ფ. მელნიკოვი
გზააბნეული ღვთისმეტყველება
თავი XV
ზეთისცხების შესახებ
ზეთისცხების შესახებ
გაბატონებული ეკლესიის მოძღვართა, აპოლოგეტთა და ღვთისმეტყველთა სახელმძღვანელოებსა და პოლემიკურ წიგნებში გადმოცემულია განსხვავებული სწავლებანი ეკლესიის მეშვიდე საიდუმლოს -
1. ზოგიერთი სინოდალური მოძღვარი ასწავლის, რომ ზეთისკურთხევა არის ცოდვათა მიმტევებელი საიდუმლო; სხვები, პირიქით, ამტკიცებენ, რომ ეს არის ხორციელ სნეულებათაგან განმკურნებელი საიდუმლო, ხოლო ცოდვათა მიტევება მათში სხვა არაფერია, თუ არა სინანულის საიდუმლოს დამატება. გაბატონებული ეკლესიის სიმბოლურ წიგნში (კატეხიზმოში) "Православное исповедание" ("მართლმადიდებლური აღმსარებლობა"), შეკითხვაზე: "როგორია ამ საიდუმლოს ნაყოფი?" -
ამ განმარტებაში, ზეთისცხების საიდუმლოში უმთავრეს მომენტად მიჩნეულია ცოდვათა მიტევება. "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" მიხედვით, ეს ყველაზე არსებითია ზეთისცხების საიდუმლოში, რადგან ცოდვათა მიტევება ყოველთვის მოიცემა ამ საიდუმლოთი მაშინ, როდესაც სხეულებრივი განკურნება არა ყოველთვის.
ზუსტად ასეა გაგებული ზეთისცხების საიდუმლო " ღვთისმეტყველების დოქტორის, არქიმანდრიტ ანტონის ნაშრომში: "Догматическое богословие православно-
გაბატონებული ეკლესიის უფრო ცნობილი ღვთისმეტყველი, მიტროპოლიტი მაკარი, ზეთისცხების საიდუმლოს სულ სხვა მნიშვნელობას მიაწერს. ის ყველაზე არსებითად მიიჩნევს ავადმყოფის სხეულებრივ გამოჯანმრთელებას, რომელზეც აღსრულება ზეთისცხება. "ხორციელად სნეულთათვის, -
მიტროპოლიტი მაკარი, ზეთისცხებას აძლევს ძალას, რომელიც ერთგვარად ავსებს სინანულის საიდუმლოს, მაგრამ ეს მოქმედება შეიძლება იყოს მხოლოდ შემთხვევითი, როდესაც მძიმედ ავადმყოფს არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისი სხეულებრივი უძლურების გამო სრულად გამოეყენებინა სინანულის საიდუმლო. "ცოდვათა მიტევება ზეთისცხების მეშვეობით, -
ოფიციალური ეკლესიის სახელით, ასეთ შეხედულებას გადმოსცემს ზეთისცხების საიდუმლოზე რომაული-
2. გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა სხვადასხვაგვარი რწმენა ზეთისცხების საიდუმლოსთან დაკავშირებით კიდევ უფრო შორს მიდის. "მისიონერული მიმოხილვა", რომელიც არის სინოდალური ეკლესიის ხელმძღვანელი ორგანო, თავისი საუკეთესო თანამშრომლის, მღვდელმონაზონ მიქაელის პირით, ასწავლის, რომ ზეთისცხების საიდუმლო არის სიკვდილის საიდუმლო, და ამზადებს მომაკვდავ ადამიანს უკანასკნელი წუთებისთვის. "იმისთვის, -
მაგრამ მხოლოდ ერთი ნახევარია მომაკვდავისთვის აღვლენილი სიკვდილისწინა ლოცვებისა, რომელსაც იძლევა ეკლესია. საიდუმლოს ყველა ლოცვა სწორედ სიხარულევან სიკვდილზეა და ზეთისცხების საიდუმლო არის სიკვდილის საიდუმლო. მისი შედეგი ადამიანის გამოჯანმრთელება კი არ არის, არამედ სიკვდილისწინა სულიერი განწყობის გაუმჯობესება და გამხნევება" (Там же. С. 1312).
შემდეგ "საიდუმლომ უნდა გამოავლინოს სიკვდილი, როგორც სასურველი გადასვლა, განუმარტოს მომაკვდავ ავადმყოფს სიკვდილის ნათელი მხარეები, რათა მას ჰსურდეს ამ ცხოვრებიდან იმ ცხოვრებაში გადასვლა და მხოლოდ იმაზე ლოცულობდეს, რომ ღირსი გახდეს ამ გადასვლის" (Там же. С. 1313).
