ფ. მელნიკოვი
გზააბნეული ღვთისმეტყველება
თავი XII
მღვდლობის შესახებ
მღვდლობის შესახებ
საკითხი მღვდლობის შესახებ იმდენად ბნელი და გაუვალი ტყეა გაბატონებული ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველებისა და მისიონერებისთვის, რომ ისინი, ბრმებივით, ყოველ ხეს ეხეთქებიან ამ ტყეში. დეტალურად რომ განგვეხილა მისიონერთა ურთიერთშეტაკებანი ამ სფეროში, უზარმაზარ ტრაქტატს მივიღებდით. ჩვენი ამოცანა კი მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ ზედაპირულად მიმოვიხილოთ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა და მისიონერთა შორის არსებული სარწმუნოებრივი განსხვავებანი და ყოველგვარი მერყეობანი საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებში. ამიტომაც, ამ თავშიც, რომელიც მღვდლობას ეხება, მხოლოდ მოკლე შენიშვნებით შემოვიფარგლებით.
1. როდის არის დაწესებული მღვდლობის საიდუმლო ქრისტეს ეკლესიაში? ამ საკითხშიც არ არიან თანხმიერნი სინოდალური ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები. აკადემიური ღვთისმეტყველები და გაბატონებული ეკლესიის მღვდელმთავრები ამტკიცებენ, რომ მღვდლობა ქრისტემ დააფუძნა სულთმოფენობამდე დიდი ხნით ადრე. პეტერბურგის მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნში წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებით ნათქვამია: "უფალმა ჩვენმა, აწესებდა რა ეპისკოპოსის ღირსებას და თავისი ეკლესიის ხატს, სახარებაში პეტრეს უთხრა: " და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 16:18). ეპისკოპოსთა მემკვიდრეობითობაც ამ დროიდან იწყება" (Истинно-
ამ და უფლის ამქვეყნიური მსახურების კიდევ უფრო ადრინდელ პერიოდს განაკუთვნებენ იერარქიის დაფუძნებას დიპლომიან-
საიდუმლო სერობაზე იესუ ქრისტემ მოციქულებს მისცა ძალაუფლება შეესრულებინათ ევქარისტიის საიდუმლო, როგორც ეს ჩანს სახარებიდან: "და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა" (ლკ. 22:19). და ესეც სულთმოფენობამდე იყო. უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, აღდგომის შემდეგ, დახურულ კარებს მიღმა გამოეცხადა თავის მოწაფეებს, დადგა მათ შუაში და ბრძანა: "რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ. 20:21-
თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდგომ, უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ დაავალა მოციქულებს აღესრულებინათ საიდუმლო ნათლისღებისა, როდესაც უთხრა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-
წმიდა წერილიდან დამოწმებული ყველა ადგილი, ასკვნის მისიონერი მატვეევი, ცხადად მოწმობს, რომ მოციქულები სულთმოფენობამდეც საიდუმლოს აღმასრულებელნი იყვნენ, "ამიტომაც, სრულიად ამაოდ ცდილობენ ძველმოწესე-
თავისი დასკვნის დასამტკიცებლად მისიონერი მატვეევი დაეყრდნო წმ. იოანე ოქროპირსაც და ძველნაბეჭდ წიგნებსაც. "ამიტომაცო, -
ცნობილ წიგნში "Кирилова книга" ("კირილეს წიგნი") ვკითხულობთ "მაშინ შეწყდა აარონის მღვდელმთავრობა, როგორც დროებითი და აღსდგა ქრისტესი -
სხვა მისიონერულ თხზულებაში, რომელშიაც ასევე გადმოცემულია "გასაუბრება" "ბეზპოპოვეცთან", მისიონერთა ცნობილი ხელმძღვანელი, ნ. ი. სუბოტინი ამბობს: "უარყოფა იმისა, რომ მოციქულები, როგორც სულთმოფენობამდე, ასევე მის შემდეგაც აღასრულებდნენ მსახურებას, რომელიც თვისობრივია ეპისკოპოსთათვის, ძველმოწესეთაგან არავის ძალუძს; შედეგად ისინი იყვნენ ეპისკოპოსები, ანუ პირველეპისკოპოსები, რომლებსაც ხელი თვით უფალმა დაასხა.
და თუმცა არსად იწოდებიან ისინი "ეპისკოპოსებასდ", ისინი ამ ხარისხს ფლობდნენ, რადგან მთელი სისრულით და უპირატესობით ფლობდნენ ძალაუფლებასა და ნიჭებს, რომელიც ეკუთვნის საეკლესიო იერარქიის იმ უმაღლეს დასს, რომელმაც შემდგომში, საეკლესიო პრაქტიკაში ეპისკოპოსთა, მღვდელმთავართა, მწყემსმთავართა, პირველიერარქთა და ა. შ. სახელწოდება მიიღო" (Субботин Н.И. Беседа со старообрядцами о создании Церкви Христовой. С. 11).
