიზნით მოსკოვში გამოძახებული კეველი მეცნიერების დახმარებით. ყველა მათგანი, იმდროინდელი საეკლესიო ხელისუფლების აღიარებით, ერეტიკოსი და თავიდან ბოლომდე ლათინობის შხამით გაჟღენთილი იყო. ეს შხამი მათ ნიკონის ეკლესიის საძირკველშიც ჩადეს. მათ შორის ყველაზე მკაფიო და უმთავრესი ფიგურა იყო სიმეონ პოლოცკი.
ლათინო-იეზუიტურ სკოლაში აღზრდილს, მას სწამდა და აზროვნებდა ლათინურად. ჩაუდგა რა სათავეში ნიკონის რეფორმატორულ საქმიანობს, მან ის წარმართა ლათინიზმის სულისკვეთებით; ყოველთ თავის ქმნილებაში, რეფორმის ყოველ საქმეში ის აქსოვდა რომელიმე რომაულ მწვალებლობას.
სიმეონ პოლოცკის თანამედროვე, ცნობილი ბერი ეპიფანე სლავინეცკი, ამტკიცებს, რომ სიმეონი შეგნებულად და მიზანმიმართულად ავრცელებდა მოსკოვში ლათინურ მწვალებლობებს, მათ შორის "კათოლიკურ სწავლებას წმიდა ძღვენის გარდაქმნის შესახებ არა მღვდლის საგანგებო ლოცვის, არამედ ქრისტეს სიტყვების: "მიიღეთ და სჭამეთ..." წარმოთქმის შემდეგ". "ეს სწავლება, - წერს. ი. ტატარსკი, - ძალზედ იყო გავრცელებული იმდროინდელი მალოროსიის სწავლულთა შორის, და სიმეონიც, რომელიც ყოველივეში იზიარებდა მათ შეხდულებას, წარმოსდგა როგორც მათი ბუნებრივი წარმომადგენელი მოსკოვში" (Татарский Иерофей. Симеон Полоцкий. С. 174).
სწავლებას იმის შესახებ, რომ ლიტურგიაზე ძღვენთა გარდაქმნა აღესრულება ქრისტეს სიტყვებით: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი" - მღვდელმონაზონი ეპიფანე უწოდებს "ლათინურ ერესს". "ჩვენი კიეველები, - აცხადებს ის, სწავლობდნენ და სწავლობენ მხოლოდ ლათინურად და კითხულობენ მხოლოდ ლათინურ წიგნებს, და მათ შესაბამისად ბრძენმეტყველებენ, ხოლო რადგან ბერძნული წიგნები არ წაუკითხავთ და მათგან არ სწავლობენ, ჭეშმარიტებაც არ უწყიან და არც ის იციან, რომ ეს არის ლათინური მწვალებლობა; ლათინები ასწავლიან, რომ მხოლოდ ქრისტეს სიტყვების შემდეგ გარდაიქმნება წმიდა ძღვენი სისხლად და ხორცად. და მეც ვადასტურებ, რომ ლათინები ასე მეტყველებენ" (Татарский Иерофей. Указ. соч. С. 174; Иоаким патриарх. Указ. соч. С. 73).
პატრიარქ იოაკიმეს დროს გამოჩნდა ბეჭდვითი წიგნი სახელწოდებით: “Выклад о церкви святой”, რომელიც ცრუდ იმოწმებს წმიდა მამებს, თითქოსდა მათი სწავლებით ლიტურგიაზე პური და ღვინო უფლის ხორცად და სისხლად გარდაიქმნება მხოლოდ სიტყვების: "მიიღეთ და სჭამეთ" და "სუთ მისგან ყოველთა" შემდეგ. არაფერი ამდაგვარი არცერთ წმიდა მამას აზრადაც არ ჰქონია, არც არასდროს უსწავლებიათ, არც დაუწერიათ სადმე, არამედ ეს მხოლოდ ლათინ პაპთა ახალი სწავლებაა, გამოგონილი აღმოსავლეთის წმიდა ეკლესიისგან მათი განდგომის შემდეგ (Иоаким патриарх. Указ. соч. С. 21).
შემდეგ, წიგნ " Выклад"-ში არასწორად არის განმარტებული ნეტ. სიმეონ თესალონიკელის, წმ. იოანე დამასკელის, წმ. იოანე ოქროპირის და ეკლესიის სხვა მამათა სწავლებები ევქარისტიის შესახებ.
ამ "Выклада"-ის წინააღმდეგ პატრ. იოაკიმეს დაუწერია საკმაოდ ვრცელი თხზულება, რომელიც შესულია მის წიგნში "Остен". იოაკიმე ამტკიცებს, რომ ხსენებული წიგნის ავტორი არა მარტო მწვალებლურად გადმოსცემს ლიტურგიაზე წმიდა ძვენთა შეცვალების საკითხს, არამედ სრულიად ამახინჯებს წმიდა მამათა სიტყვებს, და რაღაცეებს მიაწერს კიდევაც მათ.
განიხილავდა რა წიგნს სახელწოდებით "Выклад", პატრ. იოაკიმემ ამ წიგნის ავტორის მხილება ლათინიზმში, მიმართა, საკუთრივ 1666 წლის კრების მიერ შედგენილი "Жезл Правления"-ს წინააღმდეგ, რადგან მასშიც იგივე ერესია გადმოცემული, რომელსაც იოაკიმე გმობს თავისი თხზულებაში და ის სიყალბეები, რომელსაც ის ამხელს. "Жезл"-ში ბუკვალურად არის გადმოცემული ის მტკიცებულება ძღვენის გარდაქმნის შესახებ, რომელიც "Выклад"-შია გადმოცემული.
როგორც ცნობილია, "Жезл"-ის შემდგენელი არის სიმეონ პოლოცკი. სწორედ მან მიიჩნია საჭიროდ და თავის მოვალეობად ამ საკრებო წიგნშიც ფუნდამენტად დაედო ლათინური მწვალებლობანი.
“Истинно то есть, - ღვთისმეტყველებს “Жезл"-ი , - яко хлеб, предложенный во всей проскомидии и до половины литургии, даже до оных словес Господних: “Примите, ядите, сие есть Тело Мое”, и вино с водою, до оных словес Господних: “Пейте от нея вси, сия есть Кровь Моя” и до прочий, не имеют пресуществления в Тело и Кровь Господню. Сих бо словес Господних силою, хлеба и вина существо предлагает в существо Тела и Крови Господни” (Полоцкий С. Жезл.... Изд. 3-е. Ч. 1. Л. 45 об. и 46).
მაგრამ, ეს ღვთისმეტყველება ხომ სიტყვა სიტყვით არის გადმოცემული იოაკიმეს მიერ მხილებულ "Выкладе"-ში. მისი ავტორი ეყრდნობა იოანე ოქროპირს ("იუდას შესახებ"), ამავე სიტყვას, ანუ იოანე ოქროპირის ჰომილიის შერყვნილ რედაქციას ეყრდნობა "Жезл"-იც.
აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ პატრ. იოაკიმე მწვალებლობაში ამხელდა სწორედ "Жезл"-ს. მას არც დაუმალავს, რომ გულისხმობდა ამ მწვალებლურ წიგნს. მის მხილებაში, იმ ადგილას, სადაც ის ამხელს წმიდა იოანე ოქროპირის გაყალბებულ სიტყვას, იმოწმებს წიგნს, რომელსაც ეწოდება "Жезл", გვ. 41. მოსკოვის გამოცემა, 7174 (1666) წ.
და მართლაც, "Жезла"-ის მოცემულ გვერდზე ნამდვილად დასტამბული წმ. იოანე ოქროპირის დამახიჯებული სიტყვები და წმიდა ძღვენის გარდაქმნის "ლათინური მწვალებლობა". ამგვარად, ცხადი ხდება, რომ ჯერ ერთი, "Жезл"-ის შემდგენლები არიან ერეტიკოსები, და მეორეც, მასში, პატრ. იოაკიმეს მტკიცებით, მოცემულია ლათინური, მწვალებლური სწავლება ევქარისტიის შესახებ.
თანამედროვე ისტორიკოსი, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი პ. სმირნოვი, დაუფარავად აღიარებს, რომ "Жезле"-ში ნამდვილად არის "ლათინური" შეხედულებები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ჩასახვისა და წმიდა ძღვენის გარდაქმნის დროის შესახებ" (Смирнов П.С. История русского раскола. Изд. 2. С. 171).
სხვათა შორის, რამდენად მართალნი ყოფილან ჩვენი წინაპრები, მათ თანამედროვე უმაღლეს იერარქიას ლათინობისკენ გადახრაში რომ ამხელდნენ! და ეს გადახრა ცალკეულ პირთა გადახრა როდი იყო, არამედ ყველა რუსი მღვდელმთავრისა აღმოსავლელ პატრიარქებთან ერთად. "უპირველეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ, - ნათქვამია წიგნ "Жезл"-ის მესამე გამოცემის წინასიტყვაობაში, - რომ წიგნი "Жезл Правления", რომელიც გამოსცა 1666 წლის კრებამ, 1667 წლის კრებამაც მოიწონა. შედეგად, ის არის ორივე კრების რწმენის საერთო გამოხატულება. ის, რომ ეს წიგნი გამოცემულია 1666 წელს დასტურდება მისი პირველივე გვერდიდან, სადაც მითითებულია 1666 წელი და ასევე წინასიტყვაობის ფრაზებიდან, სადაც ნათქვამია: "მის წინააღმდეგ (იგულისხმება ე. წ. ნიკიტა "პუსტოსვიატი") ჩვენ, წმიდა კრება, ვითარც დავითი გამოვიდა თავისი კვერთხით, გამოვდივართ სულიერი კვერთხით" (ანუ წიგნით: "Жезл Правления"). ხოლო ის, რომ ეს წიგნი კრებითად იქნა მიღებული ადასტურებს 1667 წლის "საქმეები" ადასტურებს (См.: Деяния собора 1667 г. По изданию братства Петра митрополита. Л. 16 об. и начало 17; Жезл. Изд. 3-е. Л. 3 об.).
წიგნს "Жезл Правления" დღემდე გააჩნია კანონიკური მნიშვნელობა გაბატონებულ ეკლესიაში. შედეგად, ამ წიგნის მწვალებლური დოგმატი ძღვენთა გარდაქმნის დროის შესახებ მყარად და უცვალებლად არის აღიარებული. ამავე დროს, მყარად და უცვალებლად არის აღიარებული პატრ. იოაკიმეს შეხედულება იმაზედ, რომ "Жезл"-ის დოგმატი არის ლათინთა ბოროტი მწვალებლობა.
წინგში "Пращица", რომელიც იმავე გაბატონებული ეკლესიის მიერ არის გამოცემული და "Жезл"-ზე არანაკლები მნიშვნელობისაა, განწესებულია:
“Аще ли кто противно святей восточней и великороссийской церкви мудрствуя, едиными точию словеси Христовыми, якоже и латины мудрствуют, кроме оных словес, яже глаголются со знамением честнаго креста сие есть: И сотвори убо хлеб сей, честное Тело Христа твоего: А еже в чаши сей, честную Кровь Христа твоего, преложив Духом Твоим Святым, аминь, аминь, аминь. Таковаго быти разумею суща неправославна” (Пращица. Ответы на 195 вопросов. 1752. Л. 334).
"შურდულის" ("Пращица") ამ მსჯავრის მიხედვით, გაბატონებულ ეკლესიაში ყველანი მწვალებლები არიან: ისიც, ვინც შეადგინა "Жезл"-ი ("კვერთხი") და ისიც, ვინც ის დაამტკიცა, და ყველა ისინი, ვინც მას ღებულობს და მისდევს. "სხვაგვარად მოაზროვნე ("კვერთხთან" დაკავშირებით - მთარგმნ.), - ადასტურებს პატრ. იოაკიმეც, - განშორებულ იქნეს მართალთა ეკლესიისგან და მართლმადიდებლური სამწყსოსგან დე განიკვეთოს და სულისწამწყმედელ მგელთა მიერ მიმოტაცებულ იქნას, და წილი მისი იყოს იქ, სადაც იმყოფებიან ყოველნი წინააღმდგომნი ჭეშმარიტებისა..." (Иоаким, патриарх. Указ. соч. С. 69).