"მისიონერული მიმოხილვის" სტატიაში დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ზეთისცხების საიდუმლოში "ნათლად გამოსჭვივის ის აზრი, რომ ადამიანი ამ საიდმლოთი ემზადება სიკვდილისთვის" (Там же. С. 1318). რაც შეეხება ფიზიკურ გამოჯანმრთელებას, ზეთისცხებაში ეს არაარსებითი მხარეა, ის შეიძლება იყოს მხოლოდ შემთხვევითი. "ავადმყოფის გამოჯანმრთელება, -
ზეთისცხებაზე ასეთ შეხედულებას, რომელსაც "მისიონერული მიმოხილვის" ავტორიტეტი ამაგრებს, გაბატონებული ეკლესიის სხვა ღვთისმეტყველები, ლათინურ ცდომილებად მიიჩნევენ. "ლათინთა სწავლებით, -
იგივეა ნათქვამი მიტროპოლიტ მაკარის ღვთისმეტყველებაში. "რაც შეეხება რომაელი კათოლიკეების სწავლებას, რომლებიც ზეთისცხებას უპირატესად ავადმყოფის წინასასიკვდილო დარიგებად მიიჩნევენ, რომელიც მის სულს ამზადებს სიკვდილის საშინელებათა წინააღმდეგ, არის სრულიად თვითნებური. არც წმ. მოციქულ იაკობის სწავლებაში ზეთისცხების შესახებ, არც ზეთისცხების საიდუმლოში, რომელიც ოდითგანვე გამოიყენება მართლმადიდებელ ეკლესიაში, არც თვით დასავლეთის ეკლესიის ძველ წეს-
ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ თვით "მისიონერული მიმოხილვის" ხელმძღვანელი, ვ. მ. სკვორცოვი, მის მიერ გამოცემულ მღვდელ ოკოლოვიჩის ბროშურებში ამტკიცებს, რომ სწავლება ზეთისცხების საიდუმლოზე, როგორც წინასასიკვდილო მომზადებაზე არის რომაელ პაპთა ცდომილება. სწორედ მათ გამოიგონეს ასეთი სწავლება თავიანთ ტრიდენტის კრებაზე. "ეს საიდუმლო, -
3. გაბატონებული ეკლესიის საღვთისმეტყველო წიგნები ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან თვით ზეთისცხების საიდუმლოს აღსრულების საკითხშიც. "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" კატეგორიულად მოითხოვენ, რომ "ეს საიდუმლო დაცულ უნდა იქნას ყველა მისი წეს-
მიტროპოლიტი მაკარი, ერთგვარ პოლემიკაში შედის "მართლმადიდებლურ აღმსარებლობასთან" და განმარტავს, რომ "ზეთისცხების საიდუმლოს აღმასრულებლებად მოციქული პირდაპირ ხმობს პრესვიტერებს: "მოუწოდონ ეკლესიის ხუცესთ"... მაგრამ ეს, უეჭველად, არ ნიშნავს, თითქოსდა ზეთისცხების შესრულების უფლება არ ჰქონდეთ ეპისკოპოსთ, მოციქულთა უშუალო მემკვიდრეებს და მადლის მომცემთ საეკლესიო საიდუმლოებებში; წმ. მოციქული იაკობი მხოლოდ პრესვიტერებს იმიტომ ახსენებს, რომ, როგორც პაპმა, ინოკენტი I აღნიშნა, "ეპისკოპოსთ, რომლებიც სხვა საქმეებითაც იყვნენ დაკავებულნი, ყოველთვის როდი ძალუძდათ ყველა სნეულთან მიახლება" (Макарий. Православно-
ამგვარად, როგორც ზეთისცხების, ასევე დანარჩენ საიდუმლოთა შესახებ, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველებსა და აპოლოგეტებს განსხვავებული რწმენა გააჩნიათ და მათ შესახებ განსხვავებული დოგმატური ცნებებითა და შეხედულებებით მსჯელობენ, რომლებიც ურთიერთ გამომრიცხავი და საწინააღმდეგოა. ეს კი აჩვენებს, რომ დღემდე გაბატონებული, სინოდალური ეკლესიის ღვთისმეტყველებას ვერ გამოუმუშავებია მტკიცე, უცვალებელი საეკლესიო სწავლება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა წინააღმდეგობებისგან, გაორებისგან და გაურკვევლობისგან. პირიქით, ის არის სრული გაუგებრობა, გასაოცრად ჭრელი ნარევი როგორიც გინდათ დოგმატისა და მოსაზრებისა. ხოლო უმთავრესი მისი ნიშანი არის რომაულ-
ბოლოთქმა
შეგვეძლო დაუსრულებლად მიმოგვეხილა გაბატონებული ეკლესიის სწავლება და დეტალურად შევჩერებულიყავით მის მრავალრიცხოვან პუნქტებზე, რომლებთან დაკავშირებითაც სულ სხვადასხვაგვარად ასწავლიან ამ ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები. მათ გააჩნიათ უცნაური, ველური, საშიში და უზნეობითა და სიყალბით აღსავსე მავნე სწავლებები. ვხვდებით კურიოზულ, სასაცილო, სულელურ და გულუბრყვილო მოსაზრებებსაც... ეს ისეთი უღრანი ტყეა, რომელშიც ყველაზე მრავალფეროვანი და ველური ქვეწარმავლები ცხოვრობენ.
გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები გულღიად აღიარებენ, რომ მათი ღვთისმეტყველება უსიცოცხლო და ცდომილია და, რომ თვით მისიონერები დგანან გზაჯვარედინზე, რომლებმაც არ იციან საით წავიდნენ და ვის რა ახარონ. "ვაღიარებთ, - ნანობს მისიონერი დ. ი. ბოგოლიუბოვი, - რომ ჩვენს მონდომებაში, მისიონერები, ზოგჯერ ვცოდავთ და ცალმხრივობაში ვვარდებით. ეს გასაგებიცაა და ბუნებრივიც. ჩვენი ღვთისმეტყველება ხომ უკიდურესად დაუმუშავებელი და მიუსადაგებელია თანამედროვე რელიგიურ მოთხოვნებთან, როგორც ხალხის, ასევე ინტელიგენციის გარემოში. ცხოვრებამ ბოლო დროს წინ წამოწია საკითხები მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, საეკლესიო სასამართლო, ეკლესიის სიწმიდე, ბულგარეთისა და ანგლიკანური ეკლესიების კანონიკურობა და სხვა. და რა პასუხს გვაძლევს ამ კითხვებზე ჩვენი ღვთისმეტყველება? არავითარს ან თითქმის არავითარს... თვით მისიონერებს, თავიანთი მოკრძალებული ძალებით, საკუთარი რისკისა და შიშის ფასად უწევთ ამ ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა (Миссионерское Обозрение. 1903. № 2. С. 178). გაბატონებულ ეკლესიაში ღვთისმეტყველებისა და მისიონერების უზარმაზარი არმიაა, მისი ღვთისმეტყველება ორას წელზე მეტი ხნის არც არის. მაგრამ, დღემდე, როგორც ბ-ნი ბოგოლიუბოვი აცხადებს, "უკიდურესად დაუმუშავებელია".