ამავე "გასაუბრებაში" მოცემულია ასეთი დასკვნა: "მართალია, ბეზპოპოვეცმა ისე დატოვა გასაუბრება, რომ არ მიუტოვებია თავისი შეხედულება, თითქოსდა ქრისტეს ეკლესიას უფლის ამაღლებამდე და სულთმოფენობამდე არ ჰყოლოდა ეპისკოპოსნი; რომ თითქოსდა მოციქულებმა სწორედ ამ დღეს (სულთმოფენობას -
მაგრამ, საინტერესოა, რომ სწორედ ამ "არასწორ შეხედულებას" ამტკიცებენ და ბეჯითად იცავენ თვით მისიონერები, როდესაც მათ დავა და პოლემიკა არა ბეზპოპოვცებთან, არამედ პოპოვცებთან უწევთ. ამ შემთხვევაში, მათ, მისიონერ მატვეევის სიტყვებით თუ ვიტყვით, არა სწამთ ღმრთის სიტყვის, რომ იერარქია უფალმა დააწესა სულთმოფენობამდე, აქედან გამომდინარე, ბეზპოპოვცებთან ერთად აცხადებენ, რომ მოციქულებს ამ დღემდე არ გააჩნდათ საეპისკოპოსო ღირსება.
მისიონერ-
შემდეგ, თხზულებაში დამოწმებულია წმიდა მამათა რამოდენიმე გამონათქვამი, რომელიც განმარტებულია მისიონერთა სურვილისამებრ, რის შემდეგ "განხილვის" ავტორი ასკვნის: "ეკლესიის მოძღვართა ყველა ზემოთმოტანილი მოწმობა ნათლად მეტყველებს, რომ ქიროტონიის საიდუმლო დაწესებულ იქნა სულთმოფენობის დღეს. ნუთუ "პასუხების" ავტორი ამ მოწმობებს ჩათვლის ცრუდ და საეჭვოდ? როდესაც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, კერძოდ იმას, რომ ქიროტონია და იერარქია თითქოსდა არსებობდა სულთმოფენობამდეც, "პასუხების" შემდგენელი ეყრდნობოდა მხოლოდ იმას, რომ მოციქულებმა ჯერ კიდევ სულთმოფენობამდე აირჩიეს მატათა იუდა გამყიდველის სანაცვლოდ. მაგრამ ამ არჩევას მატათასთვის არ მიუნიჭებია ქიროტონიის მადლი" (Там же. С. 14).
მღვდელმონაზონი ფილარეტი კატეგორიულად აცხადებს, რომ "მოციქულებს სულთმოფენობამდე არ გააჩნდათ სამღვდლო ხარისხი მთელი სისრულითა და ძალმოსილებით" (Там же. С. 16)."ჯერაც არ გააჩნდათ სრული ძალი და უფლებამოსილება საიდუმლო სერობაზე მინიჭებული უფლებების აღსასრულებლად" (Там же. С. 20); ისინი იყვნენ ბეზპოპოვცელი დამრიგებლების მსგავსნი, და მერე რა, რომ წმიდა წერილში იუდას შესახებ ნათქვამია, რომ "განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ" (საქმე 1:20; ფსალმ. 108:8) (რუს.:"епископство его примет ин"), სიტყვაში "განსაგებელი" ("ეპისკოპოსობა") უნდა ვიგულისხმოთ ის ღირსება, რომელსაც იუდაც მიიღებდა სულთმოფენობაზე, რომ არ განდრეკილიყო" (Там же. С. 17).
სწავლება იმის შესახებ, რომ იერარქია დაფუძნებულია მხოლოდ სულთმოფენობაზე, მხოლოდ მღვდელმონაზონ ფილარეტის კერძო აზრი როდია. მას იზიარებდა პავლე პრუსიელის მისიონერთა სკოლის ყველა მისიონერი. ცნობილი დეკანოზმა ვინოგრადოვმა დიდი სტატიაც კი დაბეჭდა სათაურით: "იყო თუ არა ქრისტეს აღდგომის პირველი დღეს ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის დაფუძნების დღე?" (Церковный Вестник. 1886. №№ 9 и 10). ამ სტატიაში ის ამტკიცებს, რომ "ქრისტეანული ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის დაფუძნება" მოჰყვა სულთმოფენობას და, რომ ამ დღემდე, ქრისტეს მიმდევრები იყვნენ უბრალოდ "ადამიანთა საზოგადოება", "რომელთაც არ გააჩნდათ მადლმოსილნი ძალნი" და იყოფოდნენ მოძღვრებად და სამწყსოდ. ვინოგრადოვის ამ სტატიასთან დაკავშირებით პროფ. სუბოტინი შენიშნავს, რომ მისი ავტორი "არის ბეზპოპოვცების მოკავშირე" (Братское Слово. 1887. № 3. С. 176).
თუმცა მარტო ვინოგრადოვი როდი მოხვდა ამ მოკავშირეთა სიაში. თვით სუბოტინი, რომელმაც წმ. პეტრეს სამისიონერო საძმოსთან ერთად გამოსცა მღვდელმონაზონ ფილარეტის წიგნი, იზიარებდა მის აზრს საეკლესიო იერარქიის სულთმოფენობაზე დაფუძნების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გააკრიტიკებდა ფილარეტის წიგნის იმ ადგილებს, სადაც ამ იდეაზეა ლაპარაკი.