თავის მხრივ, "კვერთხის" მწვალებლური დოგმატის დამცველებიც არ ერიდებიან მსგავს მუქარებს.
“Аще ли кто ныне, — სჯულმდებლობს 1667 წლის კრება, — начнет прекословити о изложенных винах на соборе сем великом, от святейших вселенских патриарх яже исправиша и узаконоположиша о аллилуйи, и о кресте и о прочих винах, яже писаны в соборном изложении настоящего сего собора, в лето от Божия по плоти рождения 1667 и в книзе Правления Жезла, да будет по апостолу Павлу в правду самоосужден и наследник клятве сего собора, писанный в соборном деянии его, яко преслушник Божий, и святых отец правилом противник” (Деяния собора 1667 г. Л. 93 и 93 об.).
("ვინც შეეწინააღმდეგოს კრების დადგენილებებს ალილუიას, ჯვრისა და სხვა ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შესწორებული და დამტკიცებულია მსოფლიო პატრიარქთა მიერ, და რომელიც გადმოცემულია 1667 წლის კრების საქმეებსა და წიგნში "კვერთხი", მოციქულ პავლეს თანახმად დე იყოს ამ კრების წყევლის მემკვიდრე და თვითდასჯილ, ვითარც ღმრთისგან განდრეკილი და წმიდა მამათა კანონების მოწინააღმდეგე").
მოკლედ, არცთუ სასიამოვნო "მემკვიდრეობას" ჰპირდება 1667 წლის კრება იმ ადამიანებს, ვინც ამ კრების დადგენილებებს არ ეთანხმება და წიგნ "კვერთხის" სწავლებებს არ მისდევს. კრების თქმით, წყევლის მემკვიდრე "სიკვდილის შემდეგაც განკვეთილი იქნება და მისი სული შთავარდება ჯოჯოხეთს იუდა გამყიდველისა და ქრისტეს ჯვარმცმელი იუდეველების სულების სამყოფელში, სადაც არიან არიოზიც და მისი მსგავსი მწვალებლები. რკინა, ქვა და ხე დაიშლება და დაირღვევა, ხოლო ამდაგვარი მწვალებელი (ანუ, ვინც 1667 წლის კრების დადგენილებებს არ მისდევს - მთარგმნ.) არ გაიხრწნეს და არ გაიხსნეს უკუნითი უკუნისამდე" (იქვე. ფურცელი 7-ე).
საწყალი ნიკონიანელები! ისინი იმყოფებიან გამოუვალ მდგომარეობაში: როგორც უნდა ირწმუნონ წმიდა ძღვენის შეცვალების შესახებ, მწვალებლობაში ბრალდებას მაინც ვერ აიცილებენ. "კვერთხი" და 1666/67 წლის კრებები, ასევე "შურდული", იოაკიმე და მთელი წმიდა სინოდი თითქოსდა შეითქვნენო - ერთხმად და განუხრელად, თავიანთ სულიერ შვილებს უცნაური მემკვიდრეობით - წყევლითა და ჯოჯოხეთით აჯილდოვებენ.
2. საკმარისია რომელიმე საღვთისმეტყველო საკითხისგან იშვას ერთი მწვალებლობა, იმწამსვე მისგან მრავლობას იწყებს მრავალი ერესი. იმის შემდეგ რაც მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ ამხილა ოფიციალურ, ნიკონიანურ ეკლესიაში დაბუდებული ლათინური მწვალებლობა წმიდა ძღვენის შეცვალების შესახებ, მანვე ამხილა თავისი ეკლესიის სხვა ერესიც. მან ამ მწვალებლობას "პურთაყვანისმცემლობა" უწოდა. მისი არსი, ეკლესიაში, ლიტურგიაზე, დიდი გამოსვლის დროს მლოცველ მორწმუნეთა ღვთისმოშიშებით თაყვანისცემაში მდგომარეობს. ამ მომენტში (როდესაც სამკვეთლოდან წმიდა ძღვენი - პური და ღვინო, გადააქვთ საკურთხეველში - მთარგმნ.) წმიდა ძღვენი ჯერ კიდევ არ არის შეცვალებული ქრისტეს ხორცად და სისხლად. ამიტომაც თაყვანისცემა აქ განეკუთვნება უბრალო პურსა და ღვინოს. იოაკიმეს ამ საგანთან დაკავშირებით მოჰყავს უცნობი ავტორის სიტყვები, რომელსაც დაუწერია თხზულება "ღმრთის ტაძარში ღვთისმოშიშებითი დგომის შესახებ": "ვინც დიდი გამოსვლის დროს პურსა და ღვინოს ეთაყვანება, ვითარც ქრისტეს ხორცსა და სისხლს, ამდაგვარნი ცდუნდებიან და სასიკვდილოდ სცოდავენ, რადგან პურს მიაგებენ საღრმთო პატივს. ესენი არიან პურთაყვანისმცემლები და სამარადისოდ წარწყმედილები" (Иоаким патриарх. Указ. соч. С. 162). ეს "სასიკვდილო ცოდვა" თურმე ლიტურგიის სხვა მომენტშიც აღესრულება, კერძოდ, როცა მღვდელი იტყვის ასამაღლებელს: "მიიღეთ და სჭამეთ", ეკლესიაში მდგომნი კი თაყვანს სცემს პურსა და ღვინოს და მით სასიკვდილოდ სცოდავენ" (Там же. С. 163).
"პურთაყვანისცემის" მწვალებლობის მხილებას იოაკიმე ასეთი მსჯელობითაც ამაგრებს: "საღმრთო ლიტურგიაში, პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად შეცვალების შემდეგ მას თაყვანი უნდა ვცეთ როგორც თვით უფალს, იესუ ქრისტეს. მაგრამ, შეცვალებამდე, თავისი არსით, ის ჩვეულებრივი ქმნილებაა (ანუ ჯერაც პურია და ღვინო - მთარგმნ.). ამიტომაც, ვინც ქრისტეს ხორცად და სისხლად შეცვალებამდე თაყვანს სცემს ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს (რასაც მრავალნი ლათინელთა მსგავსად იქმან თავიანთი უგუნურებისდა გამო) წარმოუდგენლად სცოდავს, რადგან თაყვანს სცემს ქმნილებას". მეტი დამაჯერებლობისთვის ავტორი ეყრდნობა მის მიერვე მხილებულ მწვალებელს - წიგნების შემსწორებელს, სილვესტრ მედვედევს. ის "თავის სინანულის წერილში ამბობს: შევცოდე სასიკვდილოდ მასში, რომ ღვთისმოშიში პატივი და თაყვანი მივაგე პურსა და ღვინოს ლათინური ჩვეულებისამებრ. ამ ჟამიდან კი ჩემს ადრინდელ არამართლმადიდებლურ და საზიანო შეხედულებას ვაღიარებ და ვამხელ (Иоаким патриарх. Указ. соч. С. 164)".
არის კი საჭირო თქმა იმისა, რომ ეს "პურთაყვანისმცემლური მწვალებლობა" დღემდე არ გაუქმებულა გაბატონებულ ეკლესიაში. შეიარეთ ნებისმიერ ტაძარში ღვთისმსახურების დროს, როდესაც იქ ლიტურგია ტარდება და იხილავთ, როგორი გულმოდგინებით სრულდება იქ ეს "ლათინური მწვალებლობა", პურისა და ღვინის თაყვანისცემა დიდი გამოსვლის დროს და ასევე ასამაღლებელის: "მოვედით და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი"-ს შემდეგ. იგივე ხდება ყოველგან ერთმორწმუნეთა (ე. წ. "ედინოვერცების" (единоверческих) - მთარგმნ.) ეკლესიებშიც. ცხადია, შეიძლება ვთქვათ, რომ თვით იოაკიმემ საკმაოდ შორს შესტოპა თავის მხილებებსა და ლათინური მწვალებლობების აღმოფხვრის საკითხებში. კიდევ ერთი ნაბიჯი - და შეიძლება საქმე მივიდეს "ხისა და რკინის თაყვანისცემის მწვალებლობამდე" და საერთოდ, ყოველგვარი თაყვანისცემა წმიდა ნაწილებისადმი, ხატებისადმი, ჯვრისადმი და ურთიერთისადმი, გაუქმდეს. პასუხი იოაკიმეს თანამედროვე "ღვთისმეტყველებმა" უნდა გასცენ. ეს მათი საქმეა. ისინი, უეჭველად, თვითონ იოაკიმესაც გამოუძებნიან მწვალებლობებს. ამისთვის მისი ცნობილი "Увет"-იც იკმარებდა. ჩვენ კი ჩვენს მიმართულებას მივყვეთ: მივუთითოთ მხოლოდ ის, რაზეც გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრები, ღვთისმეტყველები და მისიონერები უთითებენ და მათივე მსჯავრით, აღვნიშნოთ ის, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება აღსავსეა მწვალებლობებით, ცდომილებებითა და ყოველგვარი ცოდვით. თვით ისეთი საკითხიც კი, როგორიც საღმრთო ევქარისტიაა, მათში სულ სხვადასხვაგვარად არის აღქმული და გაგებული.
3. თავიანთ კატეხიზმოებში, კურთხევანებსა და პოლემიკურ წიგნებში, გაბატონებული ეკლესია გამოხატავს რწმენას, რომ ზიარების საიდუმლო არის "საღმრთო, უკვდავი და ცხოველმყოფელი", ანუ ეს არის "თვით უპატიოსნესი ხორცი ქრისტესი და მისი უპატიოსნესი სისხლი". ეს არის "ცეცხლი ცოდვათა შემწველი და ცოდვათაგან განმწმენდელი". გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა მამამთავარი, ნიკონი, ყოფილი პატრიარქი, შესაძლებლად არ მიიჩნევდა ზიარება მიეცა ქურდებისა და ყაჩაღებისთვის მათი წინასასიკვდილო აგონიის წინაც კი. ამაში ხედავდა ის თვით ქრისტეს დამცირებას: "მე დავაგზავნე, - აცხადებს ნიკონი, - ყველა ქალაქსა და სოფელში, რათა ავაზაკებმა და ყაჩაღებმა ჯერ შეინანონ, სანამ დაიჭერდნენ მათ და ჩაამწვდევდნენ საპყრობილეში; ხოლო კანონი იმის შესახებ, რომ ყაჩაღობისთვის შეპყრობილ ადამიანს აღსარება ათქმევინო, აზიარო და მერე სიკვდილით დასაჯო, მე ვერსად ვჰპოვე. უფალმა თქვა: ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. ვინ გაბედავს ჯერ აზიაროს დამნაშავე და მერე კი დასაჯოს?" როგორც ისტორიკოსი მაკარი მოწმობს, "ყოველივე ამას ნიკონმა რამდენიმე განწესებაც დაამატა, რომელთა მიხედვითაც მკვლელებს ეკრძალებოდათ ზიარება ოცი წლის განმავლობაში და განწესებული იყო ზიარება მიეცათ მხოლოდ ღირსეულთათვის" (Макарий (Булгаков). История ... Т. XII. С. 392-393).
სულ სხვაგვარად უყურებდნენ ამ საიდუმლოს დედოფალ სოფია ალექსის ასულის დროინდელი მაღალყოვლადუსამღვდელოესნი. სოფიას საყოველთაოდ ცნობილ, დრაკონულ განკარგულებებში, რომელიც ნაკარნახევია მოსკოვის "უწმინდესი" პატრიარქის, იოაკიმეს მიერ, განწესებული იყო: "ვინც დაიარება სოფლიდან სოფელში და სრულწლოვან ადამიანებსა და პატარებს თავიდან ნათლავს, მათ ადრინდელ ნათლობას კი არაფრის მაქნისად თვლის და სწორად და მართებულად ამგვარი "ქურდების" მიერ აღსრულებულ ნათლობას მიიჩნევს, ღმრთის ეკლესიასაც რომც შეუვრდეს, თავისი სულიერი მოძღვრის წინაშეც შეინანოს და მოსურნე იქნეს ეზიაროს, მისი აღსარებისა და ზიარების შემდეგ ყოველგვარი შეწყალების გარეშე სიკვდილით უნდა დაისაჯოს" (Барсов В.Е. Новые материалы для истории старообрядчества. С. 27).