მაგალითად, კიევში გამართული სრულიად რუსეთის მისიონერული ყრილობის პროგრამაში შეტანილი იყო ასეთი საკითხები: "კათოლიციზმთან დაკავშირებით: 1) როგორ ვაწარმოოთ პოლემიკა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის არსებულ დოგმატურ განსხვავებებთან დაკავშირებით (რომელთა შორისაა: სულიწმიდის გამომავლობა "ძისაგან", ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის, რომის პაპის მეთაურობისა და უცდომელობის დოგმატები). 2) როგორ ვაწარმოოთ პოლემიკა მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის არსებულ კანონიკურ და საწესჩვეულებო განსხვავებთან დაკავშირებით (მაგალითად: ქსენძების ცელიბატი, წყალდასხმითი ნათლობა, მირონცხება, როგორც მხოლოდ ეპისკოპოსის პრეროგატივა, მაცით ზიარება, წმ. ბარძიმთან ზიარების აკრძალვა ერისკაცთათვის, ხოლო წმ. ზიარებისა - ყრმათათვის, ზეთისცხება მხოლოდ მომაკვდავთათვის, მუსიკა ღვთისმსახურების დროს, ლათინური ენა და სხვა მრავალი)" (Колокол. 1908. № 659).
ეს ნიშნავს, რომ ასობით ღვთისმეტყველი და მისიონერი, რომელსაც გავლილი აქვს სემინარიისა და აკადემიის კურსები, რომელთაც დაზეპირებული აქვთ სახელმძღვანელოები და კონსპექტები საღვთისმეტყველო და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სრულიად უმწეონი არიან აწარმოონ პოლემიკა რომაელ-კათოლიკეებთან, არ იციან რა უთხრან თავიანთ ოპონენტებს ისეთ სრულიად უმნიშვნელო საკითხთან დაკავშირებითაც კი როგორიც არის მუსიკა.
ასწლეულების განმავლობაში მათ თავიანთთვისაც კი ვერ გაურკვევიათ თუ რაში ცდება რომის კათოლიკური ეკლესია. და ეს გასაგებიცაა, თვით გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება, რომელზეც არიან აღზრდილნი მისი მისიონერები და ღვთისმეტყველები, გადმოღებულია ლათინურიდან და შეიცავს მრავალ ლათინურ მწვალებლობას. კიევის მისიონერთა ყრილობა ვერაფრით დაეხმარა თავის წევრებს, მისიონერებს, და ისინი ისევ არაჭეშმარიტ და არასწორ გზას ადგანან, დაბორიალობენ ყოველგვარი ცდომილების ბნელ ტყეში, ჭეშმარიტი სარწმუნოების, მტკიცე რწმენის, საეკლესიო შეგნების გარეშე, უძლურნი, მერყევნი, უსუსურნი.
კიევის ყრილობის ერთ ერთი თვალსაჩინო წევრი, ყოფილი მისიონერი, მღვდელი ს. შლეევი, უკვე ყრილობის შემდეგ ბეჭდვითად აცხადებდა, რომ გაბატონებულ ეკლესიაში დავიწყებულია ქრისტეანობის თვით არსობრივი მხარე. "რისთვის განიკითხავენ ედინოვერცები ეკლესიის წყობას"? - კითხულობს მამა შლეევი და თვითონვე პასუხობს: "ისინი ხედავენ, რომ რუსულ ეკლესიაში ქრისტეანობა მიმწყვდეულია კუთხეში, რომელსაც პირიქით, ნათელზე და და ამაღლებულ ადგილას მართებდა ყოფნა. ისინი ხედავენ, რომ მათ, ედინოვერცებს, რომელთა შორის განსაკუთრებით ცოცხალია ქრისტეანობის სხვათა მიერ მივიწყებული სიმართლე, მათი ცხოვრების პირობები გაბატონებულ ეკლესიასთან მიმართებაში ხელს უშლით მათ გამოარკვიონ ქრისტეს სარწმუნოება.
ეკლესიური საზოგადოების სისხლსავსე ცხოვრებისთვის აუცილებელია ეპისკოპოსის წინამძღოლობა, რომელიც ერთმორწმუნე იქნება სარწმუნოებრივი ფსიქოლოგიის მხრივ და როგორც ჩვენ, გაიგებდა მართლმადიდებლობის შინაგან არსს. ქრისტეანობის რა მხარეა ეს, რომელიც დავიწყნია რუსეთის ეკლესიას? ეს არის სწავლება ქრისტეანობაზე, როგორც ღვაწლზე, როგორც მუდმივ ჯვარზე ამა სოფლის თავადთან ბრძოლაში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია განძარცულია ღვთისმოსაობისგან, რასაც ბერძნები Ευδεβεια-ს უწოდებენ, ანუ ქრისტეანობით, როგორც სინანულისა და ღვაწლის სტიქიით განმსჭვალვა. მე არ ვიტყვი, რომ მართლმადიდებლობა ამ თვალსაზრისით სრულიად არ არსებობდეს. ის არის ხალხში, არის სამღვდელოებაშიც, მაგრამ მთლიანად ეკლესიაში გაქრა, არ არის ის მის ხელმძღვანელ წრეებში, რომლებიც საქმის ამ მხარესთან დაკავშირებით მორწმუნეებთან, "ქვემოთ" მოაქვთ არა "სრულყოფა", არამედ გახრწნილება... რუსეთის ეკლესიის მმართველთა უმეტესობას არ გააჩნია მართლმადიდებლობის, როგორც ასკეტური ღვაწლის, როგორც ეკლესიური ცხოვრებით ღმრთისშემეცნების პროცესის გაგება" (Правда Православия. 1908. № 24-25. С. 5).