მისიონერთა პირველმა ბელადმა, არქიმანდრიტმა პავლე პრუსიელმა, მოიფიქრა სულელური თეორია მადლმოსილი საეპისკოპოსო ნაკადის შესახებ, რომელიც სულმოფენობის დღიდან უწყვეტად მოედინება ეპისკოპოსთა თავზე. ეს თეორია სჭირდებოდათ მისიონერებს იმისთვის, რათა დაემტკიცებინათ სამღვდელოების მიმღები ძველმოწესეებისთვის, რომ რაკიღა იყო დრო, როდესაც მათ არ ჰყავდათ ეპისკოპოსი, ეს მადლმოსილი ნაკადი მათზე შეწყდა. მაგრამ, ეს თეორია გაცამტვერდა, როდესაც იმავე მისიონერებს დასჭირდათ დაემტკიცებინათ ბესპოპოვცებისთვის, -
მაგრამ, როგორც კი მისიონერებთან პოლემიკაში შედიოდა სამღვდელოების მიმღები ძველმოწესე, და უთითებდა, რომ როგორც მაშინ არ დარღვეულა და არ გაუქმებულა ეკლესია, როდესაც უფლის მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენას განუდგა საეპისკოპოსო პატივის, სულიწმიდის იერარქიული ძალმოსილებისა და მადლის მთელი სისრულის უფლისგან მიმღები ყველა მოციქული (მარკ. 16:13-
საწყალი მისიონერები! ქამელეონივით ცვალებადნი! რადგან იძულებულნი არიან ყოველწამს იცვალონ აზრები და შეხედულებები!
2. გაბატონებული ეკლესიის მთელი ღვთისმეტყველება და მისი ყველა მისიონერი გასაკვირი სიჯიუტით ამტკიცებს, რომ მღვდლობა მარადიულია და აღუხოცველი. მაგრამ, სრულიად სხვა აზრისა იყო მღვდლობის მარადიულობაზე ახალმოწესეთა ეკლესიის დამფუძნებელი, -
კრუტიცკელი მიტროპოლიტის, პიტირიმეს საპატრიარქო კათედრის განმგებლად დანიშვნის შემდეგ, რაც, სხვათა შორის, თვით ნიკონის თანხმობით და მოწონებით მოხდა, ნიკონი აცხადბებს: მეფემ კრების გარეშე დანიშნა პიტირიმე საპატრიარქო კათედრაზე, ხოლო მსოფლიო კრებები პირდაპირ ამბობენ, რომ მღვდელმთავარი, რომელიც ხარისხს მიიღებს მეფისგან, ანუ საერო ხელისუფლებისგან, უნდა დაემხოს წმ. მოციქულთა კანონების მიხედვით და "ვინც განკვეთილთან და უზიარებელთან ერთად ილოცებს, თვითონაც განკვეთილი და უზიარებელი იყოს".
აქედან ნიკონი აკეთებს ასეთ დასკვნას: "ამგვარი უსჯულოების გამო სრულიად გაუქმდა მღვდელმთავრობა და მღვდლობა და ქრისტეანობაც კი პატარებიდან დაწყებული, დიდებით დამთავრებული". სხვა დროს, ნიკონი შენიშნავს, რომ საეკლესიო განწესებათა და კანონთა მოთხოვნები რომ მივუსადაგოთ იმდროინდელ სულიერ მოთხოვნილებებს, "... ვფირქრობო, -
ნიკონის ეს აღსარება საფუძველშივე ანგრევს მისიონერთა და გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა მტკიცებებს სამღვდელოების მარადიულობის შესახებ. ნიკონმა მათ მისცა ახალი სარწმუნოება, ახალი ეკლესია და ახალი წიგნები, თვითონ კი განშორდა მათ და გადავარდა ბეზპოპოვცობაში. ამაოდ როდი იბლანდებიან გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები თავიანთსავე შეხედულებებში, როდესაც საკითხი ეხება ქრისტეს მიერ დაფუძნებულ იერარქიას და ზოგჯერ "ბეზპოპოვცების" პოზიციებზე დგანან და ზოგჯერ კი "პოპოვცებისაზე". უნდა შევნიშნოთ, რომ გაბატონებული ეკლესიის მისიონერებს სწამთ, რომ ნიკონი ჩარიცხულია წმინდანთა დასში და მას ვითარც ღმრთის წმინდანს ევედრებიან (Съезд миссионеров в Москве. 1887. С. 34).