აქედან ცხადია, რომ პატრიარქი იოაკიმე და მისი თანამედროვენი ზიარების მაცხოვნებლობაზე უფრო დიდ მნიშვნელობას უმოწყალო და საშინელ მკვლელობას ამჯობინებდნენ. მართლაც, რა საჭირო იყო იმისი დასჯა, ვინც აღიარა თავისი სულიერი დანაშაული და ზიარება მიიღო? თუ მათი გულწრფელობისა ეეჭვებოდათ და თვლიდნენ, რომ ისინი სულის სიღრმეში არიან სქიზმატიკოსები და მწვალებლები, განა იყვნენ კი ისინი ღირსნი წმიდა ზიარებისა? "მწვალებელსა და სქიზმატიკოსს, - ნათქვამია "Пращица"-ში, - რომელიც თავის მწვალებლობასა და სქიზმაშია გახევებული და ეწინააღმდეგება აღმოსავლეთის წმიდა ეკლესიას, წყევისგან არ არის თავისუფალი და არ არის განტევებული. ამგვარის ზიარება დაუშვებელია, რადგან უფალმა იესუ ქრისტემ თქვა: ნუ დაუყრითო თქვენს მარგალიტებს ძაღლებსა და ღორებს. ხოლო მწვალებლები და სქიზმატიკოსები, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ აღმართული გმობითა და ლანძღვით ვითარც ძაღლნი ჰყეფენ, უზიარებელნი უნდა იყონ; ხოლო ვინც სამღვდელოთაგან ამგვარი აზიაროს, წმიდა კანონების თანხმიერად უნდა დაისაჯოს" (Питирим. Пращица. 1752. Ответ на вопрос 214. Л. 349).
შეუძლებელია ეს განჩინება არ სცოდნოდათ მღვდელმთავრებს პატრიარქ იოაკიმეს მეთაურობით. და თუკი, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აძლევდნენ ზიარებას "ძაღლებს", ნიშნავს, რომ მათ ეს საიდუმლო დაიყვანეს ერთგვარ საშუალებამდე ან პლასტირამდე, რომელიც შეიძლება მიადო ნებისმიერ კეთროვანსა და სნეულს. თუ მათ, როგორც ეს სოფიას განკარგულებებშია ნათქვამი, სწამდათ, რომ სქიზმატიკოსი "ქურდები" "ჭეშმარიტად" შეინანებდნენ და ჭეშმარიტი რწმენით მიიღებდნენ ზიარებას, და მიუხედავად ამის, მაინც სიკვიდლით სჯიდნენ, ნიშნავს, რომ პატრიარქ იოაკიმესა და იმდროინდელ სამღვდელოებას ზიარება არ მიაჩნდათ საკმარის საშუალებად იმისთვის, რომ ეხსნათ მონანული ადამიანები და მისი მეშვეობით შეეყვანათ ისინი სამარადისო სასუფეველში. სიკვდილით დასჯა მათ გახადეს ზიარების აუცილებელ დამატებად ასეთი ადამიანებისთვის. მხოლოდ ამ სისხლიანი რიტუალის შესრულების შემდეგ რწმუნდებოდნენ ისინი, რომ ასე დასჯილები უეჭველად დაიმკვიდრებდნენ ქრისტეს სასუფეველს.
რწმენა იმისა, რომ ზიარების საიდუმლო ნაკლებად მაცხოვნებელია, ვიდრე სიკვდილით დასჯა, - განა ეს მკრეხელობა არ არის? ნიკონი ზიარებას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ შიშობდა, მისი მეშვეობით სამოთხე არ გაევსო ქურდებით და ყაჩაღებით. ნიკონის ამ შეხედულების საპირისპიროდ, პატრიარქ იოაკიმესა და მის თანამოაზრეებს კი სწამდათ, რომ ექვარისტიის საიდუმლო იმდენად უძლურია, რომ არ ძალუძს ჯოჯოხეთისგან იხსნას ის ადამიანებიც კი, ვინც გულწრფელად ინანიებს თავის დანაშაულს. ისინი შიშობდნენ, რომ ჯოჯოხეთი არ აღვსილიყო მორწმუნე ადამიანებით, რომლებმაც მიიღეს თვით ქრისტე, და ამიტომაც დააწესეს "დაესაჯათ ისინი სიკვდილით ყოველგვარი შეწყალების გარეშე".
4. გაბატონებული ეკლესიის პეტრე პირველის დროინდელი მღვდელმთავრები და ღვთისმეტყველები ზიარების საიდუმლოს უყურებენ როგორც ტატუირების განსაკუთრებულ ფორმას ან, უმეტეს შემთხვევაში, როგორც შურისძიების სასტიკ იარაღს. ეს საიდუმლო მათ პოლიციური ძიებისა და დევნის იარაღადაც კი აქციეს. სინოდმა იცოდა, რომ მრავალი ძველმორწმუნე, რომელსაც სასტიკი და სისხლიანი დევნის ეშინოდა, ძველ ქრისტეანთა მსგავსად, მალავდა თავის სარწმუნოებას და ჩვეულებრივ ნიკონიანელთა შორის მშვიდად ცხოვრობდა. როგორ უნდა გამოეცნო ოფიციოზს მათი ძველმოწესეობისადმი კუთვნილება? სინოდმა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ ამ საქმეში ჩართო ზიარება და ის პოლიციური დევნის საშუალებად აქცია.
"თუ რომელიმე ქრისტეანი, - განაწესებს სინოდი, - განეშორება წმიდა ზიარებას, ამით აჩვენებს, რომ ის არ არის ქრისტეს სხეულში, არ არის ეკლესიის თანამოზიარე და, მაშასადამე, "რასკოლნიკია"; და არ არსებობს უკეთესი ნიშანი "რასკოლნიკთა" ამოსაცნობად. ამიტომაც, ეპისკოპოსებს მართებთ დააკვირდნენ თავიანთ მრევლს და უბრძანონ სამრევლო მღვდელმსახურებს ყოველწლიურად ჩააბარონ მათ ანგარიში ვინ ეზიარება და ვინ არა. ვის არ მიუღია ზიარება ერთი წლით, ორით ან საერთოდ არ მიუღია ზიარება" (Регламент. 1897. С. 72).
ცხადია, ასეთი გზით გამომჟღავნებული ძველმოწესეები უარს ამბობდნენ ზიარებაზე. ასეთ შემთხვევაში მათ ძალდატანებით აზიარებდნენ. სინოდი თითქოსდა ეუბნებოდა ძველმოწესეებს: "აჰა, თქვენ გეშინიათ ჩვენი ზიარების, რადგან დანაშაულებრივად და სამარცხვინოდ მიიჩნევთ მას, მაშ იწვნიეთ ძალით შერცხვენა. თქვენს სულებს ჩვენი ზიარებით დავდაღავთ".
გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრობამ ჯერ საკუთარი ეკლესია გადააქცია სახელმწიფო ხაზინად, შემდეგ კი საეკლესიო საიდუმლოებებიც სახაზინო ღონისძიებებად აქცია. ძველმოწესეებს დასაცინად და მასხრად ასაგდებად ჯიბრზე აზიარებდნენ. გაბატონებული ეკლესია მათ ყოველგვარ მწვალებელზე და თვით "იუდეველთა უარეს" მწვალებლებად მიიჩნევდა. მიტროპოლიტი არსენი მაციევიჩი ეკლესიის სახელით აცხადებს, რომ "რასკოლნიკების ამოწყვეტა უნდა მიმდინარებოდეს უფრო მეტი მონდომებით და პრინციპულობით, ვიდრე იუდეველებისა და სხვა მწვალებლებისა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ" (Синайский А. Отношение... С. 150).
ძველმოწესეებზე მოსინჯეს ყველა უსასტიკესი სასჯელი: მათ ხერხავდნენ, ჭრიდნენ, აწამებდნენ, ცოცხლად წვავდნენ. და ეს ყოველივე სინოდისთვის მცირე აღმოცნდა, ის თავს იმტვრევდა იმაზე, "იუდეველთა უმეტეს" მწვალებლებისთვის ამაზე უარესი სასჯელი მოეფიქრებინა. და მოიფიქრა კიდეც: ძველმოწესეთა ძალდატანებითი ზიარება.
სინოდში ბრწყინვალედ ესმოდათ, რომ დევნის გარეგნულმა ფორმებმა შედეგი ვერ გამოიღო და მიზანი მიღწეულ ვერ იქნა. ეს მეთოდები სულაც ვერ აზიანებდნენ ძველმოწესეთა სულებს, ამ ტანჯვა-წამებისგან ისინი უფრო სპეტაკდებოდნენ და იწმინდებოდნენ სულიერად. სინოდალური დევნილება მათ კიდევ უფრო აახლოვებდა ქრისტეს. აწყობდა კი ეს სინოდს? ცხადია, არა. პირიქით, ის ძველმოწესეთა სულების დამახინჯებასა და შერყვნას ესწრაფვოდა. სწორედ ამ მიზნით დააწესა მან ძველმოწესეთა ზიარება. აქედან გასაგები ხდება, როგორ საშინელ საიდუმლოდ მიაჩნდა სინოდს ზიარება.
ქრისტეანობის ყველაზე უდიდეს მგმობარსაც კი ვერ მოაფიქრდებოდა ამაზე უფრო ათეისტური და მკრეხელური დამოკიდებულება ზიარების საიდუმლოსთან, რომელიც პრაქტიკაში დანერგეს სინოდმა და მისმა ბეჯითმა მსახურებმა. ერთ ერთი ამ მსახურთაგან, კერძოდ, ობერ-მღვდელმონაზონმა მარკელ როდიშევსკიმ ქ. რიგიდან აცნობა სინოდს, რომ "მისი მონდომებით, ყველგან, სადაც კი იმალებიან წვერიანი "რასკოლნიკები" და ბუდობენ ეს ქვეწარმავლები თავიანთი სოროებით, ანუ წვერებით, ამოწყვეტილნი არიან და ყოველთვის ამოწყდებიან, ხოლო მათი ცრუმორწმუნეობა აღიხოცება წრიდან, სიმართლე კი დამკვიდრდება რამდენადაც ეს შესაძლებელია". ხოლო "რასკოლის" აღსახოც საშუალებად მ. როდიშევსკიმ აირჩია ყველაზე უხეში ძალადობა: ეს ჩანს იქიდან, რომ მან "დააპატიმრა 500-მდე ადამიანი, რომელიც არ ყოფილა მასთან აღსარებაზე და არ მიუღია ზიარება, როგორც ცხვრები შერეკა ციხე-სიმაგრეში და ჯერ მარხვა უბრძანა და მარხვის ბოლოს ზიარება დაავალდებულა" (Синайский А. Указ. соч. С. 265-266).
ობერ-მღვდელმონაზონი როდიშევსკი ასე მოქმედებდა სინოდის მითითებების თანახმად. 1722 წ. სინოდალური აგენტები ეკითხებიან სინოდს: "ზოგიერთი "რასკოლნიკი" თავს იკატუნებს, თითქოსდა ყველაფერს ეთანხმება, მაგრამ აღიარებს უმძიმეს ცოდვებს რათა თავი აარიდოს ზიარებას და მრავალი წელი არ ეზიაროს, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში და ვაზიაროთ თუ არა ისინი?"
ეს შეკითხვა, სხვა დროს, დასხვა ტობოლის მიტროპოლიტმა ანტონიმ და არქიმანდრიტმა ანტონიმაც. 1722 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სინოდმა დასმული საკითხი გადაწყვიტა შემდეგნაირად: "ძველად არსებობდა კანონები მათთვის ვინც მძიმედ სცოდავდა და მათ დიდი ხნით არ აზიარებდნენ, და ეს იყო საეკლესიო მკურნალობა, რათა ცოდვილებს თავიანთი უსჯულოების სიმძიმე შეგნებული ჰქონოდათ; ამჯერად კი "რასკოლნიკებმა" ეს კანონი უფლებად გაიხადეს და მოჩვენებითად იბრალებენ თავზე უმძიმეს ცოდვებს, ჩვენგან რომ არ ეზიარონ. მაგრამ რადგან ეკლესიას ყოველთვის გააჩნია ძალმოსილება თავისი შვილების საკურნებლად, დროისა და ადამიანთა ზნეობის შესაბამისად, უჩერებს აღსარებაზე მოსულთ ამ ძველ კანონს, რადგან ის ბოროტმა და მზაკვარმა ადამიანებმა, რომლებიც უღმრთოდ გმობენ ჩვენს ევქარისტიას, მიაქციეს თავიანთ სასარგებლოდ; ამიტომაც, მონანული, როგორი ცოდვაც უნდა ჰქონდეს მას, დაუყოვნებლივ უნდა აზიაროთ" (Синайский А. Указ. соч. С. 233).