როგორც მღვდელი შლეევი, ასევე გაბატონებული ეკლესიის სხვა მწყემსები, იმყოფებიან რა ცნობილ დაქვემდებარებასა და დამოკიდებულებაში, მოკლებულნი არიან უფლებას მთელი სისავსით თქვან სრული სიმართლე თავიანთი ეკლესიის შესახებ. თავიანთ განცხადებებსა და მხილებებში მათ უნებურად უწევთ აკეთონ "გადამრჩენელი" დამატებითი შენიშვნები ან წერონ მხოლოდ მინიშნებებით. მაგრამ იქიდანაც კი, რისი თქმაც მათ ძალუძთ, საკმაოდ ცხადად ჩანს, რომ ისინი გაბატონებული ეკლესიის მართლმადიდებლობას მიიჩნევენ უკიდურესად საეჭვოდ და ქრისტეანობის ჭეშმარიტი გაგების საწინააღმდეგოდ.
უფრო თავისუფალი მწერლები და რელიგიური მოაზროვნეები, რომლებიც ეკუთვნიან გაბატონებულ ეკლესიას, თავიანთი ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობას სრულიად უვარგისად მიიჩნევენ და მის ხელახლა გადაკეთებას ითხოვენ საფუძვლიდან დაწყებული მმართველი წრეებით დამთავრებული. ოფიციალური ეკლესიის მსახურებს აშინებს ასეთი მოთხოვნები. მაგრამ თავიანთი ეკლესიის რეფორმირებას ისინი აუცილებლად მიიჩნევენ. "საჭიროა სწორედ რეფორმები და არა რეფორმაცია, - აცხადებს პეტერბურგელი მღვდელი მ. ჩელცოვი. - ეს არის ჭექა-ქუხილი და გრიგალი, ის არა თუ ტოტებს დაამტვრევს და ეკლესიის ღერძს შეარყევს, არამედ შეუძლია საძირკვლიდანაც ამოაგდოს იგი. ჩვენი ეკლესიის გადახრილი ღერძის გამოსწორებისთვის, მისი გამწვანებისა და კვლავ აყვავებისთვის საჭიროა არა საეკლესიო რევოლუცია, არამედ ევოლუცია, თუმცა საკმაოდ თანამიმდევრული და მკაცრი.
ფიქრი იმისა, რომ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება, რომ არავითარი რეფორმა საჭირო არ არის, რომ ღმრთის განგებით ეკლესიის ცხოვრება თვითონ მივა რელიგიურ პროგრესამდე ნიშნავს გაამართლო საკუთარი სიზარმაცე და უდებება, მკრეხელურად დაიცვა საკუთარი უძრაობა და უღმრთოდ მიეცე უტოპიურ ოცნებას. თავისთავად არაფერი კეთდება, და ლოდქვეშ მოქცეულ ჩვენი საეკლესიო უძრაობა უკვე არაერთი ასწლეულია ვერ იძლევა ქრისტესგან მომდინარე დამარწყულებელ და მაცოცხლებელ წყაროს. არადა ქრისტეს ეკლესია, სწორედ ასეთი ღმრთისგან მომდინარე დაუშრეტელი წყარო უნდა იყოს" (Чельцов М. Сущность церковного обновления. С. 12-13).
არ არის ქრისტეს სული ჩვენს ეკლესიაში, არ არის მასში ქრისტეანობის არსი, არ არის ღვთისმოსაობა და სიმართლე, დანგრეულია მოციქულთა დადგენილებები, გაქელილია საეკლესიო კანონები - ეს არის გაბატონებული ეკლესიის ყველა მღვდელმთავრისა და მღვდლის, ღვთისმეტყველისა და მისიონერის საერთო ხმა. "აღსანიშნავია ის, - ნათქვამია საუკეთესო საღვთისმეტყველო ჟურნალში "Странник", რომელსაც რედაქტირებას გაბატონებული ეკლესიის მოწინავე ღვთისმეტყველები უწევენ, - რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი სული, რომელმაც პოლონეთსა და ავსტრიაში ურყევად გაუძლო იეზუიტების ხრიკებს, მუსლიმთა სისასტიკეს თურქეთში, დაემხო საკკუთარი, მართლმადიდებელი მთავრობის რეგლამენტაციის წინაშე" (Странник. 1907, февраль. С. 203).
1905 წ. პეტერბურგელი მღვდლების საკმაოდ მნიშვნელოვანმა ჯგუფმა პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონის გადასცა წერილი "რუსეთის საეკლესიო მმართველობაში აუცილებელი ცვლილებების გატარების" შესახებ. "აუცილებელია, - წერდნენ მღვდლები, - რათა ეკლესიამ დაიბრუნოს მთელი თავისი ძალაუფლება რათა ნაყოფიერი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრების ყველა მხარეზე და მთელი სიძლიერით გააჟღეროს თავისი ხმა. ამისთვის კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა თავისუფლება, რომელიც მას ოდითგანვე ჰქონდა განსაზღვრული საღმრთო კანონთა წყობით, რომელიც მიგდებული და მივიწყეუბულია, მაგრამ ჯერაც არ დაუკარგავს ძველთაგანვე მისთვის მიცემული აუცილებლობა".