3. არ გააჩნიათ მისიონერებს ერთი აზრი და მუდმივი, მყარი შეხედულება მღვდლობის აღუხოცველობაზეც. სიმბოლურ-
მღვდლობის საიდუმლოს გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები თავისი განუმეორებლობით ათანაბრებენ წმ. ნათლისღების საიდუმლოსთან, რომელიც ასევე აღუხოცველია. "ის, რომ ქიროტონიას (ხელდასხმას -
სხვა ადგილას ეპისკოპოსი სილვესტრი იგივეს იმეორებს ნეტ. ავგუსტინეს სიტყვებით და ამბობს: "არ გვაქვს არავითარი მიზეზი ვიფიქროთ, რომ ის, ვინც არ კარგავს ნათლობას, შეიძლება დაკარგოს უფლება სხვისი ნათლობისა. ერთიც და მეორეც საიდუმლოა; ერთიც და მეორეც ადამიანს გადმოეცემა კურთხევით, პირველი -
იგივეს ამტკიცებს მიტრ. მაკარის "Православно-
"საერთოდ, ეკლესია ყოველთვის მისდევდა კანონს: ნათლობის მსგავსად, არავითარ შემთხვევაში არ გაემეორებინა ხელდასხმა, მიუხედავად იმისა, ეს საიდუმლონი იქნებოდნენ თუ არა შესრულებულნი მწვალებელთა მიერ, თუკი ერთიც და მეორეც შესრულებული იყო სწორად და წესიერად. ამიტომაც არ იმეორებდა ეკლესია ხელდასხმებს იმ მღვდელმსახურებზე, რომლებიც უერთდებოდნენ მართლმადიდებლობას მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა სექტებიდან, როგორებიც იყვნენ, მაგალითად: კათარები და დონატისტები, და არც ამჯერად იმეორებს ხელდასხმას რომის ეკლესიიდან გადმოსულებზეც" (Макарий, митрополит. Православно-
გაბატონებული ეკლესიის ყველა წიგნს წითელ ზოლად გასდევს ეს სწავლება ხელდასხმულ პირებზე მღვდლობის აღუხოცველობისა და წარუშლელობის შესახებ, თუნდაც ისინი განიდრიკონ სქიზმაში ან ხელდასხმულ იქნენ საეკლესიო ერთობის გარეთაც. ამ სწავლების ძალით გაბატონებული ეკლესია აღიარებს ე. წ. "კათოლიკეთა", "ძველკათოლიკეთა", სომეხთა, ანგლიკანთა, ნესტორიანელთა და სხვა მწვალებელთა იერარქიის მადლმოსილებას.
მღვდლობის აღუხოცველობაზე სწავლებისა და მწვალებლურ იერარქიებთან გაბატონებული ეკლესიის ამგვარი დამოკიდებულების პარალელურად მასში არანაკლებ მკაფიოდ და გადაჭრით ინერგება სრულიად საწინააღმდეგო სწავლება, კერძოდ ის, რომ მღვდლობის საიდუმლო განქარვებადია და მას იმწამსვე კარგავს მღვდელმსახური, როგორც კი განხეთქილებაში გადავარდება. ჩვენ შეგვეძლო ამგვარი შეხედულებები უხვად ამოგვეწერა მთელი რიგი მისიონერული თხზულებებიდან და ბროშურებიდან, მაგრამ სიმოკლის გამო შემოვიფარგლებით მისიონერული მსჯელობით მოცემულ საკითხზე, რომელიც გაიმართა კიევის სამისიონერო ყრილობაზე და თვით ამ ყრილობის დადგენილებებით, რომლებიც მმართველმა სინოდმა მიიღო.
ყრილობაზე მოისმინეს მისიონერ ალექსანდროვის მოხსენება "ბეგლოპოპოვცების" სამღვდელოების შესახებ. მოხსენების შემდეგ გაიმართა კამათი. "მამა კრიუჩკოვმა შენიშნა, რომ მოციქულთა 55-
რჩება მხოლოდ ანაფორა, მღვდელი კი აღარ არის, ის ნადგურდება ეპისკოპოსისგან მისი განდგომისთანავე. არ რჩება ქიროტონია ეპისკოპოსზეც თუკი ის გავა განხეთქილებაში. "კანონიკური თვალსაზრისით, სქიზმატიკოსთა იერარქია, -
წმ. ბასილი დიდის პირველი კანონიდან მისიონერებს გამოჰყავთ შემდეგი სიტყვები: "ეკლესიისდან განდგომილებს უკვე აღარა აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად და შეწყდა მათში სჯულიერი მემკვიდრეობა, რადგან პირველ განდგომილთ მამებისგან ხელდასხმათა მეშვეობით ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი; მაგრამ როდესაც გამოეყვნენ მათ ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და არც ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს" (Василий Великий. Правила. Полный перевод).
თავიანთი ჩვეულებისამებრ, მისიონერები სრულიად ყალბად განმარტავენ წმ. ბასილი დიდის პირველ განწესებას, ისინი მისგან იღებენ მხოლოდ კვიპრიანესა და ფირმილიანეს შეხედულებებს, რომელიც შემდგომში არ მიიღო არც საყოველთაო ეკლესიამ და არც ბასილი დიდმა, და ამ შეხედულებას მიაკუთვნებენ ეკლესიის უდიდეს მნათობს. დავტოვებთ რა განზე ამ განმარტებას, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ისინი ცხადად და მკაფიოდ ასწავლიან, რომ მღვდლობის საიდუმლო განქარდება, მას კარგავს იერარქი, თუკი ის განხეთქილებაში გავა; ის, მისიონერთა სწავლებით, უკვე აღარ არის მღვდელმთავარი და უბრალო ერისკაცად, "ანაფორიან კაცად" გარდაიქცევა. ამ მისიონერული სწავლების მიხედვით, კათოლიკეთა, ძველკათოლიკეთა, სომეხთა, ანგლიკანთა, ნესტორიანელთა და სხვა მწვალებელთა ყველა სასულიერო პირი არც მეტი, არც ნაკლები, უბრალო კაცები არიან, საეროები, რომელთაც არაფერი გააჩნიათ იერარქიისა. არის კი საჭირო იმის თქმა, რომ ეს მისიონერული დოგმატური სწავლება, რომელიც სრულიად რუსეთის მისიონერთა ყრილობამ დაამტკიცა და მიიღო მმართველმა სინოდმა, აქარწყლებს იმავე გაბატონებული ეკლესიის დოგმატს ქიროტონიზებულ მღვდლებზე მღვდლობის მადლის მარადიულობისა და აღუხოცველობის შესახებ. მისიონერები და სინოდი ფეხქვეშ თელავენ და ანდგურებენ საკუთარი ეკლესიის სწავლებას. თავის მხრივ, აკადემიური ღვთისმეტყველები, რომლებიც იცავენ ამ დოგმატს საკუთარ საღვთისმეტყველო თხზულებებში, და იგივე სინოდი, რომელიც აღიარებს მღვდლობის მადლს მწვალებლებში, თელავენ და ანადგურებენ მისიონერულ სწავლებას იერარქიის შეწყვეტის თაობაზე თუკი ეს იერარქი გადავა განხეთქილებაში.