ამ ველურ დადგენილებაში სინოდი ეკლესიის სახელით ავალდებულებს თავის მღვდელმსახურებს, აზიარონ ის ადამიანები, რომელთა შესახებაც უწყის, რომ ესენი არიან "რასკოლნიკები", "მათი ევქარისტიის უღმრთო მგმობარები", რომლებიც ყველანაირ ხერხს მიმართავენ ოღონდ როგორმე "მოიგერიონ" მათთვის არასაჭირო და საძულველი "ზიარება". შეიძლება თუ არა ასეთ ადამიანებს ზიარება შეერგოთ "მისატევებლად ცოდვათა"? ცხადია, რომ სინოდმა "რასკოლთან" საბრძოლველად ზიარება გამოიყენა, როგორც საწამლავი, რომლითაც შეიძლება ზიანი მიაყენო შენს მტერს, შებილწო და გააუვნებელჰყო იგი. შებილწვის საშუალებად კი სინოდმა აღიარა საკუთარი ევქარისტია. აი, რაში მდგომარეობს მისთვის ქრისტეს უდიდესი საიდუმლო.
1723 წლის 14 ოქტომბრის ახალ განკარგულებაში სინოდმა აღიარა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე იგონებენ ათასგვარ ცოდვებს, ამით სჩადიან ახალ ცოდვას, რომელიც მათ არ მიეტევებათ, მიუხედავად ამისა, მაინც გამოსცა მათი ზიარების განკარგულება.
""რასკოლში" (ანუ ძველმოწესეობაში - ადმ.) ეჭვმიტანილი ადამიანები, - ამბობს სინოდი, რომლებიც მძიმე ცოდვების მომიზეზებით გაურბიან ჩვენს ზიარებას, სულიერ მოძღვრებს დაევალოთ, ასწავლონ მათ ტყუილ-უბრალოდ არ დაიბრალონ მძიმე ცოდვები, რადგან როგორც ცოდვათა დამალვა, ასევე მათი ცრუდ დაბრალება მიუტევებელ ცოდვათა კატეგორიაში გადის, ხოლო მათი ზიარება საჭიროა, 1722 წლის 28 თებერვლის განკარგულების თანახმად" (Синайский А. Указ. соч. С. 233).
ი. ფილიპოვის "ვიგის უდაბნოს ისტორია"-ში და პროფ. სმირნოვის "განხეთქილების ისტორია"-ში გადმოცემულია ძალდატანებითი ზიარების აღმაშფოთებელი ფაქტები: მათ პირში უდებდნენ განსაკუთრებულ, სავარაუდოდ სინოდის მიერ გამოგონილ ინსტრუმენტს, რომელსაც "ალიკაპს" უწოდებდნენ და რომლის დახმარებითაც ყელში უსხამდნენ ზიარებას და ძველმოწესეებს მის დაუყოვნებლივ და უეჭველ გადაყლაპვას აიძულებდნენ. "ზოგიერთები, - ნათქვამია "ვიგის უდაბნოს ისტორიაში", - ასეთი ველური ღონისძიების მიუხედავად, იმდენს ახერხებდნენ, რომ პირში იჩერებდნენ "ზიარებას" და ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ მიწაზე აფურთხებდნენ მას" (Филиппов И. История Выговской пустыни. С. 25 и 37).
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი საშინელი დრამა ტრიალებდა ამგვარი "საიდუმლოს" ირგვლივ? ზიარების, როგორც სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანთა შერცხვენის მეთოდი, სინოდმა გადმოიტანა ძველი მწვალებლების პრაქტიკიდან. წმ. თევდორე სტოდიელი მოწმობს, რომ მის დროს ძალდატანებით ზიარებას მიმართავდნენ ხატმებრძოლეები. ის აფრთხილებდა მართლმადიდებელ ქრისტეანებს გარიდებოდნენ მწვალებლურ ზიარებას, რადგან, როგორც წმიდა მამა ამბობდა, "ვინმემ მთელი დედამიწის სიმდიდრეებიც რომ შემოგთავაზოს, მაგრამ, თანაზიარობა ჰქონდეს მწვალებლობასთან, ის არის ღმრთის მტერი და არა მეგობარი. და რას ვამბობ ზიარებაზე? ვინც მწვალებელთან ერთად ჭამს და სვამს, ან მეგობრობს, ის სცოდავს. ასეთია წმიდა იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდანთა სიტყვები. როგორ არის უნებლიე ან იძულებითი საქმე, როდესაც ვინმე, ვისაც მართლმადიდებლად მოაქვს თავი, თანაზიარობს მწვალებლობასთან. იძულება ის არის, როდესაც ვიღაცა ძალდატანებით პირს გაუღებს მართლმადიდებელს და ჩაასხამს მას მწვალებლურ ზიარებს, რასაც აკეთებდნენ ძველი ერეტიკოსები და, როგორც გავიგე, ასე იქცევიან დღევანდელი (ანუ ხატმებრძოლი - ადმ.) მწვალებლებიც" (Св. Феодор Студит. Творение. Ч. 2. С. 97-98). იგივე მეთოდით აზიარებდნენ მართლმადიდებლებს არიანელები, რომლებიც მართლმადიდებელ ქრისტეანებს პირში ჩრიდნენ ალიკაპს და ასე "აზიარებდნენ" (См. в “Летописи” Барония, лето 351, число 7). ქრისტეანებს ძალდატანებით ასხამდნენ პირში ნაკერპავს წარმართებიც (Четии-Минеи. 16 апреля. Житие свв. мучениц: Агапии, Хионии и Ирины).
5. ჩამოაყალიბა რა შეხედულება ზიარებაზე, როგორც არა ისეთ საიდუმლოზე, რომელშიც ქრისტეს ეზიარებიან, არამედ ვითარც აუცილებელ აცრაზე ან ბორკილებზე, რომელიც ყველას ოფიციალურ "მართლმადიდებლობას" მიაჯაჭვებს, სინოდალურმა იერარქიამ თავისი ეკლესიის შიგნით მოიფიქრა და სპეციალურად დაამკვიდრა ისეთი მეთოდები, რათა ვერავის შეძლებოდა ზიარებისგან თავის არიდება, თუნდაც სექტანტი ყოფილიყო იგი ან ყველა საიდუმლოს უარმყოფელი, ან კიდევ აშკარა ათეისტი.
"თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ახსოვს, - წერს სემინარიის რექტორისადმი მიწერილ თავის ღია წერილში ერთი მღვდელმსახური, - როგორ იცდიდნენ სემინარიის სტუდენტები მტვრიან და დახუთულ კარადაში, ან კიდევ საპირფარეშოში, ოღონდაც ღამისთევით ლოცვაზე არ წასულიყვნენ"; ან გავიხსენოთ თუნდაც მარხვა და ზიარება "თანაშემწის" ჩანიშვნებით! ჩემი სასკოლო შთაბეჭდილებებიდან, აცხადებს ეპისკოპოსი მიქაელი, ეს არის ყველაზე უარესი მოგონება - ეს "სუბი", რომელიც დგას წმიდა თასის წინ და ფანქრით ხელში ამოწმებს: ხომ არ სურს ვინმეს გაეპაროს "ზიარებას"?! უნდა გვიკვირდეს კი ამის შემდეგ ის სცენა, რომელსაც 1905 წლის "Русское дело"-ში ჰყვებოდა ლუბიმოვი? მიმდინარეობს დიდი მარხვის პირველი კვირა. აღსაზრდელები მარხულობენ. "სულიერ" აღმზრდელთა ჯგუფი ბანქოს თამაშობს... "სამფურცელას". "ეჰ, ბედი არ მწყალობს, ძმებო, - ამბობს ერთი, - წავალ ერთი აღსარებას ვიტყვი, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოვიგო". მიდის. 20 წუთის შემდეგ მოდის და აგრძელებს...
გასაგებია, თუკი ბარძიმთან ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ მიდიან, - ადამიანებს გამოუმუშავდებათ თავისებური დამოკიდებულება სიწმიდესთან. სასულიერო სკოლაში რელიგიური გრძნობა მოკლულია და ცხადია, მოკლულია იგი ამ "პროფესიონალიზმით", რომლის დროსაც ადამიანებს აიძულებენ უყურონ ზიარებას, როგორც ვალდებულებას, იმის მსგავსს, საცეკვაო სკოლებში ახალი "პა"-ს (ილეთის - მთარგმნ.) შესწავლას რომ ავალდებულებენ" (Любимов. Киевские вести // Русское дело. 1905).
ამ საიდუმლოს გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიაში დღემდე ასე უყურებენ. ეს შეხედულება ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ კატეხიზმურ სწავლებას. გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები ყველა საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრებიან, არც ერთ საიდუმლოზე მათ არ გააჩნიათ განსაზღვრული და უცვალებელი სწავლება. როგორ ესმით მათ ზიარების საიდუმლო? - ერთს ამტკიცებენ მათი კატეხიზმოები და კურთხევანები, და სულ სხვას - სინოდალური დადგენილებები, ცირკულარები და თვით მათი ეკლესიის ცხოვრება და სულისკვეთება.
6. გაბატონებული ეკლესია აღიარებს, რომ ევქარისტიის საიდუმლოს აღსასრულებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ რომელი კურთხევანის მიხედვით სრულდება ლიტურგია. თუ ის სრულდება ძველნაბეჭდი კურთხევანის მიხედვით, სადაც ლიტურგიის შესრულებას ითხოვენ შვიდ სეფისკვერზე, მაშინ ამგვარი ლიტურგიის შემსრულებელი დაემხობა სამღვდლო პატივისგან და თურმე, წმიდა შესაწირავი (ტარიგი) შეუძლებელია შეიცვალოს უფლის ხორცად და სისხლად. "ვინცო, - ბრძანებს სინოდი "Пращица"-ს ("შურდული") მეშვეობით, - აღასრულებს ლიტურგიას შვიდ სეფისკვერზე, რომლებზეც გამოსახულია ჯვარი, ლახვარი და ადამის თავი, მათ "აღმოსავლეთის კათოლიკე პატრიარქები: პაისი ალექსანდრიელი, მაკარი ანტიოქიელი და მოსკოვის პატრიარქი იოასაფი, რუსეთის ყველა მღვდელმთავართან ერთად, წყევლიან და დაამხობენ სასულიერო პატივისგან. და თუკი ვინმე მღვდელმსახური, უმეცრებით ცდუნებული გაბედავს ასე მსახურებას, შეეწინააღმდეგება აღმოსავლეთისა და დიდი რუსეთის ეკლესიებს, ასევე ზემოთგამოტანილ კრულვას, ამგვარნი არიან წყეულ და განკვეთილ და სასულიერო ხარისხისგან სრულიად დამხობილ. ასე, რომ კრებათაგან წყეულ და დამხობილ ამგვარ მღვდელმსახურთა მიერ აღსრულებულ ლიტურგიაზე შეუძლებელია შეიცვალოს ქრისტეს პატიოსან ხორცად და სისხლად შეწირული ღვინო და სეფისკვერი" (Питирим. Пращица. 1752. Ответ на 212 вопрос. Л. 345 и об.).
"ერთმორწმუნეობის" ("единоверие") დაფუძნებით სინოდი იძულებული გახდა ნება დაერთო "ედინოვერეცი" მღვდლებისთვის ლიტურგია შეესრულებინათ ძველი კურთხევანების მიხედვით. მაგრამ აქაც, "ედინოვერიის" დამფუძნებელმა, მოსკოვის მიტროპოლიტმა პლატონმა, საჭიროდ ჩათვალა თავისი ეკლესიის სახელით განეცხადებინა, რომ ის "ყოველ ღონეს იხმარს, რათა ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს შეცდომილნი, რისთვისაც გამოსცა მრავალი წიგნი (ცხადია, მათ შორის "Пращица"-ც იგულისხმება), რომლებშიც ნათლად და დამარწმუნებლად არის ნაჩვენები ეკლესიისგან განდრეკილთა ცდომილებანი, მათი უმეცრება და უდებებით გამოწვეული შეცდომები, რომლებიც ადრინდელ საეკლესიო წიგნებში იყო შეტანილი... და თუმცაღა არც ამჯერად შეიძლება გვქონდეს სხვა აზრი, გარდა იმისა, რაც აქამომდე გვიღიარებია ჭეშმარიტებად, ეკლესიამ, როგორც დედამ, რომელიც სწუხს მისგან წასულ შვილებზე, კეთილად განსაჯა და გადაწყვიტა შემწყნარებლური ყოფილიყო ზოგიერთი ამგვარი ცდომილებისადმი" (Труды первого единоверческого съезда в Москве. Приложение. С. 116).