აღსანიშნავია, რომ თვით "მისიონერული მიმოხილვის" რედაქტორმა, ნ. გრინიანკინმა ამ პეტერბურგელ მღვდელმსახურთა წერილთან დაკავშირებით დაწერა: "დიდება ღმერთს, როგორც იქნა სიძველის სურნელმა დაუბერა. ჩვენ მოვედით რათა მიწამდე თაყვანისცემით ვითხოვოთ სარწმუნოების გასწორება..." (Гринякин Н. Благовест или набат // Миссионерское Обозрение. 1905. № 5). სწორედაც რომ "სარწმუნოების გასწორება" და არა მარტო საეკლესიო წყობისა. გაბატონებული ეკლესიის მრავალი მღვდელმთვარი და თვით მისი მეთაური კ. პ. პობედონოსცევი, აუცილებლად მიიჩნევდნენ სარწმუნოების გაწმენდას ცდომილებებისგან.
"სინოდისადმი წარდგენილ თავის ცნობილ წინადადებაში, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა, 1905 წლის 28 ივნისს, პობედონოსცევი იძულებული იყო, - აცხადებს, ამის შესახებ მღვდელი მ. ჩელცოვი, - რომ ჩვენს მართლმადიდებლობაში ყველაფერი წესრიგში როდია, რომ ჩვენი სარწმუნოებისთვისაც უცხო არ არის ზოგიერთი ცდომილებანი. აი რას წერდა იგი: "უზენაესი რეზოლუციის პირდაპირი აზრით კრების მოწვევის შესახებ, მან უნდა განიხილოს სარწმუნოებრივი საკითხებიც, რომელთა შესახებაც სინოდალური განსაზღვრებებში არ არის მოცემული არანაირი მითითება". ამ დროს, საკითხთა იმ უვრცელეს სფეროში, რომელიც მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებასა და სხვადასხვა ცდომილებებისგან მისი განწმენდის საქმეს მოიცავს, აუცილებელია წინასწარი მომზადება, საღვთისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენლეთა დახმარებით" (Чельцов М. Церковные Ведомости. 1905. № 45. С. 1905. Прибавление).
დაბოლოს, ის, ვინც ჩვენში ოფიციალურად არის აღიარებული მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველად და მფარველად, ბატონი იმპერატორი, კრების მოწვევასთან დაკავშირებით, სინოდის ერთ ერთი დადგენილების რეზოლუციაში წერდა: "მოწვეულ იქნას სრულიად რუსეთის საეკლესიო კრება სარწმუნოებრივი საკითხებისა და საეკლესიო მმართველობის კანონიკური განხილვისათვის" (Там же. С. 1899).
"არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, - ასკვნის მამა ჩელცოვი, - რომ საეკლესიო რეფორმის შესახებ არსებულ ზოგიერთ გამოხმაურებაში, რომლებიც წარადგინეს ეპარქიალურმა მღვდელმთავრებმა, თუმც შეფარვით, მაგრამ საკმაოდ გამჭვირვალედ ჩანს აზრი, რომ ჩვენი სარწმუნოება, არც მეტი არც ნაკლები, საფუძვლიან გადასინჯვას საჭიროებს" (Церковно-общественная Жизнь. 1907. № 10. С. 295).
რაც შეეხება გაბატონებული ეკლესიის არსისა და ცხოვრების გარეგან, ხილულ გამოვლინებებს, აქ საქმე კიდევ უფრო უარესად გვაქვს. "ჩვენს ეკლესიაში, - ამბობს მის შესახებ ექიმი აპრაკსინი, რომელიც თანამშრომლობდა "მისიონერულ მიმოხილვაში" და მონაწილეობდა მისიონერულ ყრილობებში, - წარმოუდგენელი და საშინელი რამ ხდება, რომელიც გულის სიღრმემდე აღგაშფოთებს. მოციქულთა და წმიდა მამათა მცნებები გაქელილია და დავიწყებული, წმიდა მამათა საეკლესიო განაწესი მიგდებულია, ყოველ მღვდელ, ნებისმიერ მეფსალმუნეს და თვით რეგენტსაც კი უფლება აქვს როგორ უნდა ანგრიოს და იჩხიკინოს წმიდა ღვთისმსახურებაში და არავის სჯიან ამისთვის. აღწერილია ისეთი მღვდელმონაზვნები და დეკანოზ-ვირტუოზები, რომლებიც მსახურების დროს ახერხებენ - საშუაღამეო ლოცვის, მწუხრისა და ცისკრის წაკითხვას 20 წუთში; არიან ისეთი "ბლაღოჩინებიც", რომელთაც არა თუ არ ერიდებათ გამოტოვონ თითქმის მთელი სტიქერები და საგალობლები, არამედ ამოკლებენ ექვს ფსალმუნსაც კი.
სადღეისოდ წმიდა რუსეთში არსად, სამიტროპოლიტო და სამღვდელმთავრო მსახურებიდან დაწყებული ვიდრე სოფლის მღვდლის მსახურებამდე დამთავრებული, ვერ შეხვდებით წესიერად დალაგებულ მსახურებას (თითო-ოროლა მონასტრის გარდა); ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება დამახინჯებულია, შემოკლებულია და იმდენად გაუსახურებულია, რომ ის შეიძლება აკმაყოფილებდეს მხოლოდ ღმრთისმსახურებისადმი გულგრილ და სრულიად უმეცარ ადამიანს, ხოლო ვინც სწორ და წესიერ ღმრთისმსახურებაში გარკვეულია და ესმის მისი უღრმესი მნიშვნელობა და შინაარსი, უკიდურესად არის დათრგუნული ამგვარი ვითარებისგან, აღშფოთებულია და ძლიერ სწუხს..."