საკვირველია ამ ბატონების სარწმუნოება! ის მსგავსია რბილი თიხისა, რომლისგანაც შეგიძლია გამოძერწო როგორიც გინდა დოგმატი. გინდათ დოგმატი მღვდლობის მარადიულობაზე? -
4. მღვდლობის საიდუმლოს საკითხში გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები იმდენად აიბლანდნენ, რომ დაკარგეს უნარი ერთმანეთისგან გაარჩიონ ქრისტეე და მისი მოწინააღმდეგე -
მისიონერების მთელი რიგი ამტკიცებს, რომ მწვალებლებს არ გააჩნიათ მღვდლობის მადლი, ასევე არც ეკლესიის გარეთ შეიძლება არსებობდეს სულიწმიდის მადლი და ღმრთის მოქმედება. ყოველივე, რაც კი საეკლესიო ერთობის გარეთ აღესრულება, -
ჭეშმარიტი ეკლესიის გარდა, არსებობენ ასევე მწვალებლური ეკლესიები. მაგრამ მათ ეკლესიებში არ მყოფობს სულიწმიდა. უფრო ცხადად რომ ვთქვათ, მწვალებლებს სულიწმიდი ნიჭები არ გააჩნიათ. "ვინც ება საყოველთაო ეკლესიაში არ იმყოფება, მათ ქრისტე არ აცხოვნებს და მათ სულიწმიდის მადლი არ გააჩნიათ" (Великий Катехизис. Л. 122). ხოლო თუ მწვალებელთა ეკლესიებში სულიწმიდა არ იმყოფება, მაშინ, როგორც ასკვნიან " Миссионерское Обозрение" და გაბატონებული ეკლესიის ერთ ერთი ღვთისმეტყველი, მწვალებელთა მიერ აღსრულებული საიდუმლონი, მოკლებულნი არიან სულიწმიდის მადლს, გარდა ნათლისღებისა. "ეკლესიის ერთობის გარეშე საიდუმლოებებს აზრი არა აქვს... ამიტომაც, ეკლესიის გარეშე არსად არის შესაძლებელი საეკლესიო საიდუმლოს შესრულება. მწვალებელთა საზოგადოებებში არ არსებობს არც ერთი საიდუმლო, ნათლისღების საიდუმლოს გარდა" (Толкование Апостол на 1 послание Коринфянам. Зач. 150). "რადგან მწვალებლებს მართალი სარწმუნოება არ გააჩნიათ, ქრისტეს უწმიდესი საიდუმლონი საიდან შეიძლება ჰქონდეთ?" (Великий Катехизис. Л. 22). "მწვალებელთა თხზულებები და დღესასწაულები, მათი მსახურებანი, საიდუმლონი და ქადაგებანი არასწორია" (Там же. Л. 23 об.). კერძოდ, მათ არ გააჩნიათ მღვდლობის საიდუმლოს მადლმოსილება, რომელიც არსებობს მხოლოდ ერთ, წმიდა და საყოველთაო ეკლესიაში. "მათ, რომლებიც საკუთარ თავს "წმიდას" უწოდებენ (იგულისხმებიან კათარები -
დამოწმებული ამონაწერების შემდეგ, რომელსაც ჩვენს მიერ დასახელებულ ღმრთისმეტყველს ყოველგვარი გარჩევის გარეშე მოჰყავს, ის აკეთებს გადამწყვეტ და პრინციპულ დასკვნას, რომ ის კლერიკოსები, რომლებიც ეკლესიაში მიღებულ იქნენ მღვდლობის ქიროტონიის შენარჩუნებით, "ამ ქიროტონიას ვერ მიიღებდნენ მწვალებელთა საკრებულოში, რადგან მწვალებელთ, როგორც ეს ზემოთ იყო ნაჩვენები, სულიწმიდის მადლი არ გააჩნიათ" (Миссионерское Обозрение. 1903. № 4. С. 463-
ამ ღვთისმეტყველის მსჯელობებსა და დასკვნებს ეთანხმება "მისიონერული მიმოხილვის" რედაქტორიც, ცნობილი ნ. გრინიანკინი. "ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია, -
მართლმადიდებლურ-
ამ სულისკვეთებით აღზრდილები, ისინი მტკიცედ და დარწმუნებით აცხადებენ, რომ მწვალებელთ (თვით მესამე კატეგორიისაც კი) მღვდლობის მადლი არ გააჩნიათ და არც შეიძლება ჰქონდეთ. გრინიანკინი თავის მტკიცებულებებში კიდევ უფრო შორს მიდის. ის აცხადებს, რომ თუკი დავუშვებთ მწვალებელთა საიდუმლოებებში, კერძოდ კი ქიროტონიაში (ლაპარაკია მე-
ა) სულიწმიდა თავისი მადლით იმყოფება მართლმადიდებლებს შორის, რომლებმაც ანათემას გადასცეს მწვალებლობანი, და მწვალებელთ შორისაც, რომლებიც არიან ანათემირებულნი;
ბ) წმიდა კრებები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა სულიწმიდა, როდესაც ისინი ანათემას გადასცემდნენ მწვალებლობებს, თავიანთი ანათემატიზმებით შეეხნენ იმავე სულიწმიდის მადლსაც (რომელიც თურმე არსებობს მწვალებელთა საზოგადოებებშიც);