ამდენად, "ედინოვერობის" დაფუძნების შემდეგაც, ოფიციალური ეკლესია არ ცვლის თავის შეხედულებას ლიტურგიის ძველი კურთხევანებით შესრულებასთან დაკავშირებით. ედინოვერცები თავიანთი პირობების მე-11 პუნქტში ითხოვდნენ: "თუკი ვინმე ბერძნულ-რუსული ეკლესიისდან (ანუ გაბატონებული ეკლესიიდან - მთარგმნ.) მოისურვებს ეზიაროს ძველმორწმუნე მღვდლისგან, არ აეკრძალოს, ასევე თუ ძველმორწმუნე მოისურვებს ზიარებს ბერძნულ-რუსული ეკლესიის მღვდელმსახურთაგან, არც მას აეკრძალოს". და რა პასუხი გასცეს ასეთ თხოვნაზე? "წესით, - პასუხობს სინოდი, - ბერძნულ-რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილს, თუ რაიმე უკიდურესი შემთხვევა არ არის, და ახლომახლო ვერსად პოულობს მართლმადიდებელ მღვდელს, უფლება არა აქვს ეზიაროს ძველმოწესე მღვდელთან, ხოლო ძველმოწესეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია ეზიაროს ჩვენს ბერძნულ-რუსულ ეკლესიაში" (Труды первого единоверческого съезда в Москве. Приложение. С. 112).
განა სრულიად ცხადი არ არის, რომ სინოდმა ჭეშმარიტად და შესრულებულად არ აღიარა საიდუმლო, რომელიც სრულდება ედინოვერცებთან და სწორედ იმიტომ, რომ ის ძველნაბეჭდი კურთხევანების მიხედვით არის შესრულებული. უკიდურესი შემთხვევა მითითებულია მხოლოდ მომაკვდავის "სანუგეშოდ", თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ის შეიძლება მაინც სრულიად უზიარებელი დარჩეს, რაკიღა ეზიარება ედინოვერეცი მღვდელმსახურის მიერ.
ერთიანი კონსისტორიის წევრებმა აღიარეს, რომ "მიუღებელია ნება დაერთოს ედინოვერეც მღვდელმსახურს იაროს მართლმადიდებელთა (ანუ "ნიკონიანელ" რეფორმატორთა - მთარგმნ.) სახლებში წმიდა აიაზმით, რადგან ამ წყლის სიწმინდე, იმ სავედრებელის გამო, რომელსაც მისი კურთხევის დროს კითხულობენ დიდი კურთხევანიდან, არცთუ უეჭველია" (Журнал казанской духовной консистории. 1904, 12 февраля. № 12; Правда Православия. 1906. № 4. С. 15). ხოლო ზიარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მაშასადამე, სინოდალური ხელისუფლების შეხედულება ძველმოწესეთა (თუნდაც "ედინოვერცების") ღვთისმსახურებაზე ისევ უცვლელი რჩება. იყო შემთხვევებიც, როდესაც გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრები ედინოვერცებსა და მათ ევქარისტიაზე ლაპარაკობდნენ მედიდურებითა და მზვაობრობით, როგორც უძლურ ბავშვებზე, რომლებიც საჭიროებენ მსუბუქ საკვებს, რაც იმაზე მოწმობს, რომ გაბატონებული ეკლესიის წარმომადგენლები და მისი ღვთისმსახურები მზად არიან ნებისმიერ მომენტში აღიარონ როგორიც გნებავთ სარწმუნოება. თანამედროვე "ღვთისმეტყველთა" ტრაგედია, უფრო სწორედ - კომედია, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ სწამთ არა ეკლესიისა და მისი საიდუმლოებებისა, არამედ ყველაზე მრავალგვაროვანი ვითარებებისა და პოლიციურ-სასულიერო განკარგულებებისა, რომლებიც ნაკარნახევია ყველაზე უხეში და ცინიკური ათეიზმით.
ედინოვერცებისთვის ნაკლებად სანუგეშოა ის, რომ სინოდმა "უკიდურეს და სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში", გაბატონებული ეკლესიის შვილს მისცა უფლება ეზიაროს ედინოვერცებთან. ამ ნებართვით სინოდმა ედინოვერცები გაუთანაბრა ისეთ მწვალებლებს, როგორებიც არიან სომხები და ანგლიკანბი. აღმოსავლელი პატრიარქები თავიანთ მრევლს უფლებას აძლევენ მიიღონ ზიარება ამ მწვალებელთგან, თუკი ამას ითხოვს ვითარება. მისიონერული გაზეთი მოწმობს, რომ "მცირე აზიის იმ ადგილებში, სადაც არ არის ბერძნული ეკლესია, ან მართლმადიდებლობის ამღიარებელი პირები, საკონსულოებში მომსახურე ადამიანებმა და სხვებმა მიმართეს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს შეკითხვით: უკიდურეს შემთვევაში, როდესაც ახლომახლო მართლმადიდებელი მღვდელი არ არის, რომელ ეკლესიას შეიძლება მიმართონ მათ სულიერი მოთხოვნილებებისა და ზიარებისთვის? პატრიარქმა უბრძანა მათ მიმართონ მხოლოდ სომხურ და არა სხვა რომელიმე ეკლესიას" (Колокол. 1910, 25 января. № 1450). მაგრამ, შემდეგ თვით პატრიარქმა დაადასტურა, რომ მან თავის მრევლს უფლება მისცა მიიღონ საიდუმლონი ანგლიკანელი მღვდლებისგანაც, ანუ იმ აღმსარებლობის მღვდელმსახურთაგან, რომლებიც ჯერ კიდევ 1655 წლიდან არიან გამოცხადებულნი პირველი კატეგორიის (ანუ თავიდან მოსანათლავ - მთარგმნ.) მწვალებლებად. სინოდალური ორგანოს, "Церковные Ведомости"-ს, 1910 წლის მე-5 ნომერში მოტანილია კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და ერთ ერთი უცხოური გაზეთი კორესპონდენტის ასეთი საუბარი:
- როგორია მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე დამოკიდებულება ანგლიკანური ეკლესიისადმი? - კითხულობს კორესპონდენტი.
- ანგლიკანური ეკლესია, - პასუხობს პატრიარქი, - რომელიც აღიარებს და პატივს მიაგებს აღმოსავლეთის ეკლესიის სიძველეს, შეიძლება თანხმობაში მოვიდეს ჩვენთან, მითუმეტეს, რომ ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ გულითადი და თბილია, არამედ იქამდეც კი მივიდა, რომ ურთიერთშეთანხმების შედეგად, იმ ადგილებში, სადაც არ არის ანგლიკანური მღვდელმთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, მართლმადიდებლურ მღვდელს შეუძლია ანგლიკანელ მორწმუნეს მისცეს ზიარება, და პირიქით, ანგლიკანელმა მღვდელმა, - მართლმადიდებელ ქრისტიანს.
ბერძნულრუსული ეკლესიისა და ანგლიკანური ეკლესიის ასეთ ერთობაზე გვამცნობს ალიასკის ეპისკოპოსი ინოკენტიც. თავის დროზე რუსეთის პრესაში ნაუწყები იყო: " რუსეთის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ალიასკაში, მართლმადიდებლური და ანგლიკანური ეკლესიის ერთობის ცნობილმა მომხრემ, ინოკენტიმ წმ. სინოდს გამოუგზავნა თავის შეტყობინება ინგლისში მისი ყოფნის შესახებ და ამცნო, თუ როგორ შეხვდა მას ანგლიკანური სამღვდელოება ლონდონში. ის ღვთისმსახურებასაც კი დაესწრო წმ. ალბანი სახელობის ტაძარში, სადაც ინგლისურ ენაზე აკურთხა შეკრებილნი. ანგლიკანური და მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის საზოგადოებაში მან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უფლება მისცა ორივე ეკლესიის მღვდლებს, მისიის შორეულ წერტილებში შეასრულონ ღვთისმსახურება ამ ეკლესიათა წევთათვის; რომ ეპისკოპოსებს შეუძლიათ შეენაცვლონ ერთმანეთს, როდესაც ერთ ერთ მათგანს წასვლა უწევს მისიის საქმეებზე შორეულ კუთხეებში" (Наша Газета. 1909. № 86).
როგორმე უნდა შეიგნონ ედინოვერცებმა ის მწარე ფაქტი, რომ რუსეთის სინოდალური ეკლესია მათ არ მიაგებს იმ პატივსა და ყურადღებას, როგორსაც იჩენს ის პირველჩინოსანი მწვალებლების - ანგლიკანებისადმი. სინოდის თვალში ედინოვერცები არ იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას. სინოდის მსჯავრით, ძველმოწესე ედინოვერცების ზიარება ჯერ კიდევ შეიძლება გავუთანაბროთ სომხებისა და ანგლიკანების ზიარებას, მაგრამ მათი აიაზმა არის საეჭვო; ხოლო თვით ედინოვერცები ამ ათასწლოვან მწვალებლებზე უარესებად არიან მიჩნეულნი, რომლებთანაც ასე ახლოს დგას და მეგობრობს სინოდალური იერარქია.
7. 1910 წლის " Миссионерское Обозрение"-ს ("მისიონერული მიმოხილვა") სექტემბრის წიგნში დაიბეჭდა "მისიონერი მწერლის" ნიკიტა გრინიანკინის წერილი სახელწოდებით: "о церковном провозглашении старообрядчества еретичеством" ("ძველმოწესეობის მწვალებლობად გამოცხადების შესახებ"), რომელიც მან წაიკითხა ირკუტსკის სამისიონერო ყრილობაზე. მომხსენებელი ამტკიცებს, რომ ძველმოწესეები არიან მწვალებლები, ნივთმორწმუნენი, რადგან საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვეულებებს - ნივთებს. მაგრამ, ისმინეთ, როგორ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თვით გაბატონებული ეკლესია ისეთ ნივთებს, როგორიცაა საფუარი და მარილი, ცხადია, არა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, სადაც ამ პროდუქტების გარეშე ძნელია ცხოვრება, არამედ საეკლესიო საიდუმლოებებში.
"მისიონერული მიმოხილვა" ამ ბოლო დროს დაბეჯითებით უწევს რეკლამას "მ. ვ. სკოვრცოვის ახალ გამოცემებს: "მართლმადიდებელ ერს კათოლიკურ ცდომილებათა შესახებ". სკვორცოვს ამ მიმართულებით გამოუცია ბროშურათა მთელი სერია, სადაც თითოეულ მათგანში მხილებულია ის ცდომილება, რომლითაც ყველაზე მძიმე ხარისხით დასნებოვნებულია თვით სინოდალური ეკლესია.
ერთ ერთ ბროშურაში ლათინური ეკლესია მხილებულია ევქარისტიის საიდუმლოს მაცაზე (აუფუვებელ პურზე) შესრულებისთვის. ძველი რუსი პოლემისტები, ნათქვამია ამ ბროშურაში, ლათინურ ეკლესიას მაცასავით მკვდარსა და უსიცოცხლოს უწოდებდნენ. "მაცის შესახებ, - ამბობენ პოლემისტები, - უნდა იცოდეთ, რომ ობლატები - იუდეური ძველი მსხვერპლია, და არა ახალაღთქმისეული. უნდა უწყოდენ ლათინებმა, ობლატების მჭამელებმა, რომ ნთქავენ მათ ისე, როგორც მძორს ძაღლები; ამავე დროს ვარდებიან აპოლინარის წყეულ ერესში... და უფლის სხეულის ნაცვლად უსიცოცხლო სხეულს ღებულოლბენ, რადგან არა აქვს მას არც საფუარი და არც მარილი, რომელიც პურში არის მისი სულივით... პური სრულყოფილია და ცოცხალი, რადგან საფუარი იგივეა მასში, რაც სული სხეულში; მაცა კი მკვდარია და უსიცოცხლო, ამიტომაც არ არის ჯეროვანი სიკეთე შევცალოთ ბოროტებით. და ვინც არ იყენებს პურს ევქარისტიაში, მას არ სწამს ცხოველმყოფელი ქრისტეს სხეულის..." (Околович К. На каком хлебе должно совершать таинство Евхаристии. С. 13-14).