კიდევ უფრო მეტად გაქელილია, მივიწყებულია და აბუჩადაც კი არის აგდებული საშუალებები, რომლებიც ეკლესიამ ადამიანის ნების გასაწვრთნელად და გასამტკიცებლად დააწესა. ესენია: მარხვები, ლოცვის დროს ხანგრძლივი დგომა, ღამისთევითი ლოცვა, მეტანიები, წმიდა მამების განაწესისადმი მორჩილება და სხვა. მე არ შევჩერდები ამ უკანასკნელ საშუალებებზე, ეს ყველაფერი შერყვნილია, და მას ჩვენი მწემსები არ იცავენ, რადგან მის დაცვას სიძველის გამო საჭიროდ არც მიიჩნევენ" (Апраксин С. Девять лет на лоне православной церкви. С. 4-5; 7-8).
ეს არის არა გარეშე დამკვირვებლის ზედაპირული შეხედულება გაბატონებულ ეკლესიაზე. ექიმი აპრაქსინი თავიდან ურწმუნო ადამიანი იყო, მაგრამ შემდეგ გახდა მხურვალე და გულწრფელად მორწმუნე ქრისტეანი. "მე გაბატონებულ ეკლესიაში შევედი, - ამბობს ის საკუთარ აღსარებაში, რომელიც მან ნიჟეგოროდის მისიონერთა ყრილობაზე წაიკითხა, - ჩემი ადრინდელი აღმსარებლობის სრული სიცრუისა და უსამართლობის შეგნებით, ეკლესიის სწავლებისადმი, მისი გარეგანი წეს-ჩვეულებებისა და დადგენილებებისადმი მტკიცე რწმენითა და მხურვალე სიყვარულით. იმისი მტკიცე რწმენით, რომ ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა ჭეშმარიტებისა და ცხოვნების ნამდვილი გზა ვიპოვე".
მაგრამ გაბატონებულ ეკლესიაში თავისი ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში ის, ღრმა და მძიმე მწუხარებით სულში იძულებული იყო თავისი მოძღვრებისა და მისიონერებისთვის ეთქვა: "აი, ვდგევარ მე თქვენს წინაშე, დათრგუნული, იმედგაცრუებული, ისეთი გრძნობით გულში, რომელსაც განიცდის მგრძნობიარე შვილი, რომელმაც, უეცრად თავისი უსაყვარლესი დედის შესახებ შეიტყო, რომ ის არის... მეძავი. აი, რა შთაბეჭდილება დამრჩა მე თქვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ათწლიანი ყოფნის შემდეგ! მოსიყვარულე დედის მაგიერ, ჭეშმარიტი დამრიგებლისა და აღმზრდელის მაგიერ, მე ვპოვე თვითნება და ანცი-დედინაცვალი, რომელიც უფრო საკუთარი სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის ფიქრობს, ვიდრე საკუთარი შვილების სწორი აღზრდისთვის, რომლებსაც ფარისევლურად "საყვარელ შვილებს" უწოდებს; ხოლო შინაგანი დაკმაყოფილების ნაცვლად მე განვიცადე სულიერი გლოვა და მწარე იმედგაცრუება; და აი, ვდგავარ ახლა თქვენს წინაშე და არ ვიცი რა ვქნა და საით წავიდე..." (Апраксин С. Девять лет... С. 11 и 12).
რა უნდა ეპასუხათ გაბატონებული ეკლესიის მოძღვრებსა და მისიონერებს გულითადად მორწმუნე კაცის ასეთ გულისშემძვრელ აღსარებაზე? რომელი გზა უნდა მიენიშნებინათ მისთვის, თუკი თვითონ ყელამდე არიან ჩაფლულები ყოველგვარ უკეთურებასა და სიბილწეში და ძალაც კი არა აქვთ გამოძვრნენ აქედან?
საბოლოო წარწყმედისგან გაბატონებული ეკლესიის სახსნელად გ. აპრაკსინმა შესთავაზა თავის მოძღვრებს გაეყვანათ იგი "ძველი მართლმადიდებლობის და ღვთისმოსაობის ჭეშმარიტ გზაზე" (Там же. С. 15). მხოლოდ ამ გზას ძალუძს მისი განწმენდა ყოველგვარი ბიწისა და ცდომილებისგან და აცხოვნებს მას. სხვა გამოსავალი არ არის და არც შეიძლება იყოს. მოსკოვის მიტროპოლიტი იოანიკემ თავის დროს აღიარა: "რომ არ იყვნენ ძველმოწესეები, მართლმადიდებლობა დიდი ხნის წინათ გარდაიქცეოდა ლუთერანობად" (Реформы веротерпимости. С. 65).
ძველმართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვინც მისკენ გულწრფელად მოდის და სულის ცხოვნებას ესწრაფვის.
გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები გულღიად აღიარებენ, რომ მათი ღვთისმეტყველება უსიცოცხლო და ცდომილია და, რომ თვით მისიონერები დგანან გზაჯვარედინზე, რომლებმაც არ იციან საით წავიდნენ და ვის რა ახარონ. "ვაღიარებთ, -
მაგალითად, კიევში გამართული სრულიად რუსეთის მისიონერული ყრილობის პროგრამაში შეტანილი იყო ასეთი საკითხები: "კათოლიციზმთან დაკავშირებით: 1) როგორ ვაწარმოოთ პოლემიკა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის არსებულ დოგმატურ განსხვავებებთან დაკავშირებით (რომელთა შორისაა: სულიწმიდის გამომავლობა "ძისაგან", ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის, რომის პაპის მეთაურობისა და უცდომელობის დოგმატები). 2) როგორ ვაწარმოოთ პოლემიკა მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის არსებულ კანონიკურ და საწესჩვეულებო განსხვავებთან დაკავშირებით (მაგალითად: ქსენძების ცელიბატი, წყალდასხმითი ნათლობა, მირონცხება, როგორც მხოლოდ ეპისკოპოსის პრეროგატივა, მაცით ზიარება, წმ. ბარძიმთან ზიარების აკრძალვა ერისკაცთათვის, ხოლო წმ. ზიარებისა -
ეს ნიშნავს, რომ ასობით ღვთისმეტყველი და მისიონერი, რომელსაც გავლილი აქვს სემინარიისა და აკადემიის კურსები, რომელთაც დაზეპირებული აქვთ სახელმძღვანელოები და კონსპექტები საღვთისმეტყველო და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სრულიად უმწეონი არიან აწარმოონ პოლემიკა რომაელ-
ასწლეულების განმავლობაში მათ თავიანთთვისაც კი ვერ გაურკვევიათ თუ რაში ცდება რომის კათოლიკური ეკლესია. და ეს გასაგებიცაა, თვით გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება, რომელზეც არიან აღზრდილნი მისი მისიონერები და ღვთისმეტყველები, გადმოღებულია ლათინურიდან და შეიცავს მრავალ ლათინურ მწვალებლობას. კიევის მისიონერთა ყრილობა ვერაფრით დაეხმარა თავის წევრებს, მისიონერებს, და ისინი ისევ არაჭეშმარიტ და არასწორ გზას ადგანან, დაბორიალობენ ყოველგვარი ცდომილების ბნელ ტყეში, ჭეშმარიტი სარწმუნოების, მტკიცე რწმენის, საეკლესიო შეგნების გარეშე, უძლურნი, მერყევნი, უსუსურნი.
კიევის ყრილობის ერთ ერთი თვალსაჩინო წევრი, ყოფილი მისიონერი, მღვდელი ს. შლეევი, უკვე ყრილობის შემდეგ ბეჭდვითად აცხადებდა, რომ გაბატონებულ ეკლესიაში დავიწყებულია ქრისტეანობის თვით არსობრივი მხარე. "რისთვის განიკითხავენ ედინოვერცები ეკლესიის წყობას"? -
ეკლესიური საზოგადოების სისხლსავსე ცხოვრებისთვის აუცილებელია ეპისკოპოსის წინამძღოლობა, რომელიც ერთმორწმუნე იქნება სარწმუნოებრივი ფსიქოლოგიის მხრივ და როგორც ჩვენ, გაიგებდა მართლმადიდებლობის შინაგან არსს. ქრისტეანობის რა მხარეა ეს, რომელიც დავიწყნია რუსეთის ეკლესიას? ეს არის სწავლება ქრისტეანობაზე, როგორც ღვაწლზე, როგორც მუდმივ ჯვარზე ამა სოფლის თავადთან ბრძოლაში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია განძარცულია ღვთისმოსაობისგან, რასაც ბერძნები Ευδεβεια-
როგორც მღვდელი შლეევი, ასევე გაბატონებული ეკლესიის სხვა მწყემსები, იმყოფებიან რა ცნობილ დაქვემდებარებასა და დამოკიდებულებაში, მოკლებულნი არიან უფლებას მთელი სისავსით თქვან სრული სიმართლე თავიანთი ეკლესიის შესახებ. თავიანთ განცხადებებსა და მხილებებში მათ უნებურად უწევთ აკეთონ "გადამრჩენელი" დამატებითი შენიშვნები ან წერონ მხოლოდ მინიშნებებით. მაგრამ იქიდანაც კი, რისი თქმაც მათ ძალუძთ, საკმაოდ ცხადად ჩანს, რომ ისინი გაბატონებული ეკლესიის მართლმადიდებლობას მიიჩნევენ უკიდურესად საეჭვოდ და ქრისტეანობის ჭეშმარიტი გაგების საწინააღმდეგოდ.
უფრო თავისუფალი მწერლები და რელიგიური მოაზროვნეები, რომლებიც ეკუთვნიან გაბატონებულ ეკლესიას, თავიანთი ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობას სრულიად უვარგისად მიიჩნევენ და მის ხელახლა გადაკეთებას ითხოვენ საფუძვლიდან დაწყებული მმართველი წრეებით დამთავრებული. ოფიციალური ეკლესიის მსახურებს აშინებს ასეთი მოთხოვნები. მაგრამ თავიანთი ეკლესიის რეფორმირებას ისინი აუცილებლად მიიჩნევენ. "საჭიროა სწორედ რეფორმები და არა რეფორმაცია, -
ფიქრი იმისა, რომ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება, რომ არავითარი რეფორმა საჭირო არ არის, რომ ღმრთის განგებით ეკლესიის ცხოვრება თვითონ მივა რელიგიურ პროგრესამდე ნიშნავს გაამართლო საკუთარი სიზარმაცე და უდებება, მკრეხელურად დაიცვა საკუთარი უძრაობა და უღმრთოდ მიეცე უტოპიურ ოცნებას. თავისთავად არაფერი კეთდება, და ლოდქვეშ მოქცეულ ჩვენი საეკლესიო უძრაობა უკვე არაერთი ასწლეულია ვერ იძლევა ქრისტესგან მომდინარე დამარწყულებელ და მაცოცხლებელ წყაროს. არადა ქრისტეს ეკლესია, სწორედ ასეთი ღმრთისგან მომდინარე დაუშრეტელი წყარო უნდა იყოს" (Чельцов М. Сущность церковного обновления. С. 12-
არ არის ქრისტეს სული ჩვენს ეკლესიაში, არ არის მასში ქრისტეანობის არსი, არ არის ღვთისმოსაობა და სიმართლე, დანგრეულია მოციქულთა დადგენილებები, გაქელილია საეკლესიო კანონები -
1905 წ. პეტერბურგელი მღვდლების საკმაოდ მნიშვნელოვანმა ჯგუფმა პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონის გადასცა წერილი "რუსეთის საეკლესიო მმართველობაში აუცილებელი ცვლილებების გატარების" შესახებ. "აუცილებელია, -
აღსანიშნავია, რომ თვით "მისიონერული მიმოხილვის" რედაქტორმა, ნ. გრინიანკინმა ამ პეტერბურგელ მღვდელმსახურთა წერილთან დაკავშირებით დაწერა: "დიდება ღმერთს, როგორც იქნა სიძველის სურნელმა დაუბერა. ჩვენ მოვედით რათა მიწამდე თაყვანისცემით ვითხოვოთ სარწმუნოების გასწორება..." (Гринякин Н. Благовест или набат // Миссионерское Обозрение. 1905. № 5). სწორედაც რომ "სარწმუნოების გასწორება" და არა მარტო საეკლესიო წყობისა. გაბატონებული ეკლესიის მრავალი მღვდელმთვარი და თვით მისი მეთაური კ. პ. პობედონოსცევი, აუცილებლად მიიჩნევდნენ სარწმუნოების გაწმენდას ცდომილებებისგან.