გ) მართლმადიდებლობაში სულიწმიდის მადლი აცხოვნებს, მწვალებელთა საზოგადოებებში კი მისი მადლი აუცილებლობით მოიცემა, მაგრამ არ მოქმედებს, სულიწმიდა რაღაცით შეკრული გამოდის და
დ) არსებობს სულიწმიდის მადლის ორგვარი სახეობა: მართლმადიდებლური და მწვალებლური (Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1166-
მისიონერ გრინიანკინის კაზუისტიკური და მკრეხელური დასკვნები არა მარტო ღიმილს იწვევს, არამედ იმდენად სულელურია, რომ საწყენად არ ვიტყვით და, ბავშვურად ჟღერს. სულიწმიდის მადლსა და მწვალებლებთან ეკლესიის დამოკიდებულებაზე ასე შეიძლება იმსჯელოს ან სრულიად გაუნათლებელმა ადამიანმა, ან კიდევ იმან, ვისაც წარმოდგენა არა აქვს არც ეკლესიის ისტორიაზე, და არც მის კანონიკურ და დოგმატურ დადგენილებებსა და თხზულებებზე; ან კიდევ ისეთმა ადამიანმა, რომელსაც საღი აზროვნების უნარი დაუკარგავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადღეისოდ (იგულისხმება წიგნის ავტორი დროება -
და მართლაც ასე არ არის? -
გრინიანკინის კვალობაზე გაბატონებული ეკლესიის სხვა მისიონერები და ღვთისმეტყველებიც იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში" აცხადებენ, რომ მწვალებელთ არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ ქიროტონიის მადლი, და საერთოდ, რაიმე საიდუმლო. ასე ლაპარაკობს კიშინიოვის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იოსებ პოპოვი (Миссионерское обозрение. 1903. № 8. С. 1160) და ცნობილი მისიონერი (აწ გარდაცვლილი) კალინიკე კარტუშინი (Там же. С. 1162-
მისიონერთა ისეთ უმთავრეს სახელმძღვანელო წიგნში, როგორიცაა ოზერსკის "ამონაწერები..." (სრული სახელწოდებაა: "Выписки из старописьменных, старопечатных и других книг, свидетельствующия о святости соборной и апостольской церкви и о необходимости покориться ее уставам, для достижения спасения. Сделаны Московским купцом Адрианом Ивановичем Озерским"), არის მთელი თავი (წიგნის პირველი ნაწილის, 2-
თუ ჩავიხედავთ ოდესღაც ცნობილი და სახელგანთქმული მისინოერის, პავლე პრუსიელისა და მისი მოწაფეების თხზულებებში, აქაც დავინახავთ მისიონერთა მსგავს სწავლებებს და მტკიცებებს, რომ მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა (განხეთქილების მოქმედთა) საზოგადოებებში არ არსებობს მადლი სულიწმიდისა და არც მადლი ქიროტონიისა. პირიქით, მწვალებელთა შორის მზაკვარი სული მოქმედებს და არა სულიწმიდა. სინოდალური მისიონერი მამა კრიუჩკოვი უხეშად, მაგრამ პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ "მწვალებლებს გააჩნიათ სული ეშმაკისა", ამიტომაც, მათი საიდუმლონი "მთელი მათი სიწმიდისდა მიუხედავად" უმადლონი არიან.
"წმ. ბასილი დიდი, -
წმ. იოანე ოქროპირი მწვალებლებს ეშმაკის შვილებსაც კი უწოდებს: "ამასთანავე, ეს ცრუმოძღვარნი შვილნი არიან ეშმაკისა, როგორც უთხრა მათ უფალმა: "თქვენ მამისა თქვენისა ეშმაკისაგანნი ხართ" (Маргарит. Сл. 13. Л. 578; Озерск. С. 270). ხოლო წიგნში "Малый оборник", მწვალებლებზე ნათქვამია, რომ: "ყოველ მწვალებელს სულში ეშმაკი ჰყავს. ამიტომაც ეწინააღმდეგება იგი სულიწმიდას. ხოლო ყოველი მართლმადიდებელი, ვისაც სწამს წმ. სამებისა, არ უნდა უსმენდეს მწვალებელთა უგუნურებას"; ქვემოთ, 156-
"შედეგად, -
მითხარით გეთაყვა, შეიძლება თუ არა არ დაეთანხმო გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და ღვთისმეტყველთა ესოდენ ნათელ და უდავო მოწმობებს? ისინი წყვეტენ არა რაღაც წვრილმან საკითხს, რომლებზეც, როგორც თვითონ მისიონერები და ღვთისმეტყველები აცხადებენ, შეიძლება სხვადასხვაგვარად მსჯელობა, არამედ სულიწმიდის მოქმედებაზ და თვით წმიდა სამებაზეც კი.