ამრიგად, ასეთი გრიგალი აუტეხიათ ოფიციალური ეკლესიის ღვთისმეტყველთ მხოლოდ ერთი საფუარის გულისთვის და ასეთი საშინელი მსჯავრი გამოუტანიათ: აქ არის აპოლინარის მწვალებლობა, მკვდარი და უსიცოცხლო "იუდაური ობლატები" და ძაღლების საჭმელი მძორი. "კათოლიკეები სახარებას რომ კითხულობდნენ, - ამხელს ლათინებს სკვორცოვი, - შეიტყობდნენ, რომ ობლატებით ზიარებით ასრულებენ არა უფლის მცნებას, არამედ თავიანთი პაპის გამონაგონს; რომ ჩვეულება, ზიარებისას გამოიყენებულ იქნას მაცა დამკვიდრებულია არა იესუ ქრისტეს, არამედ ქსენძებისა და პაპების მიერ, რომლებსაც, თავიანთი ამპარტავნებით სურდათ ხალხისთვის ეჩვენებინათ საკუთარი ძალაუფლება და პატივი. უბედური კათოლიკეები! ისინი მისდევენ არა ქრისტეს, არამედ თავიანთ პაპებს. ქრისტეს მხილება მათ არ ესმით!" (Околович К. На каком хлебе... С. 15).
დამრიგებლური ტონი უჭირავს კათოლიკურ ცდომილებათა თანამედროვე მამხილებელსაც, რომელიც თავის ხალხს ეუბნება: "მაშ მტკიცედ იდექით, მართლმადიდებელნო, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, იმ სახარებისეულ სწავლებაში, რომელიც მოგვიტანა დედამიწაზე თვით იესუ ქრისტემ, რომელიც გადმოგვცეს მისმა მოწაფეებმა და მოციქულებმა, რომელსაც გასწავლიან თქვენ ჩვენი მოძღვრები, თქვენი სულიერი მამები და რომლის დაკარგვა ტოლფასია ზეციური სასუფევლის დაკარგვის!" (Околович К. На каком хлебе ... С. 15).
მაგრამ, მოგვეცით ნება ვიკითხოთ: თქვენ, ლათიონობის მამხილებელნო, გჯერათ კი თავად ის, რასაც ლაპარაკობთ? რადგან ერისადმი ასეთი მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ ძველმოწესეებს, რადგან მხოლოდ ისინი დგანან მტკიცედ მართლმადიდებლურ ნიადაგზე და შეურყევლად იცავენ ძველი ეკლესიის გადმოცემებს. თქვენ კი?... წაიკითხეთ გრინიანკინის მოხსენება, როგორ დასცინის ის "ძველმოწესეთა ნივთმორწმუნეობას". და, როგორ ფიქრობთ, რწმენა საფუარისა და მარილის საიდუმლო ძალაზე - ეს რა, ნივთმორწმუნეობა არ არის? დასცინეთ და ამასხარავეთ საკუთარი ეკლესია, სამარცხვინო ბოძს გააკარით საკუთარი თავი, თქვენ, ჭეშმარიტად საკუთარი თავის მჭამელებო. ჭამეთ, ვითარც ძაღლებმა, საკუთარი მძორი.
ლათინო-
სიმეონ პოლოცკის თანამედროვე, ცნობილი ბერი ეპიფანე სლავინეცკი, ამტკიცებს, რომ სიმეონი შეგნებულად და მიზანმიმართულად ავრცელებდა მოსკოვში ლათინურ მწვალებლობებს, მათ შორის "კათოლიკურ სწავლებას წმიდა ძღვენის გარდაქმნის შესახებ არა მღვდლის საგანგებო ლოცვის, არამედ ქრისტეს სიტყვების: "მიიღეთ და სჭამეთ..." წარმოთქმის შემდეგ". "ეს სწავლება, -
სწავლებას იმის შესახებ, რომ ლიტურგიაზე ძღვენთა გარდაქმნა აღესრულება ქრისტეს სიტყვებით: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი" -
პატრიარქ იოაკიმეს დროს გამოჩნდა ბეჭდვითი წიგნი სახელწოდებით: “Выклад о церкви святой”, რომელიც ცრუდ იმოწმებს წმიდა მამებს, თითქოსდა მათი სწავლებით ლიტურგიაზე პური და ღვინო უფლის ხორცად და სისხლად გარდაიქმნება მხოლოდ სიტყვების: "მიიღეთ და სჭამეთ" და "სუთ მისგან ყოველთა" შემდეგ. არაფერი ამდაგვარი არცერთ წმიდა მამას აზრადაც არ ჰქონია, არც არასდროს უსწავლებიათ, არც დაუწერიათ სადმე, არამედ ეს მხოლოდ ლათინ პაპთა ახალი სწავლებაა, გამოგონილი აღმოსავლეთის წმიდა ეკლესიისგან მათი განდგომის შემდეგ (Иоаким патриарх. Указ. соч. С. 21).
შემდეგ, წიგნ " Выклад"-
ამ "Выклада"-
განიხილავდა რა წიგნს სახელწოდებით "Выклад", პატრ. იოაკიმემ ამ წიგნის ავტორის მხილება ლათინიზმში, მიმართა, საკუთრივ 1666 წლის კრების მიერ შედგენილი "Жезл Правления"-
როგორც ცნობილია, "Жезл"-
“Истинно то есть, -
მაგრამ, ეს ღვთისმეტყველება ხომ სიტყვა სიტყვით არის გადმოცემული იოაკიმეს მიერ მხილებულ "Выкладе"-
აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ პატრ. იოაკიმე მწვალებლობაში ამხელდა სწორედ "Жезл"-
და მართლაც, "Жезла"-
თანამედროვე ისტორიკოსი, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი პ. სმირნოვი, დაუფარავად აღიარებს, რომ "Жезле"-
სხვათა შორის, რამდენად მართალნი ყოფილან ჩვენი წინაპრები, მათ თანამედროვე უმაღლეს იერარქიას ლათინობისკენ გადახრაში რომ ამხელდნენ! და ეს გადახრა ცალკეულ პირთა გადახრა როდი იყო, არამედ ყველა რუსი მღვდელმთავრისა აღმოსავლელ პატრიარქებთან ერთად. "უპირველეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ, -
წიგნს "Жезл Правления" დღემდე გააჩნია კანონიკური მნიშვნელობა გაბატონებულ ეკლესიაში. შედეგად, ამ წიგნის მწვალებლური დოგმატი ძღვენთა გარდაქმნის დროის შესახებ მყარად და უცვალებლად არის აღიარებული. ამავე დროს, მყარად და უცვალებლად არის აღიარებული პატრ. იოაკიმეს შეხედულება იმაზედ, რომ "Жезл"-
წინგში "Пращица", რომელიც იმავე გაბატონებული ეკლესიის მიერ არის გამოცემული და "Жезл"-
“Аще ли кто противно святей восточней и великороссийской церкви мудрствуя, едиными точию словеси Христовыми, якоже и латины мудрствуют, кроме оных словес, яже глаголются со знамением честнаго креста сие есть: И сотвори убо хлеб сей, честное Тело Христа твоего: А еже в чаши сей, честную Кровь Христа твоего, преложив Духом Твоим Святым, аминь, аминь, аминь. Таковаго быти разумею суща неправославна” (Пращица. Ответы на 195 вопросов. 1752. Л. 334).
"შურდულის" ("Пращица") ამ მსჯავრის მიხედვით, გაბატონებულ ეკლესიაში ყველანი მწვალებლები არიან: ისიც, ვინც შეადგინა "Жезл"-
თავის მხრივ, "კვერთხის" მწვალებლური დოგმატის დამცველებიც არ ერიდებიან მსგავს მუქარებს.
“Аще ли кто ныне, — სჯულმდებლობს 1667 წლის კრება, — начнет прекословити о изложенных винах на соборе сем великом, от святейших вселенских патриарх яже исправиша и узаконоположиша о аллилуйи, и о кресте и о прочих винах, яже писаны в соборном изложении настоящего сего собора, в лето от Божия по плоти рождения 1667 и в книзе Правления Жезла, да будет по апостолу Павлу в правду самоосужден и наследник клятве сего собора, писанный в соборном деянии его, яко преслушник Божий, и святых отец правилом противник” (Деяния собора 1667 г. Л. 93 и 93 об.).
("ვინც შეეწინააღმდეგოს კრების დადგენილებებს ალილუიას, ჯვრისა და სხვა ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შესწორებული და დამტკიცებულია მსოფლიო პატრიარქთა მიერ, და რომელიც გადმოცემულია 1667 წლის კრების საქმეებსა და წიგნში "კვერთხი", მოციქულ პავლეს თანახმად დე იყოს ამ კრების წყევლის მემკვიდრე და თვითდასჯილ, ვითარც ღმრთისგან განდრეკილი და წმიდა მამათა კანონების მოწინააღმდეგე").
მოკლედ, არცთუ სასიამოვნო "მემკვიდრეობას" ჰპირდება 1667 წლის კრება იმ ადამიანებს, ვინც ამ კრების დადგენილებებს არ ეთანხმება და წიგნ "კვერთხის" სწავლებებს არ მისდევს. კრების თქმით, წყევლის მემკვიდრე "სიკვდილის შემდეგაც განკვეთილი იქნება და მისი სული შთავარდება ჯოჯოხეთს იუდა გამყიდველისა და ქრისტეს ჯვარმცმელი იუდეველების სულების სამყოფელში, სადაც არიან არიოზიც და მისი მსგავსი მწვალებლები. რკინა, ქვა და ხე დაიშლება და დაირღვევა, ხოლო ამდაგვარი მწვალებელი (ანუ, ვინც 1667 წლის კრების დადგენილებებს არ მისდევს -
საწყალი ნიკონიანელები! ისინი იმყოფებიან გამოუვალ მდგომარეობაში: როგორც უნდა ირწმუნონ წმიდა ძღვენის შეცვალების შესახებ, მწვალებლობაში ბრალდებას მაინც ვერ აიცილებენ. "კვერთხი" და 1666/67 წლის კრებები, ასევე "შურდული", იოაკიმე და მთელი წმიდა სინოდი თითქოსდა შეითქვნენო -
2. საკმარისია რომელიმე საღვთისმეტყველო საკითხისგან იშვას ერთი მწვალებლობა, იმწამსვე მისგან მრავლობას იწყებს მრავალი ერესი. იმის შემდეგ რაც მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ ამხილა ოფიციალურ, ნიკონიანურ ეკლესიაში დაბუდებული ლათინური მწვალებლობა წმიდა ძღვენის შეცვალების შესახებ, მანვე ამხილა თავისი ეკლესიის სხვა ერესიც. მან ამ მწვალებლობას "პურთაყვანისმცემლობა" უწოდა. მისი არსი, ეკლესიაში, ლიტურგიაზე, დიდი გამოსვლის დროს მლოცველ მორწმუნეთა ღვთისმოშიშებით თაყვანისცემაში მდგომარეობს. ამ მომენტში (როდესაც სამკვეთლოდან წმიდა ძღვენი -
"პურთაყვანისცემის" მწვალებლობის მხილებას იოაკიმე ასეთი მსჯელობითაც ამაგრებს: "საღმრთო ლიტურგიაში, პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად შეცვალების შემდეგ მას თაყვანი უნდა ვცეთ როგორც თვით უფალს, იესუ ქრისტეს. მაგრამ, შეცვალებამდე, თავისი არსით, ის ჩვეულებრივი ქმნილებაა (ანუ ჯერაც პურია და ღვინო -
არის კი საჭირო თქმა იმისა, რომ ეს "პურთაყვანისმცემლური მწვალებლობა" დღემდე არ გაუქმებულა გაბატონებულ ეკლესიაში. შეიარეთ ნებისმიერ ტაძარში ღვთისმსახურების დროს, როდესაც იქ ლიტურგია ტარდება და იხილავთ, როგორი გულმოდგინებით სრულდება იქ ეს "ლათინური მწვალებლობა", პურისა და ღვინის თაყვანისცემა დიდი გამოსვლის დროს და ასევე ასამაღლებელის: "მოვედით და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი"-
3. თავიანთ კატეხიზმოებში, კურთხევანებსა და პოლემიკურ წიგნებში, გაბატონებული ეკლესია გამოხატავს რწმენას, რომ ზიარების საიდუმლო არის "საღმრთო, უკვდავი და ცხოველმყოფელი", ანუ ეს არის "თვით უპატიოსნესი ხორცი ქრისტესი და მისი უპატიოსნესი სისხლი". ეს არის "ცეცხლი ცოდვათა შემწველი და ცოდვათაგან განმწმენდელი". გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა მამამთავარი, ნიკონი, ყოფილი პატრიარქი, შესაძლებლად არ მიიჩნევდა ზიარება მიეცა ქურდებისა და ყაჩაღებისთვის მათი წინასასიკვდილო აგონიის წინაც კი. ამაში ხედავდა ის თვით ქრისტეს დამცირებას: "მე დავაგზავნე, -
სულ სხვაგვარად უყურებდნენ ამ საიდუმლოს დედოფალ სოფია ალექსის ასულის დროინდელი მაღალყოვლადუსამღვდელოესნი. სოფიას საყოველთაოდ ცნობილ, დრაკონულ განკარგულებებში, რომელიც ნაკარნახევია მოსკოვის "უწმინდესი" პატრიარქის, იოაკიმეს მიერ, განწესებული იყო: "ვინც დაიარება სოფლიდან სოფელში და სრულწლოვან ადამიანებსა და პატარებს თავიდან ნათლავს, მათ ადრინდელ ნათლობას კი არაფრის მაქნისად თვლის და სწორად და მართებულად ამგვარი "ქურდების" მიერ აღსრულებულ ნათლობას მიიჩნევს, ღმრთის ეკლესიასაც რომც შეუვრდეს, თავისი სულიერი მოძღვრის წინაშეც შეინანოს და მოსურნე იქნეს ეზიაროს, მისი აღსარებისა და ზიარების შემდეგ ყოველგვარი შეწყალების გარეშე სიკვდილით უნდა დაისაჯოს" (Барсов В.Е. Новые материалы для истории старообрядчества. С. 27).