"სინოდისადმი წარდგენილ თავის ცნობილ წინადადებაში, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა, 1905 წლის 28 ივნისს, პობედონოსცევი იძულებული იყო, -
დაბოლოს, ის, ვინც ჩვენში ოფიციალურად არის აღიარებული მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველად და მფარველად, ბატონი იმპერატორი, კრების მოწვევასთან დაკავშირებით, სინოდის ერთ ერთი დადგენილების რეზოლუციაში წერდა: "მოწვეულ იქნას სრულიად რუსეთის საეკლესიო კრება სარწმუნოებრივი საკითხებისა და საეკლესიო მმართველობის კანონიკური განხილვისათვის" (Там же. С. 1899).
"არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, -
რაც შეეხება გაბატონებული ეკლესიის არსისა და ცხოვრების გარეგან, ხილულ გამოვლინებებს, აქ საქმე კიდევ უფრო უარესად გვაქვს. "ჩვენს ეკლესიაში, -
სადღეისოდ წმიდა რუსეთში არსად, სამიტროპოლიტო და სამღვდელმთავრო მსახურებიდან დაწყებული ვიდრე სოფლის მღვდლის მსახურებამდე დამთავრებული, ვერ შეხვდებით წესიერად დალაგებულ მსახურებას (თითო-
კიდევ უფრო მეტად გაქელილია, მივიწყებულია და აბუჩადაც კი არის აგდებული საშუალებები, რომლებიც ეკლესიამ ადამიანის ნების გასაწვრთნელად და გასამტკიცებლად დააწესა. ესენია: მარხვები, ლოცვის დროს ხანგრძლივი დგომა, ღამისთევითი ლოცვა, მეტანიები, წმიდა მამების განაწესისადმი მორჩილება და სხვა. მე არ შევჩერდები ამ უკანასკნელ საშუალებებზე, ეს ყველაფერი შერყვნილია, და მას ჩვენი მწემსები არ იცავენ, რადგან მის დაცვას სიძველის გამო საჭიროდ არც მიიჩნევენ" (Апраксин С. Девять лет на лоне православной церкви. С. 4-
ეს არის არა გარეშე დამკვირვებლის ზედაპირული შეხედულება გაბატონებულ ეკლესიაზე. ექიმი აპრაქსინი თავიდან ურწმუნო ადამიანი იყო, მაგრამ შემდეგ გახდა მხურვალე და გულწრფელად მორწმუნე ქრისტეანი. "მე გაბატონებულ ეკლესიაში შევედი, -
მაგრამ გაბატონებულ ეკლესიაში თავისი ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში ის, ღრმა და მძიმე მწუხარებით სულში იძულებული იყო თავისი მოძღვრებისა და მისიონერებისთვის ეთქვა: "აი, ვდგევარ მე თქვენს წინაშე, დათრგუნული, იმედგაცრუებული, ისეთი გრძნობით გულში, რომელსაც განიცდის მგრძნობიარე შვილი, რომელმაც, უეცრად თავისი უსაყვარლესი დედის შესახებ შეიტყო, რომ ის არის... მეძავი. აი, რა შთაბეჭდილება დამრჩა მე თქვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ათწლიანი ყოფნის შემდეგ! მოსიყვარულე დედის მაგიერ, ჭეშმარიტი დამრიგებლისა და აღმზრდელის მაგიერ, მე ვპოვე თვითნება და ანცი-
რა უნდა ეპასუხათ გაბატონებული ეკლესიის მოძღვრებსა და მისიონერებს გულითადად მორწმუნე კაცის ასეთ გულისშემძვრელ აღსარებაზე? რომელი გზა უნდა მიენიშნებინათ მისთვის, თუკი თვითონ ყელამდე არიან ჩაფლულები ყოველგვარ უკეთურებასა და სიბილწეში და ძალაც კი არა აქვთ გამოძვრნენ აქედან?
საბოლოო წარწყმედისგან გაბატონებული ეკლესიის სახსნელად გ. აპრაკსინმა შესთავაზა თავის მოძღვრებს გაეყვანათ იგი "ძველი მართლმადიდებლობის და ღვთისმოსაობის ჭეშმარიტ გზაზე" (Там же. С. 15). მხოლოდ ამ გზას ძალუძს მისი განწმენდა ყოველგვარი ბიწისა და ცდომილებისგან და აცხოვნებს მას. სხვა გამოსავალი არ არის და არც შეიძლება იყოს. მოსკოვის მიტროპოლიტი იოანიკემ თავის დროს აღიარა: "რომ არ იყვნენ ძველმოწესეები, მართლმადიდებლობა დიდი ხნის წინათ გარდაიქცეოდა ლუთერანობად" (Реформы веротерпимости. С. 65).
ძველმართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვინც მისკენ გულწრფელად მოდის და სულის ცხოვნებას ესწრაფვის.