ცხადია, ასეთ მნიშვნელოვან საკითხში მაინც არ უნდა ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა. მისიონერთა ზემოთგადმოცემული რწმენა, რომ მწვალებელთ (თვით მესამე კატეგორიის მწვალებელთაც კი) არ გააჩნიათ ქიროტონიის მადლი და ნიჭები სულიწმიდისა, ისე მტკიცედ არის დასაბუთებული, ისეთი შეუვალი ავტორიტეტებით განმტცკიებული (და თვით მთელი გაბატონებული ეკლესიის ხმით განმყარებული), რომ ყოველი, სხვაგვარი შეხედულება უნდა ჩაითვალოს ერესად და უკეთურებად. ამგვარი ფუნდამენტის შერყევის მარტო მცდელობაც კი უნდა ჩაითვალოს უკიდურეს უგუნურებად.
და რა?! რას ვპოულობთ სინამდვილეში გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და ღვთისმეტყველთა ნაწერების მთელ გროვაში? თურმე აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ღვთისმეტყველები და მისიონერები, რომლებიც შეუვალად ამტკიცებენ, რომ მწვალებელთა და სქიზმატიკოსთ არ შეიძლება ჰქონდეთ მადლი მღვდლობისა, ასეთივე შეუვალობითა და სიჯიუტით ამტკიცებენ, რომ მწვალებელთა საზოგადოებებში დიახაც რომ უეჭველად არის მადლი ქიროტონიისა; რომ მათში საეკლესიო საიდუმლოებებს აღასრულებს თვით სულიწმიდა.
ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ამ შეხედულებას ისინი ამტკიცებენ იმავე მოწმობებით, საკუთარი ეკლესიის იმავე დოგმატური სწავლებით, რომლებზეც ააგეს და დააფუძნეს თავიანთი სრულიად საპირისპირო შეხედულება, კერძოდ ის, რომ ეკლესიის გარეთ არ არსებობს მადლი და მღვდლობა.
იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში", რომელშიც ბ-
გასაოცარი უნარი აქვთ ამ მისიონერებს: ერთი და იგივე კანონით მათ შეუძლიათ ამტკიცონ ორი სრულიად საპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი აზრების მართებულება. ბ-
ცნობილი პეტერბურგელი მისიონერი პ. ბულგაკოვი, იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში" ამტკიცებდა, რომ მწვალებელთა საიდუმლონი წმიდაა, რადგან ისინი წარმოადგენენ ღმრთის საკუთრებას. ამ აზრის გასამართლებლად ის იმოწმებს გაბატონებული ეკლესიის სახელმძღვანელო წიგნს: "Правила и практика Церкви относительно присоединения к православию неправославных христиан" (Кострома, 1881) და ნეტ. ავგუსტინეს, რომელიც გრინიანკინს იმის დასამტკიცებლად მოჰყავდა, რომ მწვალებლებს მადლი არა აქვთ (Миссионерское Обозрение. 1903. № 1. С. 69-
ჩვენ უკვე მივუთითეთ, რომ გაბატონებული ეკლესიის საღვთისმეტყველო წიგნები ასწავლიან სულიწმიდის ნიჭთა აღუხოცველობას საიდუმლოებებში, რომლებიც მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულდა. იქვე დავიმოწმეთ შესაბამისი ციტატები ამ წიგნებიდან. აქ შემოვიფარგლებით მისიონერთა ახალი თხზულებების მითითებით, რომლებიც ამ ბოლო წლებში გამოვიდა.
"ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, -
რაც შეეხება რომაული კათოლიციზმის წიაღიდან მოქცეულებს, რომლებმაც სულიწმიდის ნიჭები მიიღეს რომის ეკლესიაში იქაური ეპისკოპოსების ხელდასხმით, ჩვენი ეკლესია მათ თავიდან არ სცხებს მირონს (ისევე როგორც არ იმეორებს სხვა საიდუმლოებებს), რადგან სწამს, რომ რომაელი ეპისკოპოსების ხელდასხმით, რომელთაც ჭეშმარიტად ხელდასხმულ მღვდლებად აღიარებს, ეს ნიჭები მათ უკვე მიეცა სულიწმიდის მიერ". მისიონერი ზუბარევი მარტო როდია ღაღადებს ამ ჭეშმარიტებას. ის იმოწმებს "სასულიერო კონსისტორიის წეს-
სინოდალური მისიონერის, მამა კრიუჩკოვის საპირისპიროდ, რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ამტკიცებს, რომ მწვალებლებში მოქმედებს ეშმაკი და არა სულიწმიდის მადლი, მისიონერი ზუბარევი სვამს შეკითხვას: "მეშვიდე მსოფლიო კრებამ მიიღო ხატმებრძოლთა მიერ ხელდასხმულნი თავიანთივე იერარქიული ღირსებებითა და ხარისხებით: "მაშ რა, კრებამ აღიარა, რომ მწვალებლობიდან მოქცეულთ თავიანთი ხელდასხმები მიღებული აქვთ ეშმაკისგან ან სატანის ბინძური სულისგან? არა. სულიწმიდისგან".