აქედან ცხადია, რომ პატრიარქი იოაკიმე და მისი თანამედროვენი ზიარების მაცხოვნებლობაზე უფრო დიდ მნიშვნელობას უმოწყალო და საშინელ მკვლელობას ამჯობინებდნენ. მართლაც, რა საჭირო იყო იმისი დასჯა, ვინც აღიარა თავისი სულიერი დანაშაული და ზიარება მიიღო? თუ მათი გულწრფელობისა ეეჭვებოდათ და თვლიდნენ, რომ ისინი სულის სიღრმეში არიან სქიზმატიკოსები და მწვალებლები, განა იყვნენ კი ისინი ღირსნი წმიდა ზიარებისა? "მწვალებელსა და სქიზმატიკოსს, -
შეუძლებელია ეს განჩინება არ სცოდნოდათ მღვდელმთავრებს პატრიარქ იოაკიმეს მეთაურობით. და თუკი, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აძლევდნენ ზიარებას "ძაღლებს", ნიშნავს, რომ მათ ეს საიდუმლო დაიყვანეს ერთგვარ საშუალებამდე ან პლასტირამდე, რომელიც შეიძლება მიადო ნებისმიერ კეთროვანსა და სნეულს. თუ მათ, როგორც ეს სოფიას განკარგულებებშია ნათქვამი, სწამდათ, რომ სქიზმატიკოსი "ქურდები" "ჭეშმარიტად" შეინანებდნენ და ჭეშმარიტი რწმენით მიიღებდნენ ზიარებას, და მიუხედავად ამის, მაინც სიკვიდლით სჯიდნენ, ნიშნავს, რომ პატრიარქ იოაკიმესა და იმდროინდელ სამღვდელოებას ზიარება არ მიაჩნდათ საკმარის საშუალებად იმისთვის, რომ ეხსნათ მონანული ადამიანები და მისი მეშვეობით შეეყვანათ ისინი სამარადისო სასუფეველში. სიკვდილით დასჯა მათ გახადეს ზიარების აუცილებელ დამატებად ასეთი ადამიანებისთვის. მხოლოდ ამ სისხლიანი რიტუალის შესრულების შემდეგ რწმუნდებოდნენ ისინი, რომ ასე დასჯილები უეჭველად დაიმკვიდრებდნენ ქრისტეს სასუფეველს.
რწმენა იმისა, რომ ზიარების საიდუმლო ნაკლებად მაცხოვნებელია, ვიდრე სიკვდილით დასჯა, -
4. გაბატონებული ეკლესიის პეტრე პირველის დროინდელი მღვდელმთავრები და ღვთისმეტყველები ზიარების საიდუმლოს უყურებენ როგორც ტატუირების განსაკუთრებულ ფორმას ან, უმეტეს შემთხვევაში, როგორც შურისძიების სასტიკ იარაღს. ეს საიდუმლო მათ პოლიციური ძიებისა და დევნის იარაღადაც კი აქციეს. სინოდმა იცოდა, რომ მრავალი ძველმორწმუნე, რომელსაც სასტიკი და სისხლიანი დევნის ეშინოდა, ძველ ქრისტეანთა მსგავსად, მალავდა თავის სარწმუნოებას და ჩვეულებრივ ნიკონიანელთა შორის მშვიდად ცხოვრობდა. როგორ უნდა გამოეცნო ოფიციოზს მათი ძველმოწესეობისადმი კუთვნილება? სინოდმა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ ამ საქმეში ჩართო ზიარება და ის პოლიციური დევნის საშუალებად აქცია.
"თუ რომელიმე ქრისტეანი, -
ცხადია, ასეთი გზით გამომჟღავნებული ძველმოწესეები უარს ამბობდნენ ზიარებაზე. ასეთ შემთხვევაში მათ ძალდატანებით აზიარებდნენ. სინოდი თითქოსდა ეუბნებოდა ძველმოწესეებს: "აჰა, თქვენ გეშინიათ ჩვენი ზიარების, რადგან დანაშაულებრივად და სამარცხვინოდ მიიჩნევთ მას, მაშ იწვნიეთ ძალით შერცხვენა. თქვენს სულებს ჩვენი ზიარებით დავდაღავთ".
გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრობამ ჯერ საკუთარი ეკლესია გადააქცია სახელმწიფო ხაზინად, შემდეგ კი საეკლესიო საიდუმლოებებიც სახაზინო ღონისძიებებად აქცია. ძველმოწესეებს დასაცინად და მასხრად ასაგდებად ჯიბრზე აზიარებდნენ. გაბატონებული ეკლესია მათ ყოველგვარ მწვალებელზე და თვით "იუდეველთა უარეს" მწვალებლებად მიიჩნევდა. მიტროპოლიტი არსენი მაციევიჩი ეკლესიის სახელით აცხადებს, რომ "რასკოლნიკების ამოწყვეტა უნდა მიმდინარებოდეს უფრო მეტი მონდომებით და პრინციპულობით, ვიდრე იუდეველებისა და სხვა მწვალებლებისა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ" (Синайский А. Отношение... С. 150).
ძველმოწესეებზე მოსინჯეს ყველა უსასტიკესი სასჯელი: მათ ხერხავდნენ, ჭრიდნენ, აწამებდნენ, ცოცხლად წვავდნენ. და ეს ყოველივე სინოდისთვის მცირე აღმოცნდა, ის თავს იმტვრევდა იმაზე, "იუდეველთა უმეტეს" მწვალებლებისთვის ამაზე უარესი სასჯელი მოეფიქრებინა. და მოიფიქრა კიდეც: ძველმოწესეთა ძალდატანებითი ზიარება.
სინოდში ბრწყინვალედ ესმოდათ, რომ დევნის გარეგნულმა ფორმებმა შედეგი ვერ გამოიღო და მიზანი მიღწეულ ვერ იქნა. ეს მეთოდები სულაც ვერ აზიანებდნენ ძველმოწესეთა სულებს, ამ ტანჯვა-
ქრისტეანობის ყველაზე უდიდეს მგმობარსაც კი ვერ მოაფიქრდებოდა ამაზე უფრო ათეისტური და მკრეხელური დამოკიდებულება ზიარების საიდუმლოსთან, რომელიც პრაქტიკაში დანერგეს სინოდმა და მისმა ბეჯითმა მსახურებმა. ერთ ერთი ამ მსახურთაგან, კერძოდ, ობერ-
ობერ-
ეს შეკითხვა, სხვა დროს, დასხვა ტობოლის მიტროპოლიტმა ანტონიმ და არქიმანდრიტმა ანტონიმაც. 1722 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სინოდმა დასმული საკითხი გადაწყვიტა შემდეგნაირად: "ძველად არსებობდა კანონები მათთვის ვინც მძიმედ სცოდავდა და მათ დიდი ხნით არ აზიარებდნენ, და ეს იყო საეკლესიო მკურნალობა, რათა ცოდვილებს თავიანთი უსჯულოების სიმძიმე შეგნებული ჰქონოდათ; ამჯერად კი "რასკოლნიკებმა" ეს კანონი უფლებად გაიხადეს და მოჩვენებითად იბრალებენ თავზე უმძიმეს ცოდვებს, ჩვენგან რომ არ ეზიარონ. მაგრამ რადგან ეკლესიას ყოველთვის გააჩნია ძალმოსილება თავისი შვილების საკურნებლად, დროისა და ადამიანთა ზნეობის შესაბამისად, უჩერებს აღსარებაზე მოსულთ ამ ძველ კანონს, რადგან ის ბოროტმა და მზაკვარმა ადამიანებმა, რომლებიც უღმრთოდ გმობენ ჩვენს ევქარისტიას, მიაქციეს თავიანთ სასარგებლოდ; ამიტომაც, მონანული, როგორი ცოდვაც უნდა ჰქონდეს მას, დაუყოვნებლივ უნდა აზიაროთ" (Синайский А. Указ. соч. С. 233).
ამ ველურ დადგენილებაში სინოდი ეკლესიის სახელით ავალდებულებს თავის მღვდელმსახურებს, აზიარონ ის ადამიანები, რომელთა შესახებაც უწყის, რომ ესენი არიან "რასკოლნიკები", "მათი ევქარისტიის უღმრთო მგმობარები", რომლებიც ყველანაირ ხერხს მიმართავენ ოღონდ როგორმე "მოიგერიონ" მათთვის არასაჭირო და საძულველი "ზიარება". შეიძლება თუ არა ასეთ ადამიანებს ზიარება შეერგოთ "მისატევებლად ცოდვათა"? ცხადია, რომ სინოდმა "რასკოლთან" საბრძოლველად ზიარება გამოიყენა, როგორც საწამლავი, რომლითაც შეიძლება ზიანი მიაყენო შენს მტერს, შებილწო და გააუვნებელჰყო იგი. შებილწვის საშუალებად კი სინოდმა აღიარა საკუთარი ევქარისტია. აი, რაში მდგომარეობს მისთვის ქრისტეს უდიდესი საიდუმლო.
1723 წლის 14 ოქტომბრის ახალ განკარგულებაში სინოდმა აღიარა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე იგონებენ ათასგვარ ცოდვებს, ამით სჩადიან ახალ ცოდვას, რომელიც მათ არ მიეტევებათ, მიუხედავად ამისა, მაინც გამოსცა მათი ზიარების განკარგულება.