"და კვლავაც, -
აი ასეთი დასკვნა გააკეთა კრებაზე განხილულ მწვალებლობებსა და განხეთქილებებში ხელდასხმულთა შესახებ წმ. პატრიარქმა ტარასიმ, რომელსაც მთელი კრება დაეთანხმა. ამ უკანასკნელი საკრებო განსაზღვრებიდან, რომელიც ეკლესიაში მწვალებელთა საკუთარ ხარისხებში შემოერთების საკითხს ეხება, -
თანამედროვე ღვთისმეტყველ-
წმ. იოანე ოქროპირი, მოციქულის სიტყვების "რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ" განმარტებაში ასწავლის: "თქვენ, ამბობს (მოციქული), მიიღეთ ხელდასხმა სულიწმიდისგან; ამას ნიშნავს სიტყვა: "დაგადგინათ". "ხელს დაასხამენ ადამიანს, -
ზუბარევის კვალდაკვლა მისიონერი ი. პ. სტროევიც აცხადებს, რომ მწვალებლებში საიდუმლოებებს აღასრულებს სულიწმიდა. მწვალებლებში, ამბობს ის, საიდუმლონი ჭეშმარიტია და ნამდვილია. ხოლო "ჭეშმარიტი და ნამდვილი საიდუმლონი შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც მადლისმიერ მყოფობს და მოქმედებს თვით ღმერთი, კერძოდ კი სულიწმიდა. მხოლოდ იქ, სადაც მადლით მყოფობს ღმერთი და სადაც თვითონ, ეპისკოპოსთა მიერ, სულიწმიდით აღასრულებს ქიროტონიას, არის შესაძლებელი ჭეშმარიტად აღსრულედეს საიდუმლო ხელდასხმისა, ან აღსრულდეს ხელდასხმა როგორც საიდუმლო...".
"შუძლებელია საიდუმლო იყოს ნამდვილი, მათ შორის მადლისმიერი ხელდასხმა ეპისკოპოსთა, სადაც არ არის სულიწმიდა, სადაც ყველა ეპისკოპოსი უმადლოა და სადაც, როგორც თვით ეპისკოპოსნი, ასევე მათ მიერ აღსრულებული საიდუმლონი ვერავის ანიჭებენ სულიწმიდას" (См.: Строев И.П. Неудачная защита. Рязань, 1910. Ч. I. С. 21).
"საზოგადოდ, -
მაგრამ, ამ მისიონერულ სხვადასხვამორწმუნეობაში ყველაზე კურიოზული ის არის, რომ მისიონერმა ალექსანდროვმა თვითონ მოიჭრა თავი, როგორც დანარჩენმა მისიონერებმაც. ალექსანდროვი, როგორც ზემოთ ვნახეთ, თავის წიგნში "ამონაწერები", წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებით ამტკიცებდა, რომ თუკი ერთხელ მოხდება ეპისკოპოსთა განდგომა ეკლესიისგან, ამით ისინი განეშორებიან მადლს სულიწმიდისა და ამიტომაც, გარდაიქცევიან ერისკაცებად, რის გამოც უკვე აღარ ძალუძთ არც ერთი საიდუმლოს აღსრულება (Александров Д. Выписки. С. 3). ამ შეხედულებას დაეთანხმა მისიონერთა მთელი ყრილობა კიევში: მისი დადგენილება ძველმოწესეობასთან დაკავშირებით ეფუძნება სწორედ ამ სწავლებას, რომ განდგომილი ეპისკოპოსები მადლგაცლილები არიან და ამიტომაც, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ხელდასხმა. მაგრამ იგივე ალექსანდროვი, სხვა ადგილას ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს, კერძოდ კი იმას, რომ მწვალებლურ საზოგადოებებში არსებობს არა თუ ნამდვილი და კანონიერი საიდუმლო მღვდლობისა, არამედ იმასაც, რომ მათს საიდუმლოებებს ღმრთის მადლიც ენიჭებათ.
"ჭეშმარიტი მღვდლობის აუცილებელ ნიშნად, ამავე დროს, არამართლმადიდებელ საზოგადოებათა კანონიერებისა თუ უკანონობის განმსაზღვრელ კრიტერიუმად, -
მისიონერი ალექსანდროვი ამბობს, რომ მარტო იმით, რომ ეკლესიამ აღიარა საიდუმლოთა ქმედითობა მწვალებლებში, მით დაადასტურა, რომ მათშიც არსებობს მადლი ღმრთისა. "უცნაურად გვეჩვენება, -
გაბატონებული ეკლესიის მისიონერთა და თანამედროვე ღვთისმეტყველთა სარწმუნოება და ქადაგება -
იგივე ხრიკებს ხომ არ მიმართავენ ბ-