""რასკოლში" (ანუ ძველმოწესეობაში -
ი. ფილიპოვის "ვიგის უდაბნოს ისტორია"-
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი საშინელი დრამა ტრიალებდა ამგვარი "საიდუმლოს" ირგვლივ? ზიარების, როგორც სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანთა შერცხვენის მეთოდი, სინოდმა გადმოიტანა ძველი მწვალებლების პრაქტიკიდან. წმ. თევდორე სტოდიელი მოწმობს, რომ მის დროს ძალდატანებით ზიარებას მიმართავდნენ ხატმებრძოლეები. ის აფრთხილებდა მართლმადიდებელ ქრისტეანებს გარიდებოდნენ მწვალებლურ ზიარებას, რადგან, როგორც წმიდა მამა ამბობდა, "ვინმემ მთელი დედამიწის სიმდიდრეებიც რომ შემოგთავაზოს, მაგრამ, თანაზიარობა ჰქონდეს მწვალებლობასთან, ის არის ღმრთის მტერი და არა მეგობარი. და რას ვამბობ ზიარებაზე? ვინც მწვალებელთან ერთად ჭამს და სვამს, ან მეგობრობს, ის სცოდავს. ასეთია წმიდა იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდანთა სიტყვები. როგორ არის უნებლიე ან იძულებითი საქმე, როდესაც ვინმე, ვისაც მართლმადიდებლად მოაქვს თავი, თანაზიარობს მწვალებლობასთან. იძულება ის არის, როდესაც ვიღაცა ძალდატანებით პირს გაუღებს მართლმადიდებელს და ჩაასხამს მას მწვალებლურ ზიარებს, რასაც აკეთებდნენ ძველი ერეტიკოსები და, როგორც გავიგე, ასე იქცევიან დღევანდელი (ანუ ხატმებრძოლი -
5. ჩამოაყალიბა რა შეხედულება ზიარებაზე, როგორც არა ისეთ საიდუმლოზე, რომელშიც ქრისტეს ეზიარებიან, არამედ ვითარც აუცილებელ აცრაზე ან ბორკილებზე, რომელიც ყველას ოფიციალურ "მართლმადიდებლობას" მიაჯაჭვებს, სინოდალურმა იერარქიამ თავისი ეკლესიის შიგნით მოიფიქრა და სპეციალურად დაამკვიდრა ისეთი მეთოდები, რათა ვერავის შეძლებოდა ზიარებისგან თავის არიდება, თუნდაც სექტანტი ყოფილიყო იგი ან ყველა საიდუმლოს უარმყოფელი, ან კიდევ აშკარა ათეისტი.
"თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ახსოვს, -
გასაგებია, თუკი ბარძიმთან ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ მიდიან, -
ამ საიდუმლოს გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიაში დღემდე ასე უყურებენ. ეს შეხედულება ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ კატეხიზმურ სწავლებას. გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები ყველა საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრებიან, არც ერთ საიდუმლოზე მათ არ გააჩნიათ განსაზღვრული და უცვალებელი სწავლება. როგორ ესმით მათ ზიარების საიდუმლო? -
6. გაბატონებული ეკლესია აღიარებს, რომ ევქარისტიის საიდუმლოს აღსასრულებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ რომელი კურთხევანის მიხედვით სრულდება ლიტურგია. თუ ის სრულდება ძველნაბეჭდი კურთხევანის მიხედვით, სადაც ლიტურგიის შესრულებას ითხოვენ შვიდ სეფისკვერზე, მაშინ ამგვარი ლიტურგიის შემსრულებელი დაემხობა სამღვდლო პატივისგან და თურმე, წმიდა შესაწირავი (ტარიგი) შეუძლებელია შეიცვალოს უფლის ხორცად და სისხლად. "ვინცო, -
"ერთმორწმუნეობის" ("единоверие") დაფუძნებით სინოდი იძულებული გახდა ნება დაერთო "ედინოვერეცი" მღვდლებისთვის ლიტურგია შეესრულებინათ ძველი კურთხევანების მიხედვით. მაგრამ აქაც, "ედინოვერიის" დამფუძნებელმა, მოსკოვის მიტროპოლიტმა პლატონმა, საჭიროდ ჩათვალა თავისი ეკლესიის სახელით განეცხადებინა, რომ ის "ყოველ ღონეს იხმარს, რათა ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს შეცდომილნი, რისთვისაც გამოსცა მრავალი წიგნი (ცხადია, მათ შორის "Пращица"-
ამდენად, "ედინოვერობის" დაფუძნების შემდეგაც, ოფიციალური ეკლესია არ ცვლის თავის შეხედულებას ლიტურგიის ძველი კურთხევანებით შესრულებასთან დაკავშირებით. ედინოვერცები თავიანთი პირობების მე-
განა სრულიად ცხადი არ არის, რომ სინოდმა ჭეშმარიტად და შესრულებულად არ აღიარა საიდუმლო, რომელიც სრულდება ედინოვერცებთან და სწორედ იმიტომ, რომ ის ძველნაბეჭდი კურთხევანების მიხედვით არის შესრულებული. უკიდურესი შემთხვევა მითითებულია მხოლოდ მომაკვდავის "სანუგეშოდ", თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ის შეიძლება მაინც სრულიად უზიარებელი დარჩეს, რაკიღა ეზიარება ედინოვერეცი მღვდელმსახურის მიერ.
ერთიანი კონსისტორიის წევრებმა აღიარეს, რომ "მიუღებელია ნება დაერთოს ედინოვერეც მღვდელმსახურს იაროს მართლმადიდებელთა (ანუ "ნიკონიანელ" რეფორმატორთა -
მაშასადამე, სინოდალური ხელისუფლების შეხედულება ძველმოწესეთა (თუნდაც "ედინოვერცების") ღვთისმსახურებაზე ისევ უცვლელი რჩება. იყო შემთხვევებიც, როდესაც გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრები ედინოვერცებსა და მათ ევქარისტიაზე ლაპარაკობდნენ მედიდურებითა და მზვაობრობით, როგორც უძლურ ბავშვებზე, რომლებიც საჭიროებენ მსუბუქ საკვებს, რაც იმაზე მოწმობს, რომ გაბატონებული ეკლესიის წარმომადგენლები და მისი ღვთისმსახურები მზად არიან ნებისმიერ მომენტში აღიარონ როგორიც გნებავთ სარწმუნოება. თანამედროვე "ღვთისმეტყველთა" ტრაგედია, უფრო სწორედ -
ედინოვერცებისთვის ნაკლებად სანუგეშოა ის, რომ სინოდმა "უკიდურეს და სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში", გაბატონებული ეკლესიის შვილს მისცა უფლება ეზიაროს ედინოვერცებთან. ამ ნებართვით სინოდმა ედინოვერცები გაუთანაბრა ისეთ მწვალებლებს, როგორებიც არიან სომხები და ანგლიკანბი. აღმოსავლელი პატრიარქები თავიანთ მრევლს უფლებას აძლევენ მიიღონ ზიარება ამ მწვალებელთგან, თუკი ამას ითხოვს ვითარება. მისიონერული გაზეთი მოწმობს, რომ "მცირე აზიის იმ ადგილებში, სადაც არ არის ბერძნული ეკლესია, ან მართლმადიდებლობის ამღიარებელი პირები, საკონსულოებში მომსახურე ადამიანებმა და სხვებმა მიმართეს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს შეკითხვით: უკიდურეს შემთვევაში, როდესაც ახლომახლო მართლმადიდებელი მღვდელი არ არის, რომელ ეკლესიას შეიძლება მიმართონ მათ სულიერი მოთხოვნილებებისა და ზიარებისთვის? პატრიარქმა უბრძანა მათ მიმართონ მხოლოდ სომხურ და არა სხვა რომელიმე ეკლესიას" (Колокол. 1910, 25 января. № 1450). მაგრამ, შემდეგ თვით პატრიარქმა დაადასტურა, რომ მან თავის მრევლს უფლება მისცა მიიღონ საიდუმლონი ანგლიკანელი მღვდლებისგანაც, ანუ იმ აღმსარებლობის მღვდელმსახურთაგან, რომლებიც ჯერ კიდევ 1655 წლიდან არიან გამოცხადებულნი პირველი კატეგორიის (ანუ თავიდან მოსანათლავ -
-
-
ბერძნულრუსული ეკლესიისა და ანგლიკანური ეკლესიის ასეთ ერთობაზე გვამცნობს ალიასკის ეპისკოპოსი ინოკენტიც. თავის დროზე რუსეთის პრესაში ნაუწყები იყო: " რუსეთის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ალიასკაში, მართლმადიდებლური და ანგლიკანური ეკლესიის ერთობის ცნობილმა მომხრემ, ინოკენტიმ წმ. სინოდს გამოუგზავნა თავის შეტყობინება ინგლისში მისი ყოფნის შესახებ და ამცნო, თუ როგორ შეხვდა მას ანგლიკანური სამღვდელოება ლონდონში. ის ღვთისმსახურებასაც კი დაესწრო წმ. ალბანი სახელობის ტაძარში, სადაც ინგლისურ ენაზე აკურთხა შეკრებილნი. ანგლიკანური და მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის საზოგადოებაში მან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უფლება მისცა ორივე ეკლესიის მღვდლებს, მისიის შორეულ წერტილებში შეასრულონ ღვთისმსახურება ამ ეკლესიათა წევთათვის; რომ ეპისკოპოსებს შეუძლიათ შეენაცვლონ ერთმანეთს, როდესაც ერთ ერთ მათგანს წასვლა უწევს მისიის საქმეებზე შორეულ კუთხეებში" (Наша Газета. 1909. № 86).
როგორმე უნდა შეიგნონ ედინოვერცებმა ის მწარე ფაქტი, რომ რუსეთის სინოდალური ეკლესია მათ არ მიაგებს იმ პატივსა და ყურადღებას, როგორსაც იჩენს ის პირველჩინოსანი მწვალებლების -
7. 1910 წლის " Миссионерское Обозрение"-
"მისიონერული მიმოხილვა" ამ ბოლო დროს დაბეჯითებით უწევს რეკლამას "მ. ვ. სკოვრცოვის ახალ გამოცემებს: "მართლმადიდებელ ერს კათოლიკურ ცდომილებათა შესახებ". სკვორცოვს ამ მიმართულებით გამოუცია ბროშურათა მთელი სერია, სადაც თითოეულ მათგანში მხილებულია ის ცდომილება, რომლითაც ყველაზე მძიმე ხარისხით დასნებოვნებულია თვით სინოდალური ეკლესია.
ერთ ერთ ბროშურაში ლათინური ეკლესია მხილებულია ევქარისტიის საიდუმლოს მაცაზე (აუფუვებელ პურზე) შესრულებისთვის. ძველი რუსი პოლემისტები, ნათქვამია ამ ბროშურაში, ლათინურ ეკლესიას მაცასავით მკვდარსა და უსიცოცხლოს უწოდებდნენ. "მაცის შესახებ, -
ამრიგად, ასეთი გრიგალი აუტეხიათ ოფიციალური ეკლესიის ღვთისმეტყველთ მხოლოდ ერთი საფუარის გულისთვის და ასეთი საშინელი მსჯავრი გამოუტანიათ: აქ არის აპოლინარის მწვალებლობა, მკვდარი და უსიცოცხლო "იუდაური ობლატები" და ძაღლების საჭმელი მძორი. "კათოლიკეები სახარებას რომ კითხულობდნენ, -
დამრიგებლური ტონი უჭირავს კათოლიკურ ცდომილებათა თანამედროვე მამხილებელსაც, რომელიც თავის ხალხს ეუბნება: "მაშ მტკიცედ იდექით, მართლმადიდებელნო, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, იმ სახარებისეულ სწავლებაში, რომელიც მოგვიტანა დედამიწაზე თვით იესუ ქრისტემ, რომელიც გადმოგვცეს მისმა მოწაფეებმა და მოციქულებმა, რომელსაც გასწავლიან თქვენ ჩვენი მოძღვრები, თქვენი სულიერი მამები და რომლის დაკარგვა ტოლფასია ზეციური სასუფევლის დაკარგვის!" (Околович К. На каком хлебе ... С. 15).
მაგრამ, მოგვეცით ნება ვიკითხოთ: თქვენ, ლათიონობის მამხილებელნო, გჯერათ კი თავად ის, რასაც ლაპარაკობთ? რადგან ერისადმი ასეთი მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ ძველმოწესეებს, რადგან მხოლოდ ისინი დგანან მტკიცედ მართლმადიდებლურ ნიადაგზე და შეურყევლად იცავენ ძველი ეკლესიის გადმოცემებს. თქვენ კი?... წაიკითხეთ გრინიანკინის მოხსენება, როგორ დასცინის ის "ძველმოწესეთა ნივთმორწმუნეობას". და, როგორ ფიქრობთ, რწმენა საფუარისა და მარილის საიდუმლო ძალაზე -